ჰუგო გელერტი (დ. 3 მაისი, 1892, ბუდაპეშტი — გ. 9 დეკემბერი, 1985) — უნგრული წარმოშობის ამერიკელი გრაფიკოსი და ფერმწერი. 1906 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში. სწავლობდა ნიუ-იორკის გამოყენებითი ხელოვნების სკოლაში. შექმნილი აქვს ჯონ რიდის, ლენინის და ვლადიმერ მაიაკოვსკის პორტრეტები, ასევე კარლ მარქსის „კაპიტალის“ ილუსტრაციები (60 ლითოგრაფია, 1936). მოხატა მეზღვაურთა პროფკავშირბების შენობა ნიუ-იორკში 1945-1947 წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება