სიჭაბუკის ელექსირი
სიჭაბუკის ელექსირი (ინგლ. Dr. Heidegger's Experiment; ექიმი ჰაიდეგერის ექსპერიმენტი) — ნათანიელ ჰოთორნის 1837 წელს გამოცემული მოთხრობა. მოთხრობაში გადმოცემულია ისტორია ექიმზე რომელიც ახალგაზრდობის წყაროდან მიღებული წყლით ატარებს ექსპერიმენტს.
შინაარსი
რედაქტირებაექსცენტრიული ექიმი ჰეიდეგერი მოიწვევს თავის ოთხ ასაკოვან მეგობარს, მისტერ მედბურნს, გენერალ კილგრიუს, მისტერ გასკოინს და ქვრივ ვიჩერლიზს (რომელიც დასახლებაში ულამაზეს ქალად ითვლებოდა და თავისი სკანდალური რომანებით იყო ცნობილი, მათ შორის ამ სამთან), რათა მიიღონ მონაწილეობა გაახალგაზრდავების ექსპერიმენტში. ჰაიდეგერი აჩვენებს მათ ვარდს, რომელიც მისი თქმით 55 წლისაა და სამახსოვორდ დარჩა მისი საცოლისაგან, რომელსაც ქორწილამდე დაავადება შეეყარა, და ჰეიდეგერის მიერ დამზადებულმა წამალმა იმსხვერპლა. ამის შემდეგ ის სტუმრებს აჩვენებს ვაზას, რომელშიც მისი თქმით ახალგაზრდობის წყაროდან გამოგზავნილი წყალი ასხია. წყლის წვეთის ვარდებზე შეხების შემდეგ ის ცოცხლდება და იფურჩქნება.
ექიმი ჰეიდეგერის მეგობრები გაოცებას ვერ მალავდნენ, და წყლის დაგემოვნების სურვილიც გამოთქვეს. მათ მიეცათ ახალგაზრდობისა და ძველი ჯან-ღონის დაბრუნების იმედიც, რათა ხელახლა ეცხოვრათ ახალგაზრდული ცხოვრებით და აღარ გაემეორებინათ წარსულის შეცდომები. მას შემდეგ რაც ისინი წყალს მიირთმევენ, მართლაც გაახალგაზრდავდებიან, შეამჩნევენ რა, ყოველივე ამას, და აგრძელებენ ისე ცხოვრებას, როგორც ახალგაზრდობისას. ახლა სამივე მამაკაცი ცდილობს უკვე გალამაზებული და გაახალგაზრდავებული ქვრივის ყურადღების მოპოვებას. დიდ სარკეში მათი სახეების გაელვებისას კი ისინი ისევ მოხუცები და სუსტები ჩანან. სამი მამაკაცის „ორთაბრძოლის“ შედეგად ვაზა იმსხვრევა, და იქიდან წყალი იღვრება.
მას შემდეგ რაც ჰეიდეგერი ვერ მალავს აღშფოთებას მომხდარის გამო, ვარდი გახმობას იწყებს. ოთხივე სტუმარი, მათდა საუბედუროდ უბრუნდება სიბერის მდგომარეობას. ჰეიდეგერმა ნათლად დაინახა რა შედეგი მოიტანა ოთხი სტუმრისთვის ახალგაზრდობის დაბრუნებამ. ისინი კი, ახალგაზრდობას დახარბებულები გადაწყვეტენ ფლორიდაში გამგზავრებას, სადაც ლეგენდარული ახალგაზრდობის წყარო უნდა იყოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- eText on Project Gutenberg (Included in Twice Told Tales)
- A Brief Article on NYU's database site