ჰოლკონდის სასულთნო

(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლკონდა)

ჰოლკონდის სასულთნო — ცენტრალური ინდოეთის ერთ-ერთი მუსლიმური სასულთნო. წარმოიქმნა 1518 წელს. სასულთნოს სათავეში იდგა კუტბ შაჰის დინასტია, რომელიც ყარა-ყოინლუს თურქმანი ტომებიდან მოდის. სასულთნოს დედაქალაქი კარგად გამაგრებული ქალაქი ჰოლკონდა

ჰოლკონდას სულთნების სასახლე
ჰოლკონდის ტრიუმფალური ჭიშკარი

ჰოლკონდის სასულთნო თავისი აყვავების პერიოდში მოიცავდა ტერიტორიებს მდინარეებს — გოდავარსა და კრიშნას შორის თვით ბენგალის ყურემდე. უმდიდრესი ალმასის საბადოების წყალობით, რომლითაც მთელი აზია მარაგდებოდა, ჰოლკონდის სულთნებმა შეძლეს უდიდესი არმიის შექმნა. ჰოლკონდის შახტებში იქნა მოპოვებული ცნობილი ქვები — კოჰინური და იაკობის ალმასი.

საბადოების მარაგის ამოწურვის შემდეგ ჰოლკონდის კეთილდღეობა შემცირდა. 1687 წელს სასულთნო დაიპყრო იმპერატორმა აურანგზებმა. მისი სიკვდილის შემდეგ ჰოლკონდა გამოეყო დიდ მოგოლთა იმპერიას და ჩამოყალიბდა ჰაიდარაბადის სამთავროდ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება