ჰობიტების ოჯახების სია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 22 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ქვემოთ წარმოდგენილია ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში არსებული ჰობიტების ოჯახების და გვარების სიები.

ბეგინსები

ბეგინსები ცხოვრობდნენ შაირში, ჰობიტონთან ახლოს. ისინი არისტოკრატული წარმოშობის იყვნენ. ოჯახის წევრები ქორწინდებოდნენ ადგილობრივებზე, კერძოდ ტუკებზე და ბრენდიბაკებზე. ტოლკინის ნაშრომებიდან ჩანს, რომ ბეგინსები იყვნენ ჰობიტონში მიწის ძირითადი მფლობელები და წამყვან გვარს წარმოადგენდნენ. მათ ყველა დიდ პატივს სცემდა, თუმცა ყოველივე შეიცვალა იმ დროიდან, როდესაც ბილბო ბეგინსი მოულოდნელად ჯუჯებთან ერთად გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც შინ დაბრუნდა, ყველა უცნაურად თვლიდა და ეჭვის თვალით უყურებდა. არანაკლებ სახელოვანი იყო ფროდო ბეგინსი, რომელიც ბეჭდის ომის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

ბეგინსების ქრონოლოგიაში ცნობილია ბალბო ბეგინსი, რომელიც ჰობიტონში ან ახლოს დაიბადა 1167 წელს (2767 შაირის შუახმელეთის საერთო წელთაღრიცხვით). თავად ბილბო მისი შვილთაშვილი იყო, ისევე, როგორც ფროდოს მამა, დროგო. ბეგინსი არის ვესტრონულად თარგმნილი ლაბინგის ვერსია. ითვლება, რომ ლაბინ ვესტრონში აბგას ნიშნავდა[1]. აქედან გამომდინარეობს ქართულ გამოცემებში გვარის თარგმანიც – აბგელი (ანუ აბგიდან).

სეკვილ-ბეგინსები

ბეგინსების ოჯახის განშტოება. ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო ლობელია სეკვილ-ბეგინსი, რომელიც ბილბო ბეგინსს თავს აბეზრებდა. ქართულ თარგმანებში ამ გვარს ტომრილ-აბგელები ეწოდება.

სენდიმენები

ქართულ გამოცემებში ქვიშენები. ჰობიტების ოჯახი ჰობიტონიდან. ისინი მართვავდნენ ძველ წისქვილს.

სენდიმენების სხვა ოჯახებთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. განსაკუთრებით არ უყვარდათ გემჯები. ბებრუხანა გემჯის არ უყვარდა სენდიმენი (მეწისქვილე), ისევე, როგორც მის ძე სემუაიზ გემჯის არ უყვარდა ტედ სენდიმენი, რომელიც ბეჭდის ომის დროს ლოთო სეკვილ-ბეგინსთან და შარკისთან იყო შეკრული.

ტუკები

ჰობიტების გვარი შაირში. იგი ძალიან მდიდარი იყო. მას ექვემდებარებოდა თაინთა უწყება.

ტუკების დიდი ნაწილი ცხოვრებდა ტუკბოროს დიდ სმიალებში და ტუკლენდის ტერიტორიაზე, რომელიც დასავლეთ კუთხეში მდებარეობდა. უფრო მცირე კლანი, ჩრდილოელი-ტუკების სახით, ცხოვრობდა ჩრდილოეთ კუთხეში - მისი წარმომადგენლები მომდინარეობდნენ ბანდობრას ტუკისგან.

ტუკები ძირითადად თეთრონები იყვნენ და უყვარდათ მოგზაურობა - უფრო მეტად, ვიდრე სხვა ჰობიტებს. ცნობილები იყვნენ უცნაური ქცევითაც, რაც ჰობიტებს შორის არც თუ მოსწონდათ. ამ მიზეზით ტუკებს ნაკლებად სცემდნენ პატივს. მათ სახელს უკავშირდებოდა განდალფის გამოჩენაც. ბილბოსა და მერის დედები ტუკები იყვნენ.

ჰობიტების ოჯახების ტრადიციით, ტუკების ოჯახის მთავარი წევრი კლანს ცოლთან ერთად მართავდა, ამიტომ, მის გარდაცვალებამდე, უკანასკნელი ოჯახს ხელმძღვანელობდა. საგულისხმოა, რომ ლალია კლეიჰენგერი იყო ფორტინბრას ტუკ II-ის ცოლი. მაგრამ თაინის წოდება გადაეცა მის შვილს, ფერუმბრას ტუკ III-ს.

ტუკებში ბიჭებს ხშირად ენიჭებოდათ სახელები, რომლებიც უკავშირდებოდა ბრძოლებს, იარაღს ან რამე ლეგენდას. გოგონებს სახელები ენიჭებოდათ ძვირფასი ქვების ან ყვავილების მიხედვით.

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1996), შუახმელეთის ხალხები, ბოსტონი: Houghton Mifflin, „დანართი ენების შესახებ“, გვ. 48, ISBN 0-395-82760-4