ჰოანგლიენშონი
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოანგლიენშონის ქედი)
ჰოანგლიენშონი (ვიეტ. Dãy núi Hoàng Liên Sơn) — ქედი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და ჩინეთში. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 180 კმ-ზე, სიგანე 30 კმ. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3147.3 მ (მწვერვალი ფანშიპანი, ვიეტნამის უმაღლესი წერტილი). ძირითადად აგებულია გრანიტებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით.[1]
ჰოანგლიენშონი | |
---|---|
ჰოანგლიენშონის ქედი | |
კოორდინატები: 22°18′12″ ჩ. გ. 103°46′30″ ა. გ. / 22.30333° ჩ. გ. 103.77500° ა. გ. | |
ქვეყანა | ვიეტნამი ჩინეთი |
უმაღლესი წერტილი | ფანშიპანი |
სიმაღლე | 3147.3 მ |
სიგრძე | 180 კმ |
სიგანე | 30 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hoàng Hải Phạm. Sa Pa in the Midst of Clouds: Travel Sketches. 2003