ფანშიპანი
ფანშიპანი, ფანში (ვიეტ. Phan Xi Păng) — მწვერვალი ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამში, ჰოანგლიენშონის ქედზე. სიმაღლე 3147.3 მ. ვიეტნამის და საერთოდ, ინდოჩინეთის უმაღლესი წერტილი. ფანშიპანი წარმოიქმნა მეზოზოურში დაახლოებით 250–260 მლნ. წლის წინ. ძირითადად აგებულია კვარციტებით, გრანიტებითა და გნაისებით.[1] დამახასიათებელია ციცაბო, ხეობებით ღრმად დანაწევრებული კალთები და წაწვეტებული თხემი. კალთებზე მარადმწვანე ფოთოლმცვივანი და წიწვოვანი ტყეებია. ჰოანგ-ლიენის ეროვნული პარკის ნაწილია. მწვერვალიდან სამხრეთ-დასავლეთით 9 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი შაპა. განვითარებულია ტურიზმი. აქვეა ფანშიპანის გამადნებული ურანი.[2] ცნობილია „ინდოჩინეთის სახურავის“ სახელწოდებით.[3]
ფანშიპანი | |
---|---|
ფანშიპანი | |
კოორდინატები: 22°18′15″ ჩ. გ. 103°46′37″ ა. გ. / 22.30417° ჩ. გ. 103.77694° ა. გ. | |
ქვეყანა | ვიეტნამი |
სიმაღლე | 3147.3 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1613 მ |
ქედი | ჰოანგლიენშონი |