ჰორას უორდ მარტინ ტავარეს სილვერი (ინგლ. Horace Ward Martin Tavares Silver; დ. 2 სექტემბერი, 1928 — გ. 18 ივნისი, 2014) — ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი, კონკრეტულად, ჰარდ-ბოპის სტილში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1950-იან წლებში თავად იყო.

ჰორას სილვერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 სექტემბერი, 1928(1928-09-02)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი Norwalk[5]
გარდ. თარიღი 18 ივნისი, 2014(2014-06-18)[1] [2] [4] (85 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-როშელი[6]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[5]
საიტი horacesilver.com
ჰორას სილვერი ვიკისაწყობში

ჰორას სილვერი ტენორ-საქსაფონსა და ფორტეპიანოზე უკრავდა სკოლაში, კონექტიკუტში. სილვერმა ფორტეპიანოზე დაკვრას ცოტა ხნით თავი დაანება, რადგან 1950 წელს მისი ტრიო დაიქირავა სტან გეტსმა. სილვერი მალევე გადავიდა ნიუიორკში, სადაც მას ჩამოუყალიბდა კომპოზიტორის რეპუტაცია. 1950-იანი წლების შუალედში, სილვერს თავისი ხშირი ჩანაწერები დაეხმარა წინსვლაში. მაგრამ, მისმა შემოქმედებამ ყველაზე დიდი აღიარება, ბენდ ჯაზ მესენჯერებთან მუშაობის დროს მოიპოვა, რომლის ხელმძღვანელიც არტ ბლეიკი იყო. მათ ალბომში, ''ჰორას სილვერი და ჯაზ მესენჯერები'' შევიდა ჰორას სილვერის პირველი ჰიტი "The Preacher". 1956 წელს სილვერმა დატოვა ჯაზ მესენჯერები და ჩამოაყალიბა საკუთარი კვინტეტი, რომელშიც შედიოდა ტენორ-საქსაფონი, საყვირი, ფორტეპიანო, ბასი და დასარტყამები. მოგვიანებით, სწორედ ამ ინსტრუმენტებით ყალიბდებოდა პატარა სტანდარტული ჯგუფები. მათმა საჯარო შესრულებებმა და ხშირმა ჩანაწერებმა blue note records -ისთვის გაზარდა ჰორასის პოპულარობა. მათი ყველაზე წარმატებული ალბომი იყო song for my father, რომელიც კვინტეტმა ორჯერ 1963 და 1964 წლებში ჩაწერა.

1970-იანი წლების დასაწყისში, სილვერმა დაშალა კვინტეტი, რადგან უფრო მეტი დროის გატარება სურდა თავის მეუღლესთან და სრული კონცენტრაცია მოახდინა საკუთარ საკომპოზიციო შემოქმედებაზე. მან თავისი მუსიკისთვის ტექსტების წერა დაიწყო და დაინტერესდა სპირიტუალიზმით. ამ ორი კომპონენტის ერთმანეთთან შერწყმამ გამოიწვია წარუმატებელი ჩანაწერების სერია, როგორიცაა The United States of Mind. ჰორასმა, 28 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა Blue Note Records და შექმნა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია. 1980 წლიდან ჰორასმა ისევ დაიწყო ტურებში სიარული. სანამ ჰორას სილვერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შემოქმედებას თავს დაანებებდა, 1993 წელს ითანამშრომლა Major Records-თან და ხუთი ალბომი ჩაწერა.

როგორც შემსრულებელმა, სილვერმა ბიბოპიდან გადაინაცვლა ჰარდ-ბოპში მელოდიაზე ყურადღების გამახვილებით და არა გართულებული ჰარმონიის ხარჯზე. იგი მარჯვენა ხელით ასრულებდა მკაფიო, ხშირად იუმორისტული ხასიათის მელოდიურ ხაზებს, მარცხენა ხელის მუქი შეფერილობის ბგერებისა და აკორდების გამეორებადი თანხლებით. მისი კომპოზიციები გამოირჩევა მიმზიდველი მელოდიებით და დისონანსებით შემკული აკორდიკით. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარიდან მთავარი თემა, მათ შორის "Doodlin", "Peace", "Sister Sadie", ჯაზსტანდარტად იქცა და დღემდე ხშირად სრულდება. მისი მემკვიდრეობა ზეგავლენას ახდენდა როგროც სხვა პიანისტებზე და კომპოზიტორებზე, ასევე მისი ბენდის წევრებზეც, რომლებიც 4 ათწლეულის განმავლობაში პერიოდულად თანამშრომლობდნენ მასთან.

