ჰინუხური ენა (гьинузас мец) — ნახურ-დაღესტნური ენების ოჯახის დაღესტნურ ენათა ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენობრივი ერთეული. იგი შეიძლება განხილულ იქნეს ასევე, როგორც დიდოური ენის დიალექტი.

ჰინუხური ენა
гьинузас мец
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
დაღესტნური ენები
დიდოური ენები
ჰინუხური ენა
დამწერლობის სისტემა უმწერლობო
ენის კოდები gin
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ჰინუხურ ენაზე ლაპარაკობენ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რ-ნის ერთ აულში — ჰინუხში (ჰინუხურად: ჰინუჴო). მოლაპარაკეთა რიცხვი 500 კაცამდე აღწევს. ჰინუხელები (ჰინუზიბე) სამწერლობო ენის სტატუსით იყენებენ ხუნძურ და ქართულ ენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება