ჰობიტონი — სოფელი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, რომელიც შაირი მდებარეობს. აღწერილია, რომ იგი მოიცავდა მდინარე წყლის ორივე მხარეს და წყლისპირეთის სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით ერთ მილში მდებარეობდა. წყლისპირეთის გზა გადიოდა ორივე სოფელზე და აკავშირებდა აღმოსავლეთის დიდ გზას, სამხრეთით.

ჰობიტონი, აგებული პიტერ ჯექსონის ფილმების სერიისთვის „ბეჭდების მბრძანებელი“

სოფელს გადაჰყურებდა ჰობიტონის ბორცვი (ცნობილი უბრალოდ, როგორც ბორცვი), რომელშიც მოწყობილი იყო ბეგ-ენდი, ბეგინსების საგვარეულოს სმიალი და ფროდოს და ბილბოს სახლი. ასეთი სახლები ჰობიტებისთვის სტანდარტული იყო, თუმცა, არსებობდა ბეგ-ენდივით მდიდრული, ხით მოპირკეთებულებიც. ჰობიტონის ერთ-ერთი ცნობილი ნაგებობა იყო სენდიმენების წისქვილი, მდინარე წყლის ჩრდილოეთით, ხიდთან. სოფელში აგრეთვე მდებარეობდა საფოსტო სახლი.

ბეჭდის ომის შემდეგ ჰობიტი შაირის გათავისუფლების პერიოდში იყო დანგრეული. ლოთო სეკვილ-ბეგინსი საკუთარ თავს უფროსს უწოდებდა, მისი მიწვევით კი სოფელში ადამიანები გამოჩნდნენ. ფროდო და მეგობრები გაოგნებულები იყვნენ დანახულით, ამოგლეჯილი ხეებით და გადათხრილი არემარით.

ვიკიციტატა
„მრავალი სახლი დაენგრიათ. ზოგი გადაეწვათ. ტბის ჩრდილოეთ ნაპირის გასწვრივ ჩამწკრივებული ჰობიტური სოროები დაცარიელებულიყო, პაწია მოუვლელ ბაღებს სარეველა ბალახი მოხდებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ტბის ნაპირებთან, სადაც ჰობიტონისკენ მიმავალი გზა ტბის გასწვრივ გადიოდა, ახალი უშნო სახლები წამოეჭიმათ. ხეივანი სულ გაეჩეხათ. ბეგ-ენდისკენბ გაიხედეს და მოშორებით მაღალი მილი დაინახეს, რომლიდანაც შავი კვამლი ამოდიოდა.“

შაირის გათავისუფლების შემდეგ ბენ-ენდი აღადგინეს. ბეგშოტ-როუზე ახალი სოროები ამოთხარეს. ახალი წისქვილი გააუქმეს. სემუაიზ გემჯიმ გალადრიელის მიერ ნაჩუქარი ძვირფასი მიწა ჩაყარა. წვეულების ხის ადგილზე მან მალორნი დათესა და ჰობიტონმა მალე თავისი სახე დაიბრუნა და უფრო დიდებული გახდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება