სირიის არაბული სამეფო
სირიის არაბული სამეფო (არაბულად: المملكة العربية السورية, al-Mamlakah al-‘Arabīyah as-Sūrīyah) — თვითგამოცხადებული, არაღიარებული კონსტიტუციური მონარქია, რომელიც მცირე დროის განმავლობაში არსებობდა ისტორიული სირიის ტერიტორიაზე. 1918 წლის 5 ოქტომბერს ბრიტანული ჯარის ნებართვით შეიქმნა სრულად დამოუკიდებელი არაბული კონსტიტუციური მთავრობა,[1] რომელმაც 1919 წლის 26 ნოემბერს სამანდატო ტერიტორიებიდან ბრიტანული ჯარების გასვლის დროს მოიპოვა დე-ფაქტო დამოუკიდებლობა.[2] 1920 წლის 8 მარტს, შეიქმნა სირიის არაბული სამეფო.
სირიის არაბული სამეფო المملكة العربية السورية (არაბულად) al-Mamlakah al-‘Arabīyah as-Sūrīyah | ||||||
| ||||||
| ||||||
ჰიმნი سوريا يا ذات المجد "O Syria, Who Owns the Glory" | ||||||
სირიის არაბული სამეფო, ყველაზე დიდი განფენილობის დროს (1920 წლის იანვარი)
| ||||||
დედაქალაქი | დამასკო | |||||
ენები | არაბული ენა | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
მეფე | ||||||
- | 1920 | ფეისალ I | ||||
- | 1920 (პირველი) | ალი რიდა ალ-რიკაბი (პრემიერ-მინისტრი) | ||||
- | 1920 (უკანასკნელი) | ჰაშიმ ალ-ათასი (პრემიერ-მინისტრი) | ||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | ეროვნული კონგრესი | |||||
ისტორიული ერა | ომთაშორისი პერიოდი | |||||
- | შეიქმნა | 1919 წელი | ||||
- | გაუქმდა | 1920 წელი | ||||
ვალუტა | სირიული გირვანქა |
სირიის არაბულმა სამეფომ იარსება მხოლოდ 4 თვე, 1920 წლის 8 მარტიდან 25 ივლისამდე,[3][4] რომლის განმავლობაში, სამეფოს უძღვებოდა ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმის ვაჟი ფეისალ I ბინ ჰუსეინი. მიუხედავად ლევანტის ტერიტორიების მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა, ფეისალის მთავრობა აკონტროლებდა შეზღუდულ სივრცეს და, საფრანგეთის გარდა, დამოკიდებული იყო ბრიტანეთზე, რომელიც, ზოგადად, ეწინააღმდეგებოდა "დიდი სირიის" იდეას და აღიარებდა სამეფოს.[5] 1920 წლის 25 ივლისის დადგომამდე, სამეფო დამორჩილდა ფრანგულ ძალებს.
ისტორია
რედაქტირებადაარსება
რედაქტირებაარაბული რევოლუცია და მაქმაჰონ–ჰუსეინის მიმოწერა იყო გადამწყვეტი ფაქტორი სირიის არაბული სამეფოს დაარსებაში. მაქმაჰონ–ჰუსეინის მიმოწერაში, ბრიტანელები, ოსმალების წინააღმდეგ აჯანყების დაწყების სანაცვლოდ, არაბებს სამეფოს შექმნას დაჰპირდნენ.[1]:209–215 მაშინ, როცა ბრიტანელები არაბებს დამოუკიდებლობას დაჰპირდნენ, ფრანგებმა დადეს საიქს-პიკოს შეთანხმება. საბოლოო ჯამში, საიქს-პიკოს შეთანხმების განხორციელება ძირს გამოუთხრიდა და დაასრულებდა სირიის არაბული სამეფოს არსებობას. თანამედროვე არაბული ქვეყნებისთვის არაბული რევოლუციის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, არაბული სამეფოს იდეისა და არაბული სამეფოების სერიების მიმართ იმ დროს სერიოზული უნდობლობა და, უფრო მეტიც, წინააღმდეგობაც არსებობდა.
