ჰაიდარაბადის სამთავრო
ჰაიდარაბადის სამთავრო — 1724-1950 წლებში ერთ-ერთი დიდი სამთავრო ინდოეთში, 1950-1956 წლებში შტატი.
აღმოცენდა დიდი მოგოლების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ. 1724 წელს მოგოლთა სამფლობელოების ბიჯაპურისა და გოლკონდის ნაცვალმა თავი დამოუკიდებელ გამგებლად გამოაცხადა. 1798 წელს იგი იძულებული შეიქმნა დაედო „სუბსიდიური“ ხელშეკრულება ოსტინდოეთის კომპანიასთან, რომლის თანახმადაც სამთავრომ თავდაცვამ, თავდაცვის დამოუკიდებელი დიპლომატიური კავშირურთიერთობის უფლებები დაკარგა. სამთავროში დაინიშნა ინგლისის რეზიდენტი. 1947 წელს ინდოეთის კავშირში შევიდა. კონსტიტუციის თანახმად, 1950 წელს ჰაიდარაბადის სამთავრო გარდაიქმნა შტატად. 1956 წელს ადმინისტრაციული რეფორმით შტატი გაუქმდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 588-589.