ჰოშანგ ამინი
ჰოშანგ ამინი ან „ქანატის ჭების მოჩვენება“ (სპარს. هوشنگ امینی დ. 1936 – გ. დეკემბერი, 1963 ) — ირანელი სერიული მკვლელი და მძარცველი, რომელმაც ქალაქ ვარამინში 1954 წლიდან 1962 წლამდე მოკლა 67 ადამიანი, ზოგიერთი თანამზრახველების დახმარებით. მან მეტსახელი მსხვერპლთა გვამების ჭებში გადაგდებით მიიღო.
ჰოშანგ ამინი სერიული მკვლელი | |
---|---|
ნამდვილი სახელი | ჰოშანგ ამინი |
დაბ. თარიღი | 1936 |
დაბ. ადგილი | ირანი |
გარდაცვალების თარიღი | დეკემბერი, 1963 |
მეტსახელი | „ქანატის ჭების მოჩვენება“ |
დაპატიმრების თარიღი | 2008 |
წაყენებული ბრალდება | მკვლელობა |
განაჩენი | სიკვდილით დასჯა |
მსხვერპლის რაოდენობა | 67 |
დაპატიმრების შემდეგ, მან აღიარა თავისი დანაშაულის სრული მასშტაბი, ჩადენილის მიმართ არანაირ სინანულს არ გამოხატავდა. იგი სასამართლოზე გაასამართლეს, გაამტყუნეს და რამდენიმე თვის შემდეგ დახვრიტეს.
იგი არის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი ირანის ისტორიაში, რომელიც აღემატება აშღარ მკვლელსაც კი.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამცირე რამეა ცნობილი ამინის პირად ცხოვრებაზე. დაიბადა 1936 წელს ვარამინში, იგი იყო დიდი ოჯახის წევრი, მამამ გარკვეული დროის შემდეგ დატოვა ოჯახი. ჰოშანგი გაიზარდა სიღარიბეში და ოჯახის სხვა წევრები სცემდნენ.
ზრდასრული ასაკში, დარჩა დაუქორწინებელი და უმუშევარი, მაგრამ სიამოვნებდა ფარვიზ იაჰაღის კომპოზიციები და ჰაფეზის ლექსები.[1] რაღაც მომენტში მას განუვითარდა აკვიატება „სამყაროს კორუფციისგან განთავისუფლებით“ და მოგვიანებით ინტერვიუებში ამტკიცებდა, რომ აშღარ მკვლელის შთაგონებით დაიწყო ხალხის დახოცვა. დანაშაულის დროს ის სწავლობდა სატვირთო მანქანის შეგირდად და ცნობილი იყო ვარამინში როგორც მოვაჭრეების გამომძალველი.[2]
მკვლელობები
რედაქტირებაამინის modus operandi შედგებოდა იმ პრაქტიკულად დაუცველი ახალგაზრდა ბიჭების შერჩევისაგან (თუმცა მან ასევე მოკლა სრულწლოვანი კაცები და ქალები) ვარამინის ქუჩებში, რომლებსაც იგი იტაცებდა ან მიჰყავდა იზოლირებულ ადგილებში. შეუმჩნეველ ადგილებში იგი უბამდა მსხვერპლს ხელებს და იწყებდა მის გაუპატიურებას და წამებას, საბოლოო ჯამში კი ახრჩობდა. შემდეგ, იგი ჩეხავდა მსხვერპლს დანით და ჩვეულებრივ ყრიდა გვამს მახლობელ ჭაში.
პირველი ცნობილი მკვლელობა ჩაიდინა 1954 წლის მარტში, შემდეგ კი უთავო გვამი იპოვნეს სარწყავ არხში ნემათაბადში.[3] ერთი თვის შემდეგ დოლათაბადში იპოვნეს ახალგაზრდა ქალის გვამი მსგავს გარემოებებში. ასეთი საშინელი დანაშაული გრძელდებოდა ვარამინში და მის შემოგარენში რამდენიმე წლის განმავლობაში, მსგავსი მკვლელობები გამოვლინდა სხვა ადგილებშიც.[3] ზოგჯერ მას ეხმარებოდნენ თანამზრახველებიც - ერთხელ ამინი და რამდენიმე სხვა მეგობარი დაითრო, გაიტაცეს ახალგაზრდა ბიჭი და რიგრიგობით აუპატიურებდნენ და კუნთებს აჭრიდნენ, საბოლოო ჯამში კი მოკლეს.[1]
ამბავი დანაშაულებზე გახდა ეროვნული სიახლე 1960-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ცნობილი გერმანელი მამაკაცის გვამი იპოვეს ადგილობრივ სასაფლაოზე მესქარაბადში, იმავე მდგომარეობაში, როგორც წინა მსხვერპლები.[4] პოლიციამ ვერ შეეძლო რაიმე მტკიცებულების შეგროვება, საიდანაც წარმოიშვა უამრავი თეორია, ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ იგი შესაძლოა იყო ჰიპნოზირებული. მოკლე ხანში კი გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ქალაქში გამოჩნდა ბავშვების მჭამელი კაცი-კანიბალი, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში პანიკა იმ ზრდადი სიხშირის გამო, თუ რა სიხშირით ქრებოდნენ ახალგაზრდა ბიჭები. ზოგი მსხვერპლი ვერ იპოვეს.[4]
ბოლო ცნობილი მსხვერპლი იპოვეს 1962 წელს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომელი დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა, რომ წააწყდა სისხლის კვალს, რომელიც მიდიოდა მახლობელ ჭამდე. გამოძიების შემდეგ, პოლიციელებმა იპოვეს ორი ახალგაზრდა ბიჭის გვამი, რომლებსაც ხელები ჰქონდათ დაბმული ზურგს უკან და იყვნენ უთავოები. მათ დაადგინეს, რომ მსხვერპლები იყვნენ ადგილობრივი ბილეთის გამყიდველები, რომლებიც წინა დღეებში გაქრნენ.[4]
დაპატიმრება, სასამართლო პროცესი და აღიარებები
რედაქტირებაარსებობს სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ დააპატიმრეს ამინი. ერთ ვერსიაში, ნოვრუზის დღეს, პოლიციამ შენიშნა ახალგაზრდა მაწანწალა ჭის გვერდით, რომელიც საეჭვოდ მოქმედებდა. ვარაუდით, რომ იგი შეიძლება ყოფილიყო დანაშაულების თანამზრახველი, იგი დააკავეს და დაკითხეს. მან თქვა რომ მისი სახელი იყო ჰოშანგ ამინი, მაგრამ კატეგორიულად უარყო მკვლელობებში მონაწილეობა.[4] თუმცა, მან მოითხოვა გასაუბრება ჟურნალისტთან, რომელთანაც მაშინვე აღიარა რამდენიმე ბავშვისა და გერმანელი მამაკაცის მკვლელობა.
სხვა ვერსიით, ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თეირანში დააპატიმრა კაცი სახელად ჰამიდი ველოსიპედის ქურდობისთვის, რომელმაც მისცა მათ ამინის მისამართი, იმის მტკიცებით, რომ იგი იყო თანამზრახველი.[2] თუმცა, როდესაც მივიდნენ სახლში იგი იქ არ იყო. პოლიციამ გააგრძელა მისი ძებნა, საბოლოო ჯამში გაიგო, რომ იგი იყო მთავარი ეჭვმიტანილი მკვლელობებში და საბოლოო ჯამში დააპატიმრა თავის და-ძმის სახლში, სადაც დამალული იყო ჩანთაში.[2]
იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მიაწოდა დაკავებულმა პირმა, პოლიციამ შეძლო დამატებითი გვამების აღმოჩენა და გერმანელი ერნს ლანგეს იდენტიფიცირება, რომელიც იყო ეკონომიკური კონსულტანტი. დაკითხვისას, ამინმა განაცხადა, რომ ლანგეს წააწყდა თეირანში, რის შემდეგაც მოიტაცა, წაიყვანა მესქარაბადში, გაძარცვა და გადააგდო ჭაში. შემდეგი ინტერვიუებისას, ამინმა აღიარა სულ 67 მკვლელობა, მათ შორის რამდენიმე ჩრდილოეთ ირანში.[4]
