ვლადიმირ ჰოროვიცი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოროვიცი, ვლადიმერ)
ვლადიმირ ჰოროვიცი (უკრ. Володи́мир Самiйло́вич Го́ровиць; დ. 1 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი], 1903, კიევი — გ. 5 ნოემბერი, 1989, ნიუ-იორკი) — უკრაინული წარმოშობის ამერიკელი პიანისტი და კომპოზიტორი. სწავლობდა კიევის კონსერვატორიაში ვლადიმერ პუხალსკისა და სერგეი ტარნოვსკისთან. 1925 წლიდან ემიგრირებული იყო ევროპაში, ხოლო 1928 წლიდან დასახლდა აშშ-ში. მისი შესრულება გამოირჩეოდა სტიქიური დინამიურობითა და განსაკუთრებული ვირტუოზულობით. სახელი გაითქვა პეტრე ჩაიკოვსკის, სერგეი რახმანინოვის, სერგეი პროკოფიევის კონცერტების, ფერენც ლისტის ნაწარმოებებისა და მისი ვირტუოზული ტრანსკრიფციების შესრულებით. მიღებული აქვს გრემის 24 ჯილდო. ვლადიმირ ჰოროვიცი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტია.
ვლადიმირ ჰოროვიცი | |
---|---|
ვლადიმირ ჰოროვიცი | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 სექტემბერი/1 ოქტომბერი 1903 |
დაბ. ადგილი | კიევი |
გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი 1989 |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[1] |
დასაფლავებულია | მილანის მონუმენტური სასაფლაო[2] |
საქმიანობა | პიანისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
მეუღლე | ვანდა ტოსკანინი-ჰოროვიცი |
ხელმოწერა | |
ვლადიმირ ჰოროვიცი ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმირ ჰოროვიცი (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცის საიტი დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცი — ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ვლადიმირ ჰოროვიცის ბიოგრაფია დაარქივებული 2014-04-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118892509 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.