შაირი (ინგლ. The Shire, ადრეულ ქართულ გამოცემებში — მაზრა) — რეგიონი ჯ.რ.რ. ტოლკინის გამოგონილ შუახმელეთში, აღწერილი და ნახსენები სხვადასხვა ნაწარმოებებში. მათი მიხედვით, ამ რეგიონში ცხოვრობენ ჰობიტები, მომცრო ზომის ადამიანები. შაირი მდებარეობს შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთით, ერიადორისა და არნორის ტერიტორიაზე. საერთო ენაზე, ვესტრონზე, მას სუზა [1] ჰქვია. სინდარულად მას i Drann ჰქვია.[2]

შაირი
შემქმნელი ჯ. რ. რ. ტოლკინი
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
ინფორმაცია სამყაროს შიდა საკითხებზე
სხვა სახელ(ებ)ი Sûza, Sûzat (ვესტრონი)
i Drann (სინდარულად)
ტიპი ჰობიტების მიერ დასახლებული ადგილი
მმართველი თაინი, ქალაქისთავი
ეთნიკური ჯგუფ(ებ)ი ტერფბალნიანები, ჯანიანები, თეთრონები
რასა ჰობიტები
ადგილმდებარეობა ჩრდილო-დასავლეთ არნორი
დედაქალაქი დიდსოროეთი

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონები

რედაქტირება

დასავლეთი კუთხე

რედაქტირება

ბეგ ენდი

(ინგლ. Bag End), ბეგინსების მთავარი საცხოვრებელი. ქართულ თარგმანებში - აბგის ბოლო.

შესასვლელს წარმოადგენდა იდეალურად მრგვალი მწვანედ შეღებილი კარი, შუაში მდებარე სახელურით. დერეფანი მილისებრი იყო, ფიცრებიანი კედლებით და კუბებიანი იატაკით, მოლამაზებული იყო ხალიჩებით, გაპრიალებული სკამებით და მთელი რიგი საკიდებით - ქუდებისთვის და სამოსებისთვის. გვირაბი მიემართებოდა თავად გორაში, აქა-იქ ჰქონდა კარებები (ასევე მრგვალი ფორმის). ყველა ოთახი ერთ დონეზე მდებარეობდა - საწოლები, აბაზანები, საკუჭნაოები, კარადები, სამზარეულოები და სასადილოები. საუკეთესო ოთახები მდებარეობდა მარცხნივ მხარეს, ვინაიდან აქედან იშლებოდა ხედი ბაღებსა და მინდვრებზე.

ბეგ ენდი აშენდა ბანგო ბეგინსის მიერ, როდესაც მან ბელადონა ტუკი ცოლად შეირთო. „ბეჭდების მბრძანებლის“ თავ „მოულოდნელ მოგზაურობაში“ მითითებულია, რომ ხარჯები საამისოდ ძირითადად ბელადონამ გაიღო. მიწა, რომელიც ამოთხარეს, მეორე მხარეს დაყარეს. ეს მხარე ცნობილი გახდა ბეგშოტ როუს სახელით.

სოროში შემდგომში სახლობდა ბილბო ბეგინსი, ბანგოს ძე. ჰოლმან გრინჰენდის, ჰემფასტ გემჯისა და მოგვიანებით სემუაიზ გემჯის ზრუნვით სახლის ირგვლივ ბაღებიც იქნა გაშენებული.

მოგვიანებით ბეგ ენდი გადავიდა ფროდოს, ბილბოს მიერ აყვანილი დისწულის მფლობელობაში (შ.წ. 1401). როდესაც მან შაირი დატოვა, ყველაფერი მიჰყიდა ლობელია სეკვილ-ბეგინსს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბილბო მასში დიდ ქონებას მალავდა. ლოთო სეკვილ-ბეგინსი მასში დასახლდა, როდესაც თავი მთავარ ქალაქისთავად გამოაცხადა. მოგვიანებით აქ შარკიც შესახლდა.

წყლისპირასთან ბრძოლისა და სარუმანის აღსასრულის შემდეგ სახლი ფროდოს დაუბრუნდა, მოგვიანებით კი სემ გემჯის გადაეცა, რომელმაც იგი თავის შთამომავლობას დაუტოვა. შემდგომში აქ სახლობდა მისი შთამომავლობის ყველა მებაღე.

ტოლკინის დეიდა ჯეინ ნივი ფლობდა ფერმას, რომელსაც ბეგ ენდი ეწოდებოდა (დორმსტონი, ვორსტერშირი).

იგი [ბეგ ენდი] იყო დეიდაჩემის [ჯეინ ნივის] ვორსტერშირში მდებარე ფერმის ადგილობრივი სახელი, რომელთანაც ბილიკი მიდიოდა და იქ მთავრდებოდა...

გარდა ამისა, სახელი წარმოადგენს „cul-de-sac“-ის ერთგვარ შეცვლილ ვარიანტს (რომელიც „აბგის ძირს“ ნიშნავს). წიგნებში Bag End წარმოადგენს ვესტრონიდან თარგმანს (Laban-neg, Labin-nec), რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს და „ბეგინსის“ ვესტრონულ ფორმას უკავშირდება - „Labingi“-ს.

ბაკლენდი

რედაქტირება
  • ბაკლენდი (Buckland) — მომცრო, მაგრამ კარგად დასახლებული მიწა ძველისძველი ტყის მიდამოებთან, ბრენდივაინის მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე. აქ ჰობიტები სახლობდნენ, ბრენდიბაკების ოჯახებიდან. ბაკლენდი ტექნიკურად შაირის ნაწილს არ წარმოადგენდა და უფრო მეტად მომცრო დამოუკიდებელი მიწა იყო.
  • ბაკლბერის ბორანი მდინარე ბრენდივაინზე მდებარეობდა. იგი შაირიდან ბაკლენდამდე, ბრენდივაინის ხიდიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. თავად ბორანის ნავი იყო დიდი და ბრტყელი. ბორანი ჩნდება „ბეჭდის საძმოს“ თავში „გახსნილი შეთქმულება“, სადაც მასზე ნაზგულისგან გაქცეული ჰობიტები ხტებიან.
  • კრიკორმო (Crickhollow) იყო მცირე დასახლება ბაკლენდში. ბეგ ენდის გაყიდვის შემდეგ ფროდო კრიკორმოში დასახლებას აპირბდა. თუმცა, იქ მეგობრებთან ერთად მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. საბოლოო ჯამში, მან და სემუაიზ გემჯიმ ზოგადად შაირი მოულოდნელად დატოვეს.
  1. მეფის დაბრუნება, დანართი F
  2. Vinyar Tengwar #31, გვ. 21-2