ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედიტ ჰილდა, ლედი ინგოლდი (ინგლ. Hilda Ingold; დ. 21 მაისი, 1898, ინგლისი, ლონდონი — გ. 1988) — ინგლისელი ქიმიკოსი. ედიტ ჰილდას, მეუღლე იყო ცნობილი ბრიტანელი ქიმიკოსი კრისტოფერ კელკ ინგოლდი. სწორედ მისმა კარიერამ გარკვეულწილად დაჩრდილა ედიტი და მან საზოგადოების დიდი აღიარება ვერ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ არაორგანული ქიმიის საკითხებზე ნოვატორი ქიმიკოსი გახლდათ [1][2]. ჰილდა აგრეთვე ცნობილი იყო, როგორც ლედი ინგოლდი, მეუღლისთვის რაინდის წოდების მინიჭების შემდეგ.

ედიტ ჰილდა ინგოლდი
ედიტ ჰილდა უშერვუდი
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1898
დაბ. ადგილი ქეთფორდი, ლონდონი
გარდ. თარიღი 1988
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
ალმა-მატერი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი მართა ენი უაიტლი
სამეცნიერო სფერო ქიმია

ახალგაზრდობა

რედაქტირება

ჰილდა ინგოლდი დაიბადა მუშათა კლასის ოჯახში ინგლისში, ქალაქ კატფორდში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით [3].

განათლება

რედაქტირება

ინგოლდი თავდაპირველად სწავლობდა ლევიშამის ქალთა გრამატიკულ სკოლაში, შემდგომ კი ორი წლის განმავლობაში ჰორშამში კერძო განათლება მიიღო. მას შემდეგ ჰილდა ლონდონის ჩრდილოეთ კოლეგიის სკოლაში გადავიდა, სადაც მან მიიღო საფეიქრო პროდუქციის მწარმოებელთა სტიპენდია.

ჰილდამ დაამთავრა სამეფო ჰოლოუეის კოლეჯის ქიმიის ფაკულტეტი (1916-1920), ხოლო დოქტურანტურა კი დაამთავრა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში 1923 წელს. მას შემდგომ, რაც დოქტორანტურის ხარისხი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში მხოლოდ 1917 წელს იქნა შემოღებული [4], ჰილდა იყო ერთ–ერთი პირველი სტუდენტთაგანი, რომელმაც მიიღო აღნიშნული კვალიფიკაცია.

მისი სადოქტორო თემა ეხებოდა ტაუტომერებს, მოლეკულების იზომერებს, ხოლო სადოქტორო თემის ხელმძღვანელი იყო მართა ენი უაიტლი [5].

ჰილდას დამხმარე საგანი იყო ფიზიკა და სწორედ ამან გამოიწვია ფიზიკური, ორგანული ქიმიისა და კვანტური მექანიკის კვლევა [3].

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ მან განაგრძო სადისერტაციოს დასრულება.

ედიტ ჰილდა ასევე იყო UCL ქიმიური და ფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი 1976-1977 სასწავლო წლის განმავლობაში, რომელიც გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული საზოგადოება.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1920–იანი და 1930–იანი წლების ბოლოს კრისტოფერ ინგოლდმა მეუღლესთან, ედიტ ჰილდა ინგოლდთან ერთად შემოგვთავაზა ტერმინები „ელექტროფილური“ (ელექტრონის ძიება) და „ნუკლეოფილური“ (ბირთვის ძიება) რეაქციის ადგილებზე არსებული მდგომარეობის პროგნოზირებისთვის. ეს არ იყო მათემატიკური თეორია; უფრო მეტიც, ინგოლდმა მოლეკულური რეაქციის ფორმულებში ვიზუალურად ასახა ნაწილობრივი ან ხანმოკლე დადებითი და უარყოფითი მუხტები, რომლებიც ჩნდება შიდა ელექტრონული გადანაწილების მომენტში. ინგოლდის თეორია საბოლოოდ გახდა ორგანული რეაქციის მექანიზმების პროგნოზირების მთავარი საყრდენი [6].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰილდას მამა იყო ინჟინერ მექანიკოსი - ტომას უშერვუდი, ხოლო დედა კი ედიტ ჰოვარდი. ედიტ ჰილდა დაქორწინდა ქიმიკოს სტუდენტ კრისტოფერ კელკ ინგოლდზე 1923 წელს და სამი შვილი გააჩინა. მათ ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდათ: სილვია (1927), ქეითი (1929) და დილი (1931). მათი შვილებიდან ცნობილია, ქიმიკოსი ქეით ინგოლდი, რომლის საქმიანობაც ბოლო წლების განმავლობაში ფოკუსირებულია რადიკალების შემგროვებელ ანტიოქსიდანტებზე, განსაკუთრებით E ვიტამინზე, და აგრეთვე მათ გავლენაზე დაბერებასა და ასაკთან დაკავშირებულ ისეთ დაავადებების პრევენციაზე, როგორიცაა სიმსივნე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. William Hodson Brock (2011). The Case of the Poisonous Socks: Tales from Chemistry. Royal Society of Chemistry, გვ. 218–. ISBN 978-1-84973-324-3. 
  2. (2004) Histories of the Electron: The Birth of Microphysics. MIT Press, გვ. 347–353. ISBN 978-0-262-52424-7. 
  3. 3.0 3.1 Anne Barrett (24 February 2017). Women at Imperial College: Past, Present and Future. World Scientific, გვ. 89–. ISBN 978-1-78634-264-5. 
  4. 100 Years of the PhD in the UK. ციტირების თარიღი: 9 April 2018.
  5. Henry, Rzepa (2011-11-13). „The dawn of organic reaction mechanism: the prequel“. Henry Rzepa (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-01.
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰილდა_ინგოლდი“-დან