ნათანიელ ჰოთორნი
ნათანიელ ჰოთორნი (ინგლ. Nathaniel Hawthorne; დ. 4 ივლისი, 1804 — გ. 19 მაისი, 1864) — ამერიკელი რომანისტი, ბნელი რომანტიზმის წარმომადგენელი.
ნათანიელ ჰოთორნი | |
---|---|
ინგლ. Nathaniel Hawthorne | |
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1804[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | სეილემი |
გარდაცვალების თარიღი | 19 მაისი, 1864[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პლიმუთი |
დასაფლავებულია | Sleepy Hollow Cemetery[16] |
ფსევდონიმი | Monsieur de l’Aubépine |
საქმიანობა | რომანისტი, მწერალი[17] , დიპლომატი[18] , საბავშვო მწერალი[19] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და ნოველისტი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ბოუდინის კოლეჯი[20] |
ჟანრი | გოთიკური ლიტერატურა, მოთხრობა[21] და ნოველა |
Magnum opus | მეწამული სიმბოლო, Little Daffydowndilly, and other stories, The House of the Seven Gables, A Wonder-Book for Girls and Boys, Tales of the White Hills, and sketches, The whole history of grandfather's chair, Biographical stories და The Snow‐Image: A Childish Miracle |
მეუღლე | სოფია ჰოთორნი[22] |
შვილ(ებ)ი | ჯულიან ჰოთორნი და დედა მერი ალფონსა |
ხელმოწერა | |
ნათანიელ ჰოთორნი 1804 წლის 4 ივლისს დაიბადა ამერიკის ქალაქ სეილემში. 1825 წელს დაამთავრა ბოუდინის კოლეჯი. ბავშვობიდანვე გრძნობდა საკუთარ გამორჩეულობას და გაურბოდა თავყრილობებს. როგორც მოგვიანებით აღიარა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში განიცდიდა სინდისის ქენჯნას პურიტანი წინაპრების გამო, რომელთაგან ერთ-ერთმა სეილემელ ჯადოქრებს გამოუტანა განაჩენი. მის ადრეულ ნაწარმოებებში დიდი ადგილი უკავია დანაშაულის განცდას ძველი ცოდვების გამო, მათ შორის წინაპართა ცოდვებისაც.
პირველი რომანი წარუმატებელი გამოდგა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებული, რომელსაც მეტი წარმატება ხვდა წილად. 1842 წელს თავისი საუკეთესო ნოველები შეკრიბა, რომლებიც ისტორიულ და ზებუნებრივ სიუჟეტებზე იყო აგებული და კრებულად გამოსცა.
1850 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წარმატებული რომანი „მეწამული სიმბოლო“ („წითელი სიმბოლო“, „მეწამული A“), რომელმაც ფართო აღიარება მოუტანა ევროპაში და ბესტსელერად იქცა, თუმცაღა დიდი შემოსავალი არ მოუტანია. შემდეგ წელს კიდევ ერთი რომანი გამოსცა.
ჰოთორნის ნაწარმოებების მხატვრული ფორმის სრულყოფილება და მათი ზნეობრივი პრობლემატიკის სიღრმე ბევრ ახალგაზრდა ლიტერატორზე ახდენდა გავლენას, მათ შორის: ჰენრი ჯეიმსზე, ჰერმან მელვილზე, რომელიც მის გვერდითაც დასახლდა და ჰოთორნს მიუძღვნა რომანი მობი დიკი „მისი გენის წინაშე ქედის მოდრეკის ნიშნად“.
1853-1857 წლებში ჰოთორნი ევროპაში ცხოვრობდა, ამერიკის კონსულის ადგილს იკავებდა ლივერპულში.მოინახულა იტალია, შოტლანდია და ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში დაბრუნდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჯერ კიდევ რამდენიმე ნაწარმოებზე ჰქონდა დაწყებული მუშაობა, თუმცა მათი დასრულება ვერ შეძლო.
მწერალი 1864 წლის 19 მაისს ნიუ-ჰემფშირის ქალაქ პლიმუთში გარდაიცვალა.[23]
შემოქმედება
რედაქტირებარომანები:
- მეწამული სიმბოლო (1850 წ.)
მოთხრობები:
- სიჭაბუკის ელექსირი
- სამი გორაკის ხეობა
- ახალგაზრა ბრაუნი
- ქვის კაცი
- მოჩვენება
- მისის ბულფროგი
- ფანტაზიათა შოუ
- დაღუპულთა ცოლები
- დევიდ სუონი
- მეფე მიდასის ოქრო
- ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი
- თოვლის გოგონა
- მინოტავრი
ლიტერატურა
რედაქტირება- Bell, Michael Davitt. Hawthorne and the Historical Romance of New England (Princeton University Press, 2015).
- Forster, Sophia. "Elizabeth Stuart Phelps, Nathaniel Hawthorne, and the Emergence of American Literary Realism." Studies in the Novel 48.1 (2016): 43-64. online
- Greven, David. Gender Protest and Same-Sex Desire in Antebellum American Literature: Margaret Fuller, Edgar Allan Poe, Nathaniel Hawthorne, and Herman Melville (2015).
- Hallock, Thomas. "'A'is for Acronym: Teaching Hawthorne in a Performance-Based World." ESQ: A Journal of Nineteenth-Century American Literature and Culture 62#1 (2016): 116-121.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118709305 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Burness E. Hawthorne, Nathaniel // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T037011
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ https://www.findagrave.com/memorial/459/nathaniel-hawthorne
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ https://www.history.com/news/10-things-you-may-not-know-about-nathaniel-hawthorne
- ↑ http://www.hawthorneinsalem.org/Life&Times/LitCareer/ChildrensBooks/Introduction.html
- ↑ https://library.bowdoin.edu/arch/mss/nhg.shtml
- ↑ NoveList Plus — EBSCO Information Services.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ „სიჭაბუკის ელექსირი“ — ნათანიელ ჰოთორნი, „მსოფლიოს რჩეული მოთხრობები“, ტ. 45, თბილისი, 2011, პალიტრა L, ISBN 978-994-19-223-4