ჰუზაიმა ბინტ ნასერი

არაბი პრინცესა

ჰუზაიმა ბინტ ნასერი (არაბ. حزيمة بنت ناصر; დ. 1884, მექა, ოსმალეთის იმპერია — გ. 27 მარტი 1935, ბაღდადი, ერაყი) — არაბი პრინცესა, მექას შარიფა. ერაყისა და სირიის დედოფლობის შემდეგ, ჰუზაიმა ერაყის დედა-დედოფალი გახდა.

პრინცესა ბასმა
სირიის დროშა სირიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი 1920
მმართ. დასასრული: 24 ივლისი 1920
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
ერაყის დროშა ერაყის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 აგვისტო 1921
მმართ. დასასრული: 8 სექტემბერი 1933
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ალია ბინტ ალი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1884
დაბ. ადგილი: მექა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 27 მარტი 1935[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი: ბაღდადი, ერაყი
მეუღლე: ფეისალ I
შვილები: პრინცესა აზზა
პრინცესა რაჯიჰა
პრინცესა რაიფია
გაზი I
დინასტია: ნასერები
მამა: ამირ ნასერ ფაშა
დედა: დილბერ ხანუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰუზაიმას მამა პრინცი ნასერ ბინ ალი ფაშა არის, რომელიც მუსბაჰის უმცროსი ტყუპისცალია. 1904 წელს სტამბოლში, იგი მექის შარიფის ვაჟზე, ფეისალ I-ზე დაქორწინდა. მათი პირველი შვილი აზზა (1906-1936) იყო, შემდეგ კი ორი გოგონა, რაჯიჰა (1907-1959) და რაიფია (1910-1934) დაიბადა, საბოლოოდ კი ვაჟი გაზი I (1912-1939), ერაყის მომავალი მეფე დაიბადა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში მყოფი ტერიტორიები გამარჯვებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა დაინაწილეს, ან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს. 1920 წელს, ფეისალ I სირიის მეფედ გამოაცხადდა და ასე ჰუზაიმაც სირიის დედოფალი გახდა. თავის მეუღლესთან ახლოს ყოფნის მიზნით, ჰუზაიმამ თავის შვილებთან ერთად დამასკოში ახლად დაარსებულ სამეფო სასახლეში ჩასახლდა. თუმცა, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში არსებობის შემდეგ, სირიის სამეფო საფრანგეთ-სირიის ომის შედეგად დაიშალა, რის შედეგად ფეისალმა და ჰუზაიმამ ტიტული დაკარგეს.

1921 წელს, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ერაყის ახალი სამეფოს მეფედ ფეისალი ყოფილიყო, რაზეც მათ საერთაშორისო მანდატი ჰქონდათ. ფეისალმა მიიღო ეს წინადადება და ერაყის მეფედ გამოაცხადა. შესაბამისად ჰუზაიმაც დედოფალი გახდა და სამეფო ოჯახი ბაღდადში, ახალი სამეფოს დედაქალაქში გადავიდა.

1933 წელს ფეისალის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი, გაზი I ავიდა და ჰუზაიმაც ერაყის დედა-დედოფალი გახდა.

ორი წლის შემდეგ, 1935 წელს იგი ბაღდადში გარდაიცვალა.[3]

  1. Royal Ark
  2. IRAQ – Resurgence In The Shiite World – Part 8 – Jordan & The Hashemite Factors , APS Diplomat Redrawing the Islamic Map, 14 Feb 2005
  3. Omnilexica.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-28. ციტირების თარიღი: 2017-06-28.