ეს წინააღმდეგობა, ნაწილობრივ, გამოწვეული იყო იმით, რომ ფრანგები და ბრიტანელები ხელს უწყობდნენ რევოლუციასა და თანამედროვე სტანდარტების გაგებით მარიონეტულ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციულ მოქმედებებს.[6]:185–191 საგარეო ძალები დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავდნენ და, არაბი ნაციონალისტების ლეგიტიმაციის მაგიერ, სამხედრო მხარდაჭერას უწევდნენ პირებს, რომლებიც იმპერიის გაფართოებას ცდილობდნენ. ეს იყო ინსტრუმენტი, რომელსაც ადრეული ჰაშიმიდების სამეფოების (ჰიჯაზის სამეფოსა და ერაყის სამეფოს) ძირითადი ნაწილის დაშლა-დანაწევრებისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, იმ დროს, მრავალმა არაბმა გამოხატა ძლიერი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაშიმიდებს, ანუ მექას შარიფის ოჯახს, შესაძლოა, ხელში ჩაეგდო ოსმალთა სულთნის ძალაუფლება. ჰაშიმიდები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ ოსმალების ერთგულნი.[6]:187
არაბული საკონსტიტუციო მთავრობა
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის მიწურულს, 1918 წლის 30 სექტემბერს, ედმუნდ ალენბაის ბრძანებით, ბრიტანულ-ეგვიპტურმა საექსპედიციო ჯგუფმა დაიპყრო დამასკო. რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ, 3 ოქტომბერს, ფეისალი შევიდა ქალაქში.[1]:30 [7] გამარჯვების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ფეისალმა გაიგო საიქს-პიკოს შეთანხმების შესახებ. ფეისალი მოელოდა, რომ არაბული სამეფო იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა, ცოტა ხანში, მას შეატყობინეს ტერიტორიის დანაწილების შესახებ და თუ როგორ მოექცა სირია ფრანგების პროტექტორატის ქვეშ. ფეისალმა ბრიტანელები დაადანაშაულა ღალატში, მაგრამ ირწმუნა, რომ რეალური გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მოგვიანებით, მაშინ, როცა ომი დასრულდებოდა. არსებობდა იმის ალბათობა, რომ ბრიტანელები აღარ დაუჭერდნენ მხარს ფრანგების პრეტენზიებს სირიაში.
5 ოქტომბერს, გენერალ ალენბაის ნებართვით, ფეისალმა დააანონსა სრულად დამოუკიდებელი არაბული საკონსტიტუციო მთავრობის ფორმირება.[1]:34 ფეისალმა განაცხადა, რომ ახლადშექმნილი მთავრობა დაეფუძნებოდა სამართალსა და თანასწორობას, არაბების განსხვავებული რელიგიული მრწამსის მიუხედავად.[8] საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო შეშფოთებით უყურებდა საერთაშორისო აღიარებისა და ბრიტანეთის მფარველობის გარეშე, ნახევრად-დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს შექმნას. ალენბაის პირობამ, რომ ყველა განხორციელებული ქმედება დროებითი იქნებოდა, ვერ შეამსუბუქა დაძაბულობა ბრიტანელებს, ფრანგებსა და არაბებს შორის. ნაციონალისტი და რევოლუციონერი არაბებისთვის, დამოუკიდებლობის მიღწევა გრძელვადიანი მძიმე ბრძოლების შედეგად იქნებოდა შესაძლებელი.
სტატუსის განსაზღვრა
რედაქტირებაომის შემდეგ, 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, ფეისალმა მხარი დაუჭირა არაბთა დამოუკიდებლობის საკითხს. კონფერენციის ფარგლებში, გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს დამარცხებული ღერძის ძალების ტერიტორიების, განსაკუთრებით, ოსმალთა იმპერიის ახლო აღმოსავლეთის სამფლობელოების მომავალი. ახლო აღმოსავლეთში არსებული არაბული მიწების სტატუსი, ინტენსიური მოლაპარაკებების საგანი იყო ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის. 1919 წლის მაისში, ფრანგი და ბრიტანელი პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს, რათა გადაენაწილებინათ ტერიტორიები და გავლენის სფეროები ახლო აღმოსავლეთში. შეხვედრაზე განისაზღვრა ის, რომ სირიაში ფრანგების კონტროლის გარანტიის სანაცვლოდ, ბრიტანეთს მიენიჭებოდა მანდატი მოსულსა და პალესტინაში.
ამავე პერიოდში, ამერიკელებთან მიღწეული კომპრომისი აისახა კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მაცხოვრებლების ნების გათვალისწინებას. მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, ისინი მხარს უჭერდნენ ამ იდეას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, საბოლოოდ, უკან დაიხიეს და 1919 წელს შექმნილი კომისია (ინგლ. King-Crane Commission) ამერიკელებს გადააბარეს.[6]:268 კომისიის მიგნებები, რომელიც არ გამოქვეყნებულა 1922 წელს ერთა ლიგაში მანდატების თაობაზე ჩატარებულ კენჭისყრამდე, მიანიშნებდა, რომ დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო ძლიერი არაბული მხარდაჭერით სარგებლობდა და უპირისპირდებოდა ფრანგების ყოფნას.[9]
შექმნა
რედაქტირებაევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა სირიულ ნაციონალისტურ საზოგადოებებს, როგორებიცაა "ახალგაზრდა არაბული საზოგადოება" ("ალ-ფატატი"), ეროვნული კონგრესისთვის მზადების საშუალება მისცა. სირიულმა ნაციონალისტურმა საზოგადოებებმა მხარი დაუჭირეს არაბული სამეფოს სრულ დამოუკიდებლობას, რომელმაც არაბები შეაკავშირა ფეისალის გარშემო. კომისიამ ხელი შეუწყო გაერთიანებას და ნაჩქარევად გამოაცხადა არჩევნები, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყველა არაბული მიწების წარმომადგენლებმა (მათ შორის, პალესტინა-ლიბანიდან), თუმცა ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუშალეს მათ ჩამოსვლაში.[10] 1919 წლის 3 ივნისს გაიმართა "სირიული კონგრესის" პირველი ოფიციალური სესია, რომლის პრეზიდენტად აირჩიეს ალ-ფატატის წევრი ჰაშიმ ალ-ათასი.[11]:17
1919 წლის 25 ივნისს დამასკოში ჩასულ კომისიას, მოსახლეობა დახვდა ბროშურების თანხლებით, რომელზეც დატანილი იყო წარწერა - "დამოუკიდებლობა ან სიკვდილი".
2 ივლისს, "სირიულმა ეროვნულმა კონგრესმა", დამასკოში მიიღო რეზოლუციების სერიები, სახელწოდებით "დამასკოს პროგრამა", რომელმაც ფეისალის ლიდერობით დააფუძნა სრულიად დამოუკიდებელი საკონსტიტუციო მონარქია, მოითხოვა დახმარება აშშ-ის მხრიდან და უარყო ფრანგების პრეტენზიები.[11]:19 რეზოლუციებმა დაადგინეს საზღვრები, როგორც:
ჩრდილოეთით - ტავრის მთები; სამხრეთით - რაფაჰიდან ალ-ჯაუფაზე გამავალი ზოლი და სირია-ჰიჯაზის საზღვრიდან ქვედა აკაბამდე; აღმოსავლეთით - ევფრატისა და ხაბურის მდინარეების მიერ ფორმირებული საზღვრები და აბუ-ქამალის აღმოსავლეთიდან ალ-ჯაუფას აღმოსავლეთამდე გადაჭიმული ზოლი; დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვა.[12]
ფეისალის ყველანაირი იმედი, რომ ბრიტანელების ან ამერიკელების მხრიდან მიიღებდა რაიმე სახის დახმარებას და დაიწყებოდა ფრანგების ქმედებების მიმართ წინააღმდეგობა, სწრაფად ამოიწურა, განსაკუთრებით, სირიიდან ბრიტანული ძალების გამოსვლის შესახებ დადებული ანგლო-ფრანგული შეთანხმებისა და სირიაში ბრიტანული სამხედრო მთავრობის დასრულების შემდეგ. 1919 წლის 26 ნოემბერს ბრიტანელები გამოვიდნენ რეგიონიდან.[2]
1920 წლის იანვარში, ფეისალი იძულებული გახდა დაედო შეთანხმება საფრანგეთთან, რომლითაც საფრანგეთს მხარი უნდა დაეჭირა სირიული სახელმწიფოს არსებობისთვის და უარი ეთქვა სირიაში ჯარების განლაგებაზე, ხოლო ფრანგების მთავრობა რჩებოდა მრჩევლების, კანცლერებისა და ექსპერტების მომწოდებელ ერთადერთ ძალად.[13]: 167 მიღწეულმა კომპრომისმა ვერ შეძლო ფეისალის მწვავე ანტიფრანგული და დამოუკიდებლობის მხარდამჭერი მოსახლეობის დაშოშმინება, რომლებმაც ფეისალს დაუყოვნებლივ უკან წააღებინეს გადაწყვეტილება. ცვლილებების მიუხედავად, ძალადობრივი თავდასხმები მაინც განხორციელდა ფრანგულ ძალებზე, ხოლო 1920 წლის მარტში "სირიული კონგრესი" შეიკრიბა, რათა ფეისალი მეფედ გამოეცხადებინა. კონგრესმა ოფიციალურად დააარსა სირიის არაბული სამეფო, სადაც ჰაშიმ ალ-ათასი - პრემიერ-მინისტრად, ხოლო იუსუფ ალ-აზმა - ომის მინისტრად და პერსონალის მეთაურად დანიშნა.
ბრიტანელებმა და ფრანგებმა დაუყოვნებლივ უარყვეს ცალმხრივი ქმედება და 1920 წლის აპრილში მოკავშირე ძალებმა მოიწვიეს "სან-რემოს კონფერენცია", რათა დაესრულებინათ ერთა ლიგის მანდატების განაწილების პროცესი. თავის მხრივ, ფეისალმა და მისმა მომხრეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ გადაწყვეტილებას. რამდენიმეთვიანი არასტაბილურობისა და ფრანგებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო, 1920 წლის 14 ივლისს ფრანგული ძალების უფროსმა გენერალმა ჰენრი გოურომ ულტიმატუმი წაუყენა მეფე ფეისალს და მოითხოვა მორჩილება ან ბრძოლის გაგრძელება.[11]:215
დაშლა
რედაქტირებაფრანგებთან ხანგრძლივი სისხლიანი ბრძოლის შედეგებით შეშინებული მეფე ფეისალი დანებდა. თუმცა, თავდაცვის მინისტრი იუსუფ ალ-აზმა არ დაემორჩილა მეფის ბრძანებას და პატარა რაზმით გაემართა სირიაში ფრანგებთან საომრად. მისი ჯარი, ძირითადად, დამოკიდებული იყო ინდივიდუალურ შეიარაღებაზე და ვერ შეედრებოდა ფრანგულ არტილერიას. მაისალუნის ბრძოლაში, ფრანგებმა მარტივად დაამარცხეს სირიის არმია და მოკლეს გენერალი ალ-აზმა. 1920 წლის 24 ივლისს, ამ დანაკარგებმა განაპირობა დამასკოს ალყა და დაპყრობა, ხოლო საფრანგეთის მანდატი სირიასა და ლიბანში ძალაში შევიდა ამ დროიდან მოყოლებული.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაფრანგულ ძალებთან დანებების შემდეგ, ფეისალი გააძევეს სირიიდან და 1920 წლის აგვისტოში იგი საცხოვრებლად წავიდა გაერთიანებულ სამეფოში. 1921 წლის აგვისტოში, მას შესთავაზეს ერაყის სამეფო ტახტი ბრიტანული მანდატის ფარგლებში.
1920 წლის 25 ივლისს, დამასკოს დაცემიდან ერთი დღის შემდეგ, ალადინ ალ-დრუბის ლიდერობით შეიქმნა საფრანგეთის მომხრე მთავრობა.[11]:37 1920 წლის 1 სექტემბერს, გენერალმა გოურომ სირიაში საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია რამდენიმე შედარებით პატარა სახელმწიფოდ დაჰყო, რათა საფრანგეთს ადვილად შესძლებოდა სირიის კონტროლი.
სამეფო, მიუხედავად ხანმოკლე და ხმაურიანი არსებობისა, მომავალში არაბთა განმათავისუფლებელი მოძრაობების უდიდესი შთაგონების წყარო გახდება. ამ ამბავს ხშირად მოყვებიან არაბი ხალხები, თუ როგორ დასაჯეს ისინი რევოლუციური გრძნობებისა და იმპერიულ ძალებთან დაპირისპირების გამო. სირიის სამეფოს დაცემის სიმბოლიზმი, ასევე, ღრმად ჩაიბეჭდა ევროპელების მიმართ უნდობლობაში. ევროპელები დანახული იყვნენ, როგორც ცრუ და მოძალადე პირები.
სირიის პოლიტიკა (1918–1920 წლები)
რედაქტირებამთავრობის მეთაურები
რედაქტირებასახელი | ვადის დაწყება | ვადის დასრულება | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|
მუჰამედ საიდ ალ-ჯაზაირი | 1918 წლის 30 სექტემბერი | 1918 წლის 30 სექტემბერი | |
ალი რიდა ფაშა ალ-რიკაბი | 1918 წლის 30 სექტემბერი | 1918 წლის 5 ოქტომბერი | |
ემირ ფეისალი | 1918 წლის 5 ოქტომბერი | 1920 წლის 8 მარტი |
მეფე
რედაქტირებასახელი | მეფობის დასაწყისი | მეფობის დასასრული |
---|---|---|
ფეისალი I | 1920 წლის 8 მარტი | 1920 წლის 28 ივლისი |
პრემიერ-მინისტრები
რედაქტირებასახელი | ვადის დაწყება | ვადის დასრულება | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|
ალი რიდა ფაშა ალ-რიკაბი | 1920 წლის 8 მარტი | 1920 წლის 3 მაისი | |
ჰაშიმ ალ-ათასი | 1920 წლის 3 მაისი | 1920 წლის 28 ივლისი |
გალერეა
რედაქტირება-
სირიის სამეფოს ჯარები მაისალუნში.
-
ფრანგული ნახატი, რომელიც აღნიშნავს დამასკოს აღებას 1920 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Zeine N. Zeine. Struggle for Arab Independence: Western Diplomacy and the Rise and Fall of Faisal's Kingdom in Syria. Caravan Books. Delmar, New York. 1977.
- ↑ 2.0 2.1 Tauber, Eliezer (13 September 2013). The Formation of Modern Iraq and Syria. Routledge, გვ. 30–. ISBN 978-1-135-20118-0.
- ↑ Kuhn, Anthony John (15 April 2011). „Broken Promises:The French Expulsion of Emir Feisal and the Failed Struggle for Syrian Independence“. Carnegie Mellon University/H&SS Senior Honors Thesis: 60. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2020. ციტირების თარიღი: 21 March 2018.
- ↑ Antonius, George (1938) The Arab Awakening: The Story of the Arab National Movement, Reprint, H. Hamilton, გვ. 104. ISBN 1626540861.
- ↑ Itamar Rabinovich, Symposium: The Greater-Syria Plan and the Palestine Problem in The Jerusalem Cathedra (1982), p. 262.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Efraim Karsh and Inari Karsh. Empires of the Sand: The Struggle for Mastery in the Middle East 1789–1923. Harvard University Press. Cambridge, Massachusetts. 1999.
- ↑ John D. Grainger (2013). The Battle for Syria, 1918–1920. Boydell Press. ISBN 978-1-84383-803-6.
- ↑ Ali A. Allawi (11 March 2014). Faisal I of Iraq. Yale University Press, გვ. 154–. ISBN 978-0-300-19936-9.
- ↑ US Dept of State; International Boundary Study, Jordan – Syria Boundary, No. 94 – December 30, 1969, Pg .10 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2009-05-08
- ↑ Rogan, Eugene (2012) The Arabs A History, 3rd, New York: Basic Books. ISBN 9780465032488.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 Eliezer Tauber. The Formation of Modern Syria and Iraq. Frank Cass and Co. Ltd. Portland, Oregon. 1995. ISBN 978-0-7146-4105-8.
- ↑ Antonius 1938, p. 439, appendix G.
- ↑ Elie Kedourie. England and the Middle East: The Destruction of the Ottoman Empire 1914–1921. Mansell Publishing Limited. London, England. 1987.