ჰორ აჰაეგვიპტის ფარაონი I დინასტიიდან ძვ. წ. XXX საუკუნეში.

ქაშანურის ჭურჭელი, აჰას სახელით, ბრიტანეთის მუზეუმის ექსპონატი.

გვიანდელი წყაროები აჰას მინას სახელით იცნობენ და მის მმართველობას უკავშირებენ ქვეყნის გაერთიანებას — ზემო ეგვიპტის მიერ ქვემო ეგვიპტის დაპყრობას. თუმცა ეს გაერთიანება რამდენიმე თაობის წინ მოხდა. სამაგიეროდ, მეორე ქმედება, რომელსაც აჰას აწერენ მართლა მას ეკუთვნის - ეგვიპტის პირველი დედაქალაქის მემფისის დაარსება. ჰეროდოტეს თანახმად, აჰამ დამბის მეშვეობით ნილოსის დინება შეცვალა და ძველი კალაპოტის ადგილზე ააშენა ქალაქი. ეს მოვლენა გახდა შთამომავლებისთვის პირველი დინასტიის მმართველობის დასაწყისი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6