დაპატიმრებამ გამოიწვია მედიის აჟიოტაჟი. იგი გამოირჩეოდა აშლილობით, უსიამოვნო სუნითა და სპეციალური თექის ქუდის ტარებით, რისთვისაც ზოგიერთმა გაზეთმა მას მეტსახელად „თექის ქუდის მკვლელი“ უწოდა.[4] ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამინმა განაცხადა, რომ შთაგონებული იყო აშღარ მკვლელის მიერ, რომელსაც ასევე სურდა საზოგადოებისგან გაეთავისუფლებინა ადამიანები, რომლებსაც იგი თვლიდა კორუმპირებულებად. მისი დანაშაულების გამჟღავნების შემდეგ, იგი საჯაროდ გააძევეს საკუთარი ოჯახიდან, რომლის თითქმის ყველა წევრმა უარი თქვა მასთან ნებისმიერ ურთიერთობაზე მისი სასამართლო პროცესისა და შემდგომი პატიმრობის დროს.[4]
მოკლე სასამართლო პროცესის შემდეგ, ამინი დამნაშავედ ცნეს ყველა ბრალდებაში და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში, მას ეწვია უფროსი ძმა, რომელმაც გაკიცხა იგი საშინელი დანაშაულებისთვის. დანაშაულის სიმძიმემ მიიპყრო ამინის ერთ-ერთი კერპის, ფარვიზ იაჰაგის ყურადღება, რომელიც აგრძელებდა მასთან ინტერვიუს ჩაწერას კასეტაზე ციხეში ხუთი ცალკეული ვიზიტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მან გააცენზურა დანაშაულის უმეტესი საშინელი დეტალები, იაჰაღის ინტერვიუები აკრძალეს, იმის გამო, რომ ზრუნავდა მსხვერპლთა ოჯახის წევრებზე.[4] ამინმა შემდეგ თქვა, რომ სურდა, რომ მისი ბოლო სტუმარი ყოფილიყო იაჰაღი, რომელსაც იგი მიიჩნევდა მეგობრად.[5]
დახვრეტა
რედაქტირება1963 წლის დეკემბერში ამინი საჯაროდ ჩამოახრჩეს ტუპხანეში, სხვა მკვლელთან, საფარ ალი რაჰიმთან ერთად. ღონისძიებას ესწრებოდა უამრავი მაყურებელი ვარამინიდან და თეირანიდანაც კი.[3] დახვრეტამდე, მას ჰქონდა ნება ეღიღინა ჰაფეზის ლექსი და ბოლო წუთებში, სანამ იატაკი გაიხსნებოდა, მან ორ ჟურნალისტს უთხრა: „ჩემი მოკვლა არაფერს გადაჭრის. იპოვეთ მიზეზი. თქვენ გყავთ ბევრი ექიმი. თეირანში 3 000 ადამიანი მგავს მე. მე არ მეშინია.“[1]
დახვრეტის შემდეგ, მისი სურვილისამებრ, მისი გვამი გადაეცა უფროს ძმას, რომელმაც შემდეგ დაკრძალა გაურკვეველ ადგილზე.[4]
მედიაში და კულტურაში
რედაქტირება2015 წელს ცნობილმა აქტორმა და ფილმის რეჟისორმა ზაქარია ჰაშემმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „ბოლო დახვრეტა“, რომელიც იყო აღწერა ამინის დანაშაულების ნაწილობრივი აღწერა.[1] ჰაშემმა წიგნის დაწერა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც საჩუქრად მიიღო კასეტა სადაც ჩაწერილი იყო ამინის ინტერვიუ.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Elahe Khoshnam (September 10, 2015). „قاتل غزلخوان در 'آخرین اعدام'؛ گفتوگو با زکریا هاشمی“ [Ghazal Khan's killer in 'The Last Execution'; Interview with Zakaria Hashemi]. BBC (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 10, 2015.
- ↑ 2.0 2.1 2.2 „هوشنگ امینی چگونه ۲۳نفر را در ورامین سر برید؟“ [How did Hoshang Amini manage to kill 23 people in Varamin?]. Bartarinha.ir (სპარსული). November 10, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 6, 2024.
- ↑ 3.0 3.1 3.2 „هوشنگ وراميني مردي خطرناكتر از اصغر قاتل“ [Hoshang Amini is a more dangerous man than Asghar the Murderer]. Etemad (სპარსული). 2024.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 „هوشنگ ورامینی قاتل سریالی با 67 جنایت“ [Hoshang Amini, a serial killer with 67 murders]. Jenayi (სპარსული). November 24, 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 6, 2024.
- ↑ „داستان آخرین سفر تفریحی یک قاتل مخوف“ [The story of the last pleasure trip of a terrible killer]. Fararu (სპარსული). December 5, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2024.