ჰიქმათ აბუ ზაიდი
ჰიქმათ აბუ ზაიდი (არაბ. حكمت أبو زيد, ინგლ. Hikmat Abu Zayd Hekmat Abu Zeid; 1922 – 30 ივლისი 2011) —ეგვიპტელი პოლიტიკოსი, პირველი ქალი ეგვიპტეში, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა (1962 წელს). ჰიქმათ აბუ ზაიდი ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტის სოციალურ ბლოკს. ეს იყო პირველი პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც სოციალურ საქმეთა სამინისტროს ქალი ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ ეს თანამდებობა ხშირად ეკავათ სხვა პოლიტიკოს ქალბატონებს. ნასერიზმის აღიარებულმა მომხრემ-აბუ ზაიდმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეგვიპტის კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე სოციალური დაზღვევის კუთხით.[1]
ჰიქმათ აბუ ზაიდი | |
---|---|
حكمت أبو زيد ჰიქმათ აბუ ზაიდი (მარცხ.) ბონი 1963 | |
დაბადების თარიღი | 1922 |
დაბადების ადგილი | ასიუტის მუჰაფაზა ეგვიპტე |
გარდაცვალების თარიღი | 30 ივლისი 2011 |
გარდაცვალების ადგილი | კაირო ეგვიპტე |
მოქალაქეობა |
Kingdom of Egypt Republic of Egypt გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ეგვიპტე ლიბია ეგვიპტე |
განათლება |
კაიროს უნივერსიტეტი სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტი შოტლანდია ლონდონის უნივერსიტეტი |
პარტია | არაბთა სოციალისტური კავშირი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, პირველი მინისტრი ქალი ეგვიპტეში |
მეუღლე/ები | მუჰამედ ალ საიადი |
ჯილდოები | საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" |
ბიოგრაფია/კარიერა
რედაქტირებაჰიქმათ აბუ ზაიდი დაიბადა სოფელ შეიხ დაუდში, რომელიც მდებარეობს ეგვიპტის ქალაქ ელ კუსიასთან (ასიუტის მუჰაფაზა) მამის საქმიანობა დაკავშირებული იყო ეგვიპტის სახელმწიფო რკინიგზასთან, რაც გულისხმობდა, რომ ის მუშაობდა სხვადასხვა სადგურებზე და მუდმივად გადაადგილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას განათლება არ ჰქონდა მიღებული, გოგონას აძლევდნენ კითხვისა და მამის დიდი ბიბლიოთეკით სარგებლობის საშუალებას.
მომავალმა პოლიტიკოსმა კარგი განათლება მიიღო. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ, ჰელვანის ქალთა სკოლაში, მან 1940 წელს მიიღო კაიროს უნივერსიტეტის (იმჟამად ფუადის უნივერსიტეტი ეწოდებოდა) ლიცენზია ისტორიაში.
1950 წელს ჰიქმატ აბუ ზაიდმა მიიღო მაგისტრის წოდება შოტლანდიის სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტში, შემდეგ კი 1957 წელს მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტში. [2]1962 წლის 29 სექტემბერს, პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერის განკარგულებით, აბუ ზაიდი დაინიშნა სოციალური ბლოკის მინისტრად ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტში.[3] მან ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1965 წლამდე. აბუ ზაიდის დანიშვნა დაკავშირებული იყო ახალი საპრეზიდენტო პროგრამის მიღებასთან, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებას ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად სქესისა და სოციალური ფენისა. აბუ ზაიდის დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობაზე აღიარებული იქნა როგორც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სოციალურ საქმეთა სამინისტრო აბუ ზაიდის მეთაურობით, პირველ რიგში, დიდ ყურადღებას უთმობდა ქალთა უფლებების დაცვას.[4]
1970 წლის დეკემბერში აბუ ზაიდმა მიიღო“ საერთაშორისო ლენინური პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის".
პირად დონეზე აბუ ზაიდს მინისტრობის პერიოდში შინაგანი პრობლემები შეექმნა. მეუღლე უკმაყოფილო იყო მასზე დაკისრებული ზედმეტი პასუხისმგებლობით, გადატვირთული სამუშაო რეჟიმით და იმ ფაქტით, რომ აბუ ზაიდი დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა. პოლიტიკოსის მოკრძალებული ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც მან აიყვანა 12 წლის მოახლე და მთავრობამ მას მანქანა გამოუყო მძღოლთან ერთად.[5]
1970 წელს გამალ აბდელ ნასერის გარდაცვალებისა და პრეზიდენტად ანვარ სადათის მოსვლის შემდეგ, აბუ ზაიდის კარიერული წინსვლა შეფერხდა. 1974 წელს იგი მეუღლესთან ერთად გადავიდა ლიბიაში.
მისი ნასერისტული რწმენა თანხვედრაში მოდიოდა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ანტიკოლონიალისტურ, ანტისიონისტურ და პანარაბისტულ შეხედულებებთან .აბუ ზაიდმა თითქმის ორი ათწლეული გაატარა ლიბიაში, ამ დროის განმავლობაში იგი ასწავლიდა პოლიტიკურ მეცნიერებებს ტრიპოლის ალ ფატეჰის უნივერსიტეტში. იგი ასევე წერდა სტატიებს და სიტყვით გამოდიოდა ეგვიპტის მთავრობის წინააღმდეგ. 1970-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო პრეზიდენტ სადათის კრიტიკა იგი გახდა ეგვიპტის ეროვნული ფრონტის ლიდერი, რომელიც დამასკოში შეიქმნა 1980 წელს გენერალ საად ელ შაზლის მიერ. ორგანიზაციამ ითხოვდა სადათის მთავრობის დამხობას. იმის გამო, რომ ის ანვარ სადათს ეწინააღმდეგებოდა და გმობდა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას, აბუ ზაიდს ბრალი დასდეს ღალატში, ტერორიზმსა და ჯაშუშობაში, რის გამოც მას ჩამოართვეს ეგვიპტის მოქალაქეობა. ამან იგი მოქალაქეობის არმქონე პოლიტიკურ ლტოლვილად აქცია. დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო ბრძოლა დაიწყო, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 1991 წლის ბოლოს, როდესაც მოსამართლემ დაადგინა, რომ აბუ ზაიდს და მის მეუღლეს ეგვიპტის პასპორტის ტარების უფლება ჰქონდათ. მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ, აბუ ზეიდი და მისი მეუღლე დაბრუნდნენ ეგვიპტეში 1992 წლის მარტში.
ჰიქმათ აბუ ზაიდი გარდაიცვალა კაიროში, 2011 წლის 30 ივლისს 96 წლის ასაკში.[6][7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Presidential Decree Appointing Hikmat Abu Zayd as Minister of Social Affairs in Ali Sabri's Second Government". Memory of Modern Egypt Digital Archive (არაბულ ენაზე). Bibliotheca Alexandrina. 25 March 1964. Retrieved 27 February 2011.
- ↑ Biographical Dictionary of Modern Egypt Goldschmidt, Arthur (2000). books.google.ru.
- ↑ Turki, Sayyed (8 December 2010). "الوزيرة حكمت قلب الثورة الرحيم" [Minister Hikmat, the Merciful Heart of the Revolution]. Almasry Alyoum (არაბულად) (2369). Archived from the original on 7 July 2011. Retrieved 27 February2011.
- ↑ Egypt's Women Most Emancipated in Region[მკვდარი ბმული] (21.10.1963). The Gazette. Reuters.
- ↑ "Wife's Job Has Spouse Resentful".[მკვდარი ბმული] The Gazette. Reuters. 16 November 1962. p. 9. Retrieved 27 February2011.
- ↑ Egypt's first female minister dies at 96[მკვდარი ბმული] Ahram Online, 31 July 2011
- ↑ "ومي المرأة يطمئن على صحة د. حكمت أبوزيد" [National Council for Women reassured about Dr. Hikmat Abu Zayd's health condition]. Al Gomhuria (არაბულად). 6 December 2010. Archived from the original on 20 July 2011. Retrieved
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Badran, Margot (1996). Feminists, Islam, and Nation: Gender and the Making of Modern Egypt. Princeton University Press. ISBN 978-0-691-02605-3.
- Goldschmidt, Arthur (2000) Biographical Dictionary of Modern Egypt. American University in Cairo Press. ISBN 978-977-424-579-4[მკვდარი ბმული].
- Talhami, Ghada Hashem (1996). The Mobilization of Muslim Women in Egypt. Gainesville, FL: University Press of Florida. ISBN 978-0-8130-1429-6[მკვდარი ბმული].