ჰუსავიკის ვეშაპის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰუსავიკის ვეშაპის მუზეუმი — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1997 წელს. იგი მდებარეობს ჰუსავიკში, პატარა ქალაქი ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სკილფანდის ყურის სანაპიროზე, არქტიკული წრის ქვემოთ. 1997 წლის ზაფხულში დაიწყო, პატარა გამოფენა ვეშაპებზე, ქალაქის სასტუმროში. ამის შემდეგ, გამოფენა მალევე გადავიდა ნავსადგურში სატყუარას ფარდულის ახლად გარემონტებულ ნაწილში და შეიქმნა აქციონერების ბიზნესი "Húsavík Whale Center ehf". მზარდი პოპულარობის გამო, აშკარა იყო, რომ უფრო დიდი და შესაფერისი შენობა იყო საჭირო. 2000 წელს ქალაქის ძველი სასაკლაო შეიძინეს, გადააკეთეს და ოფიციალურად გახსნეს 2002 წლის ივნისში. 2004 წელს აქციათა ბიზნესი არაკომერციულ ორგანიზაციად გადაიქცა და დაარქვეს "ჰასავიკის ვეშაპის მუზეუმი ", 2005 წლისთვის დაემატა ვეშაპების ეკოლოგიის ყოვლისმომცველი გამოფენა.

ჰუსავიკის ვეშაპის მუზეუმი
66°02′48″ ჩ. გ. 17°20′40″ დ. გ. / 66.0467889° ჩ. გ. 17.3446889° დ. გ. / 66.0467889; -17.3446889
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
Map

მუზეუმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ვეშაპების შესახებ, აქცენტი ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანის სახეობებზე. გამოფენა გთავაზობთ ინფორმაციულ და მიმზიდველ ჩვენებებს, რომლებსაც აქვთ უნარი გაზარდონ ცეტასეებისა და მათი გარემოს შესახებ ცნობიერება. სამეცნიერო კომპონენტი მოიცავს მუზეუმის კვლევის შესავალს, რომელიც 2001 წლიდან ფართოვდება და ახლა მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობას და პუბლიკაციებს. მუზეუმი ისლანდიის განათლების სამინისტრომ 2007 წელს აღიარა საგანმანათლებლო დაწესებულებად.[1]

საგამოფენო ტერიტორია

რედაქტირება
 
ვეშაპის მუზეუმის ინტერიერი

ვეშაპის მუზეუმი გთავაზობთ 1,600 მეტრის სიგრძის, 2 საგამოფენო ადგილს, რომელიც განთავსებულია პირველ და მეორე სართულზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციის წარმოდგენის წესს. ექსპონატები ხშირად ავლენენ მუზეუმის ისტორიის, მრავალი თანამშრომლის მუშაობას და შემოქმედებით წვლილს. ექსპონატებს ახლავს ილუსტრაციები და ინტერაქტიული ტექსტები, რათა მიიპყროს ვიზიტორების ყურადღბა და წაახალისოს მკითხველი. ქვედა სართული მასპინძლობს ზღვის ეკოსისტემების განყოფილებას, რომელიც სტუმრებს აცნობს ვეშაპების ჰაბიტატს და ეკოლოგიას. დამატებითი ექსპონატები აღწერს ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში მყოფ, კეტასის სახეობებს, მათ ბუნებრივ ისტორიას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ დელფინებზე ისლანდიის წყლებში ყველაზე გავრცელებულ სახეობებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორკას, მათ შორის ყველაზე ცნობილ ისლანდიურ ორკას, კეიკოს. ორი დოკუმენტურ ფილმს გვთავაზობენ ვიზიტორებს, საკითხის გაცნობის მიზნით ვეშაპებზე და მათ კონფლიქტებზე. მუზეუმის ზედა სართული შეიცავს "ვეშაპის გალერეას" 9 სახეობის ავთენტური ჩონჩხებით. პირველი ჩონჩხი აიწყო და შეიკრიბა “Sowerby“-ის წვერიანი ვეშაპი, 1998 წელს. სხვა სახეობებს დაემატა კეხიანი ვეშაპი, ვეშაპი ორკა, კუვიეს წვერიანი ვეშაპი, ჩრდილოეთ ბუშტუკოვანი ვეშაპი და სქელი და გრძელი ფენის კანით დაფარული ვეშაპი. 2004 წელს გრენლანდიიდან, ნარუალის შესანიშნავი ჩონჩხი გადაეცა მუზეუმს.

მოხალისეთა პროგრამა

რედაქტირება
 
ვეშაპის ჩონჩხი

თავიდან მუზეუმმა უმასპინძლა საერთაშორისო მოხალისეთა პროგრამას, რომელიც იმ დროს ისლანდიაში საკმაოდ იშვიათი იყო. მოხალისეთა პროგრამის მონაწილეები ძირითადად იყვნენ ბიოლოგიის ან მასთან დაკავშირებული თემების სტუდენტები. მოხალისეები უზრუნველყოფენ ტექსტების თარგმანს, მუშაობენ ექსპონატების გაუმჯობესებაზე და მონაწილეობენ მუზეუმის კვლევით პროგრამაში. მოხალისეები იღებენ შესაძლებლობას გაიგონ მეტი ვეშაპების შესახებ და განიცადონ ისინი თავიანთ ბუნებრივ გარემოში. მათ სწრაფად შეუძლიათ სტუმრებს მიაწოდონ პროფესიონალური განათლება და ინფორმაცია მუზეუმის შესახებ, ასევე ხშირად შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ვიზიტორებს მრავალ ენაზე. მოხალისეები მონაწილეობენ მუზეუმის ვეშაპის კვლევაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. ისინი მოგზაურობაში დღეში ერთხელ იღებენ მონაწილეობას, ვეშაპის ნავებში, აგროვებენ კვლევის პროგრამისთვის საჭირო მონაცემებს. მუზეუმის მონაცემთა ბაზა მუდმივად განახლებულია და გამოიყენება მკვლევარების მიერ შემდგომი კვლევებისთვის.

ვეშაპის კვლევა

რედაქტირება

ვეშაპის მუზეუმში კვლევა დაიწყო 1998 წელს, მაგრამ შეგროვებული მონაცემები გადაეცა სხვა დაწესებულებას. რამდენიმე წლის შემდეგ, მუზეუმმა გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი მონაცემთა ბაზა. ვეშაპების დაკვირვების ადგილობრივ კომპანიასთან სახელწოდებით “North Sailing“ (ჩრდილოეთის ნაოსნობა), მუზეუმის თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ყოველ ზაფხულს შეაგროვონ მონაცემები ამ სფეროში. მუზეუმი თანამშრომლობს როგორც უნივერსიტეტებთან, ასევე მკვლევრებთან. დღემდე, კვლევის პროგრამა ძირითადად ფოკუსირებულია ფოტოს იდენტიფიკაციაზე, ასევე ჰაბიტატის შესწავლაზე და კეტასის სუნთქვის ნიმუშებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Museum. The Húsavík Whale Museum. ციტირების თარიღი: 2009-07-10.