ჰორმიზდ I
ჰორმიზდ I (სპარს. هرمز یکم; გ. ივნისი, 271) — სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი 270 წლის მაისიდან 271 წლის ივნისის ჩათვლით, შაპურ I-ის ძე.
ჰორმიზდ I | |
---|---|
هرمز یکم | |
სასანიდური ირანის მე-3 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 270 |
მმართ. დასასრული: | 271 |
წინამორბედი: | შაპურ I |
მემკვიდრე: | ბაჰრამ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ივნისი 271 |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ I |
დედა: | ღურძადი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
კირილ თუმანოვის ცნობით, ჰორმიზდი მამამისის მმართველობის პერიოდში, სომხეთის გამგებლად იყო დანიშნული. მცირე ცნობები მოიპოვება მისი მეფობის შესახებ. სპარსელი ისტორიკოსების გადმოცემით, ის მამისა და ბაბუის მსგავსად, (შაპურ I და არდაშირ I) გამოირჩეოდა სამართლიანობით. მისი მმართველობის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც თავდაპირველად ჰორმიზდის სახელს ატარებდა. ჰორმიზდმა 271 წელს წარმატებით ილაშქრა სოგდიანაში, საიდანაც დაბრუნებული ქტესიფონში გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ, ბაჰრამ I-მა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
- Shapur Shahbazi, A. (2005). „SASANIAN DYNASTY“. Encyclopaedia Iranica, Online Edition. ციტირების თარიღი: 18 March 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)