ხინალუღური ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰინალუღური ენა)

ხინალუღური ენა (თვითდასახელება: каьтш мицI / kätš micʼ) — ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ენა. გავრცელებულია აზერბაიჯანის რაიონულ ცენტრებში (ყუბაში, ხაჩმაზში) და სოფლებში (ხინალუღში, სუდათში). ხინალუღურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 1500 კაცი.[1] იგი აზერბაიჯანული ენის დიდ გავლენას განიცდის, რის გამოც ხმოვანთა სისტემა გართულებულია, გაჩენილია უმლაუტიზებული ხმოვნები ä, ü, ö და ირაციონალური ხმოვანი ə. არის აგრეთვე მოკლე, გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები. თანხმოვნები წარმოდგენილია ხშულთა ოთხეული და სპირანტთა მჟღერი აფრიკატები ძ, ჯ.

ხინალუღური ენა
каьтш мицI / kätš micʼ
გავრცელებულია ყუბა, აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 1000 (2007)
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
ხინალუღური ენა
დამწერლობის სისტემა ლათინური, კირილიცა
ენის კოდები ISO 639-3: kjj
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-kjj}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ხინალუღური ენა

ხინალუღურ ენაში რთული გრამატიკულ კლასთა სისტემაა. მხოლობითში გარჩეულია 4 გრამატიკული კლასი, მრავლობითში — 2. კლასის ნიშნებად გამოყენებულია ბ, ფ, ზ, ს, ც, ჲ, ... ექსპონენტები. ამასთან ერთად ზმნა რთულდება ნაცვალსახელური ელემენტებით, რომლებითაც ასევე იცვლება გრამატიკული კლასების მიხედვით.

ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ერგატივი გამოხატავს ინსრუმენტალისსაც. ნათესაობითში გარჩეულია ორგანული და არაორგანული კუთვნილების ფორმები. თანდებულიანი ბრუნვების სერიებში ორ-ორი ბრუნვაა: მიმართულებითი-ლოკატივი და დაშორებითი. უღვლილება კლასოვანია.

დამწერლობა

რედაქტირება

კირილიცას ვერსია:

А а Ã ã Аь аь Б б В в Г г Гъ гъ ГӀ гӀ ГӀв гӀв Д д Дж дж Дз дз Е е
Ẽ ẽ Ж ж З з И и Й й К к Кв кв Кк кк Кх кх Кхв кхв Кхкх кхкх Къв къв Кь кь
КьӀ кьӀ КӀ кӀ КӀв кӀв Л л Лъ лъ М м Н н О о Õ õ Оь оь П п Пв пв ПӀ пӀ
Р р С с Т т Тт тт ТӀ тӀ ТӀв тӀв ТӀтӀ тӀтӀ У у У̃ у̃ Уь уь Ф ф Х х Хъ хъ
Хъв хъв Хь хь ХӀ хӀ Ӏ Ӏ Ӏъ Ӏъ Ц ц Цв цв Цц цц ЦӀ цӀ ЦӀв цӀв Ч ч ЧӀ чӀ ЧӀв чӀв
Ш ш Шв шв Ъ ъ Ы ы Э э Ә ә Ә̃ ә̃

ლათინური ვერსია:

A a B b C c Cc cc C' c' Ç ç Çç çç Ç' ç'
Ə ə F f G g Gh gh Ğ ğ H h Hh hh İ i
I ı J j K k Kk kk K' k' Kh kh Kx kx L l
M m N n O o Ö ö P p Pp pp P' p' Q q
Qq qq Q' q' R r S s Ş ş T t Tt tt T' t'
U u Ü ü V v X x Y y Z z ʕ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
  • Дешериев, Ю. Д., Грамматика хиналугского языка, М., 1959.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება