ჰუგო ჰუპერტი
ჰუგო ჰუპერტი (გერმ. Hugo Huppert; დ. 5 ივნისი, 1902, ბიალა-ბიელიცი, სილეზია — გ. 25 მარტი, 1982, ვენა) — ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი.
ჰუგო ჰუპერტი | |
---|---|
გერმ. Hugo Huppert | |
დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 1902[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | Bielsko |
გარდაცვალების თარიღი | 25 მარტი, 1982[1] [2] [3] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენა[1] |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი, მწერალი, სამხედრო, პროზაიკოსი და კრიტიკოსი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია ავსტრია-უნგრეთის იმპერია პოლონეთი სსრკ |
ალმა-მატერი | წითელი პროფესორების ინსტიტუტი |
ჟანრი | ესე და ნარკვევი |
ჯილდოები | გდრ-ის ეროვნული პრემია და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1921 წლიდან ავსტრიის კომპარტიის წევრი. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში, მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში, 1928-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტში, 1936 წლიდან ჟურნალ ინტერნაციონალური ლიტერატურის (გერმანული ფურცლები) მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1939-1941 წლებში იყო მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1944-1945 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1963 წელს აირჩიეს გდრ-ის ხელოვნების აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1964 წელს მიენიჭა ჰ. ჰაინეს პრემია, 1967 წელს გდრ-ის ეროვნული პრემია, 1969 წელს ავსტრიის რესპუბლიკამ მიანიჭა პროფესორის წოდება და დააჯილდოვა მეცნიერებისა და ხელოვნების საპატიო ჯვრით.
ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენში იგი პირველად ჩამოვიდა 1949 წელს და დაიწყო მზადება ვეფხისტყაოსნის სათარგმნელად, რომელიც დაასრულა 1954 წელს. წიგნი პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა“ (ილუსტრაციები ს. ქობულაძისა), მეორედ გამოიცა 1970 წელს (ილუსტრირებული ლ. ცუცქირიძის მიერ), მესამედ 1980 და მეოთხედ 1982 წლებში. საქართველოსადმია მიძღვნილი მისი ლირიკული კრებული ყარიბის ქართული არგანი. 1956 წლიდან ცხოვრობდა ვენაში. თანამშრომლობდა გდრ-ის ჟურნალებში, უმთავრესად „ველტბიუნეში“, სადაც აქვეყნებდა საქართველოსადმი მიძღვნილ წერილებს — „რეპორტიორის თვალით დანახული რუსთაველი“ (1956, №47), „ღირსპატივსაცემი თბილისი“ (1959, №2), რომლებიც შევიდა ჰუპერტის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში „წუთები და მომენტები“ (1978, გდრ). 1958 წლიდან ავსტრიის სხვადასხვა ქალაქებში კითხულობდა მოხსენებათა ციკლს საერთო სახელწოდებით „საქართველო — კალიფორნია შავი ზღვის პირას“. 1966 წელს მონაწილეობდა რუსთაველის საიუბილეო ზეიმში, გამოვიდა სიტყვით, მისი ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ „კომუნისტში“ (1966, 2 ოქტ.). ჰუპერტის სამწიგნიანი მემუარების მესამე წიგნში „ქიში ორეულს“ (1979) შევიდა მოგონებები საქართველოზე. მის ბოლო ლირიკულ კრებულში „ნიშნები ანუ სავსე მთვარე შეკვეთით“ (1981) ჩართულია ლექსი „კავკასიაში, ირაკლი აბაშიძის მოტივების მიხედვით“ (1979).
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1967).
ლიტერატურა
რედაქტირება- კაკაბაძე ნ., ჰუპერტი ჰუგო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 696–697.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118554905 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.