ჰუსავიკი
ჰუსავიკი (ისლ. Húsavík) — საპორტო ქალაქი ისლანდიაში.
ქალაქი | |
---|---|
ჰუსავიკი Húsavík | |
ჰუსავიკი | |
ქვეყანა | ისლანდია |
რეგიონი | ნორდურლენდ ისტრა |
თემი | ნორდურპინგი |
კოორდინატები | 65°57′06″ ჩ. გ. 17°26′13″ დ. გ. / 65.9517083° ჩ. გ. 17.4372083° დ. გ. |
ფართობი | 270 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ მ |
მოსახლეობა | 2 253 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+0 |
საფოსტო ინდექსი | 640, 645 |
ოფიციალური საიტი | husavik.is |
გეოგრაფია
რედაქტირებაჰუსავიკი მდებარეობს ისლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორდურპინგის სათემოში და ნორდურლენდ ისტრას რეგიონში. თავისი თემის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქს გააჩნია ნავსადგური სათევზაო ნავებისათვის და მდებარეობს ისლანდიის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე (№ 85);ჰუსავიკიდან დედაქალაქამდე მანძილი არის 480კმ. ქალაქში ცხოვრობს 2 253 ადამიანი (1.12. 2007 წლის მონ.).
ისტორია
რედაქტირებაიმ ტერიტორიაზე სადაც დღეს არის ქალაქი ჰუსავიკი 875 წელს ბანაკი ააშენა და გამოიზამთრა შვედმა ვიკინგმა გარდარ სვავარსსონმა — ისლანდიის პირველმა მკვლევარმა. მისი მემორიალი დგას მოედანზე ადგილობრივი სკოლი გვერდით.
მუზეუმი
რედაქტირებაჰუსავიკში, ნავსადგურის რაიონში, მდებარეობს ვეშაპების მუზეუმი. ჰუსავიკიდან შეიძლება ექსკურსიით წასვლა მიუვატნის რაიონში — ვულკანურად აქტიურ რეგიონში. ჰუსავიკში მდებარეობს აგრეთვე მსოფლიოში ერთადერთი სასქესო ასოების მუზეუმი, რომელშიც ინახება ცხოველების სასქესო ორგანოები.