ადრეული წლები

რედაქტირება

სილვერი დაიბადა 1928 წლის 2 სექტემბერს, ნორვალკში, კონექტიკუტში. დედა, გერტრუდი, კონექტიკუტიდან იყო, ხოლო მამა დაიბადა Maio, Cape Verde-ს კუნძულზე და ახალგაზრდობაში წამოვიდა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად.[7][note 1] სილვერის დედა მოახლე იყო და ასევე საეკლესიო გუნდში მღეროდა. მამა კი ერთ-ერთ საბურავების კომპანიაში მუშაობდა[9]. ჰორასს, დედამისის პირველი ქორწინებიდან, თავისზე უფროსი ნახევარძმა ჰყავდა, იუჯინ ფლეტჩერი. თვითონ კი მშობლების მესამე შვილი იყო, მანამდე ჰყავდათ, ჯონი, რომელმაც ექვს თვემდე იცოცხლა და მარია, რომელიც მკვდარი დაიბადა.[10]

სილვერმა ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვობიდანვე დაიწყო და კლასიკური მუსიკის გაკვეთილებიც ჰქონდა.[11] მამამ Cape Verde-ს ხალხური მუსიკა შეასწავლა.[12] ჰორასმა, 11 წლის ასაკში ჯიმი ლანსფორდის ორკესტრის მოსმენის შემდეგ, გადაწყვიტა მუსიკოსი გამხდარიყო.[13] ჰორასის შესრულების მანერაზე ზეგავლენა მოახდინა ბუგი-ვუგიმ და ბლუსმა. ისევე, როგორც შემდეგმა პიანისტებმა: Nat King Cole, Thelonious Monk, Bud Powell, Art Tatum, და Teddy Wilson და ვალტორნაზე დამკვრელმა ჯაზმენებმა.[14]

სილვერმა, 1943 წელს დაამთავრა წმინდა მარიას გრამატიკული სკოლა.[15] მეცხრე კლასიდან უკრავდა ლესტერ იანგის ორკესტრში, რომელიც იყო ტენორ-საქსაფონისტი ნორვალკის სკოლაში.[16] იგი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უკრავდა სხვადასხვა კლუბებში ტენორ-საქსაფონსა და ფორტეპიანოზე.[17] მას სამხედრო სამსახურზე უარი უთხრეს, გამგეობის შემოწმების საფუძველზე, რამაც დაასკვნა რომ მას ზედმეტად მობრუნებული ხერხემალი ჰქონდა[18], რაც ასევე ზეგავლენას ახდენდა საქსაფონზე დაკვრაზე.[19] 1946 წელს ჰორასი გადავიდა ჰარდფორდში, სადაც მუშაობდა ერთ-ერთ ღამის კლუბში, პიანისტად.[20]

შემდგომი წლები და კარიერა

რედაქტირება

1950-55

სილევრის წარმატება დაიწყო 1950 წელს, როდესაც მისი ტრიო შეამჩნია საქსაფონისტმა, სტან გეტსმა, ჰარტფორდის ერთ-ერთ კლუბში. გეტს მოეწონა სილვერის ბენდი, დაიქირავა და მასთან ერთად ტურში წაიყვანა.[21] სილვერს პირველი კვარტეტის ალბომიც ზუსტად საქსაფონისტმა, სტან გეტსმა, ჩააწერინა 1950 წლის დეკემბერში.[22] დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი სილვერი გეტსის ბენდში მოეწყო, პიანისტად და ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად.[23] იქ, სილვერი დამოუკიდებლად მუშაობდა და მალევე მოიხვეჭა წარმატებული პიანისტის, კომპოზიტორის და ბლუზის შემსრულებლის სახელი.[24][25] სილვერი ცოტახანს მუშაობდა ტენორ-საქსაფონისტთან, ლესტერ იანგთან და კოლმენ ჰოკინსთან.[26] სანამ გაიცნობდა ალტისტ, ლუი დონალდსონს, რომლისგანაც შეისწავლა ბიბოპი.[27] 1952 წელს, დონალდსონმა თავისი პირველი ალბომი ჩაწერა Blue Note Records-ში, სადაც სილვერი ფორტეპიანოზე უკრავდა, ჯინ რამი ბასზე და არტ ტეილორი დრამზე.[27] ამავე წელს იყო დაგეგმილი, Blue Note Records-ში ახალი ალბომის ჩაწერა, სადაც არტ ბლეიკი ჩაანაცვლებდა არტ ტეილორს, მაგრამ საქსაფონისტმა უკან დაიხია და სტუდიის დირექტორმა, ალფრედ ლაიონმა, სილვერსა და მის ტრიოს შესთავაზა მათთან თანამშრომლობა.[28] ჩაწერილი ტრეკების უმეტესობა სილვერის კომპოზიციები იყო.[29] ამის შემდეგ კი, სილვერი Blue Note Records-თან 28 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ლიდერი.[30]

სილვერი, სხვა ბენდებთანაც თანამშრომლობდა და ეხმარებოდა მათ ალბომების ჩაწერაში. 1953 წელს, იგი პიანისტი იყო სონი სტიტის, ჰოვარდ მაკგისა და ალ ქონის ბენდის ჩაწერაზე. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო შემდეგი არტისტების ალბომების ჩაწერაში: არტ ფარმერი, მაილზ დევისი, მილტ ჯექსონი და სხვები.[31] 1954 წელს სილვერმა მოიგო Down Beat Critics-ის "ახალი ვარსკვლავი პიანისტი"-ს ჯილდო[32] და პირველად გამოვიდა Newport Jazz Festival-ზე, ჯონ ლევის შემცვლელად Modern Jazz Quartet-ში.[33] 1950 წლის ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რომ სილვერი პიანისტ Bud Powell-ის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული, რაც შემდეგ წლებში შეიცვალა.[34]

ნიუ იორკში, სილვერმა და ბლეიკმა ერთად ჩამოაყალიბეს The Jazz Messengers, და ერთად მართავდნენ ჯგუფს, რომელმაც სხვადასხვა ლიდერების და სახელების ქვეშ ბევრი ალბომი ჩაწერა.[35] 1954 წლის დასასრულსა და 1955 წლის დასაწყისში მათ, ჰანკ მობლისთან (ტენორ-საქსაფონი), კენი დორჰამთან (საყვირი) და დაგ ვოტკინსთან (ბასი) ერთად ჩაწერეს პირველი ორი ათ-ინჩიანი ალბომი.[36] ამის შემდეგ, ამლევე თორმეტ-ინჩიანი Horace Silver and The Jazz Messengers ალბომი.[37] ამ ალბომში შევიდა სილვერის პირველი ჰიტი "The Preacher".[38] ამავე დროს გამოვიდა სილვერის კონცერტის ჩანაწერები, რომელშიც შედიოდა: 1954 წლის Birdland-ის კვინტეტის კონცერტი და 1955 წლის Cafe Bohemia-ს კონცერტი.[39] ეს ჩანაწერები საყრდენი გახდა ჰარდ-ბოპის[40] ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც გაერთიანებული იყო ბლუზის, გოსპელისა და რითმ-ენ-ბლუზის ელემენტები, ბიბოპის ჰარმონიითა და რიტმით.[41] ახალი, ფანკ-ჰარდ-ბოპი ძალიან პოპულარული და გაყიდვავი იყო,[42] სწორედ ამან გამოიწვია Blue Note-ის წარმატებაც.

1956 წლის მაისში, სილვერმა ბოლოჯერ იმუშავა Jazz Messengers-თან.[43] ამავე წელს, სილვერმა დატოვა ბლეიკი წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის მერე[44][45], ჯგუფში გაოყენებული ჰეროინის გამო[46], რადგან მას არ სურდა ამ ამბავში გახვეულიყო[47]. წასვლის შემდეგ, მალევე სილვერმა მიიღო სხვადასხვა კლუბებისგან შემოთავაზებები, რადგან ყველას მოსწონდა მისი ალბომები, და სილვერმა ჩამოაყალიბა საკუთარი კვინტეტი[48]. თავდაპირველად კვინტეტის შემადგენლობაში იყვნენ: მობლი (ტენორ-საქსაფონი), ფარმერი (საყვირი), ვოტკინსი (ბასი) და ლუის ჰეისი ( დასარტყამები)[48]. კვინტეტი, სხვადასხვა შემადგენლობით, განაგრძობდა სტუდიურ მუშაობას, რაც სილვერს ეხმარებოდა თავისი სახელის ჩამოყალიბებაში.[49] სილვერი წერდა თითქმის ყველა საკრავისთვის და კონცერტზე გულშემატკივრების გულებს თავისი ხასიათით და ქცევით იგებდა.[50]

1955-56-57 წლებში სილვერმა ძალიან ბევრ ბენდთან ითანამშრომლა და დაეხმარა მათ ჩაწერებში. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარ ბენდზე მოეხდინა სრული კონცენტრაცია[51][52]. 1950 წლის დასასრულს ბენდი შედგებოდა შემდეგი მუსიკოსებისგან: ჯუნიორ ქუქი (ტენორ-საქსაფონი), ბლუ მიშელი (საყვირი), ჯინ ტეილორი (ბასი) და ან ჰეიესი ან როი ბრუკსი (დასარტყამი). 1959 წელს მათ ჩაწერეს თავიანთი პირველი ალბომი "Finger Poppin".[53] 1962 წელს სილვერი იაპონიაში იყო ტურზე[54][55], რამაც განაპირობა მათი ახალი ალბომის, "The Tokyo Blues", ჩაწერა მოგვიანებით იმავე წელს.[56] 1960-იანი წლების დასაწყისში, სილვერის ბენდი დიდ ზეგავლენას ახდენდა სხვადასხვა ბენდებზე და ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბენდად, რომლებიც ჯაზ-კლუბებში მოღვაწეობდნენ.[57] მათ ასევე გამოუშვეს სინგლები : "Blowin' the Blues away", "juicy lucy" და "Sister Sadie" ჯუბოქსისა და Radio play-სთვის[58][59]. 1963 წელს ჩაწერე ბოლო ალბომი სახელად "Silver's Serenade".[60]

შენიშვნები

რედაქტირება
  1. This account of his father's early life is widely reported. The U.S. census of 1930 gives his name as "John M. Silva" and his birthplace as "Porto [Puerto] Rico".[8]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.
  6. Freebase Data DumpsGoogle.
  7. Silver 2006, pp. 1–2.
  8. John M Silva – United States Census, 1930. FamilySearch. ციტირების თარიღი: January 5, 2016
  9. Silver 2006, p. 2.
  10. Silver 2006, pp. 2–3.
  11. Silver 2006, pp. 8–9.
  12. Gallo, Phil (June 19, 2014). „Horace Silver Dies: Hard Bop Jazz Icon Dead at 85“. Billboard.
  13. Silver 2006, pp. 12–13.
  14. Silver 2006, p. 51.
  15. Silver 2006, p. 121c.
  16. Silver 2006, pp. 18–19.
  17. Silver 2006, pp. 18–20.
  18. Morgenstern, Dan (July 1960). „The Rumors and the Facts“. Down Beat. Reproduced at The Hardbop Homepage.
  19. Cook 2003, p. 54.
  20. Silver 2006, pp. 22–23.
  21. Atkins, Ronald (June 19, 2014). „Horace Silver Obituary“. The Guardian.
  22. Silver 2006, p. 197.
  23. Silver 2006, pp. 45–46.
  24. Silver 2006, p. 46.
  25. Shipton 2001, pp. 669–671.
  26. McDonough, John (September 2014). „Horace Silver“. Down Beat. 81 (9): 49.
  27. 27.0 27.1 Shipton 2001, p. 670.
  28. Shipton 2001, pp. 489, 670.
  29. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Guardian2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  30. McDonough, John (September 2014). „Horace Silver“. Down Beat. 81 (9): 49.
  31. Silver 2006, pp. 202–207.
  32. Silver 2006, p. 147.
  33. „Newport Jazz Festival: 60 Years Young“. Down Beat. ივლისი 29, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2015.
  34. Owens 1996, p. 153.
  35. Shipton 2001, pp. 673, 679.
  36. Shipton 2001, pp. 672–673.
  37. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Guardian3 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  38. Chilton, Martin (June 19, 2014). „Horace Silver, Pioneer of Jazz Hard Bop, Dies at 85“. The Daily Telegraph.
  39. Cook & Morton 2008, pp. 132–133, 1298–1299.
  40. Shipton 2001, p. 679.
  41. Stewart, Jocelyn Y. (June 18, 2014). „Horace Silver Dies at 85; Pioneering Jazz Pianist and Composer“. Los Angeles Times.
  42. Shipton 2001, pp. 671, 674.
  43. Shipton 2001, p. 680.
  44. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის LAT2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  45. „Art Blakey, Horace Silver Now at the PAD“. New York Amsterdam News. December 29, 1956. p. 2.
  46. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Guardian4 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  47. Lees, Gene (1994). Cats of Any Color: Jazz Black and White. Oxford University Press, გვ. 85. ISBN 978-0-19-508448-1. 
  48. 48.0 48.1 Silver 2006, pp. 90–91.
  49. Myers, Marc. (June 19, 2014) Horace Silver (1928–2014). JazzWax.
  50. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Guardian5 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  51. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის DB143 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  52. Silver 2006, pp. 207–218.
  53. Huey, Steve. Horace Silver Quintet – Finger Poppin' with the Horace Silver Quintet. ციტირების თარიღი: December 19, 2015
  54. „Horace Silver Will Tour Japan Starting on Jan. 1“. Chicago Daily Defender. November 27, 1961. p. 16.
  55. „Silver at Jazz Gallery“. Pittsburgh Courier. February 17, 1962. p. A19.
  56. Cook & Morton 2008, p. 1299.
  57. Keepnews, Peter (June 18, 2014). „Horace Silver, 85, Master of Earthy Jazz, Is Dead“. The New York Times.
  58. Shipton 2001, pp. 681–682.
  59. Jurek, Thom. Blue Note Records Catalog: 45 rpm 1700 Series. AllMusic. ციტირების თარიღი: January 6, 2015
  60. Jurek, Thom. Horace Silver – Silver's Serenade. ციტირების თარიღი: December 19, 2015