მართა ენი ვითლი

(გადამისამართდა გვერდიდან მართა ენი უაიტლი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მართა ენი ვითლი (ინგლ. Martha Annie Whiteley; დ. 11 ნოემბერი, 1866, ინგლისი, ლონდონი — გ. 24 მაისი, 1956)[3]ინგლისელი ქიმიკოსი და მათემატიკოსი. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას და უჭერდა მხარს ქალთა ქიმიურ საზოგადოებაში შესვლის პროცესს და აგრეთვე განსაკუთრებით ცნობილი იყო ქიმიის სფეროში ქალთა თანასწორობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილით და მისი ერთგულებით. მართა ენი უაიტლი არის ასევე ქიმიის სამეფო საზოგადოების ერთ – ერთი სახე.

მართა ენი ვითლი
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1866
დაბ. ადგილი ჩელსი, ლონდონი
გარდ. თარიღი 1956
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა ინგლისელი
საქმიანობა ქიმიკოსი[1]
მუშაობის ადგილი ლონდონის საიმპერიო კოლეჯი[2] და სამეფო მეცნიერებათა აკადემია[1]
ალმა-მატერი სამეცნიერო სამეფო კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი უილიამ ტილდენი
ჯილდოები ბრიტანეთის საიმპერატორო ორდენი 1920
სამეცნიერო სფერო ქიმია

ბიოგრაფია

რედაქტირება

მართა ენი ვითლი დაიბადა 1866 წლის 11 ნოემბერს, ჩელსიში, ლონდონი მამამისის, უილიამ სედგევიკ ვითლისა და დედის, ჰანა ბარგის ოჯახში [4]. მართას დედა გარდაიცვალა 1870-იან წლებში, ამის შემდეგ მამამისმა ხელახლა იქორწინა მერი ბარგ ტერნერ კლარკზე 1880 წელს [4].

განათლება

რედაქტირება

ვითლიმ განათლების მიღება ლონდონში - კენსინგტონის საშუალო, ქალთა საჯარო სადღეო და რწმუნებულთა სკოლაში დაიწყო.

1891-1900 წლებში ვითლი იყო სამეცნიერო ბედია უიმბლდონის საშუალო სკოლაში, ხოლო მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქემბერველში, წმინდა გაბრიელის სასწავლო კოლეჯის მეცნიერების ლექტორი. 1898–1902 წლებში მართა ენი ვითლი სამეფო სამეცნიერო კოლეჯში აგრეთვე ატარებდა ბარბიტურატის ნაერთების ორგანულ ქიმიას [5].

ვითლის კვლევაში მნიშვნელოვნად დაეხმარა პროფესორ სერ უილიამ ტილდენი, სწორედ ამ უკანასკნელის ძალისხმევით მართამ მოიპოვა დოქტორის ხარისხი 1902 წელს, სამეცნიერო სამეფო კოლეჯში (საიმპერატორო კოლეჯის შემდგომი ნაწილი) [6]. მისი დისერტაციის თემა ეხებოდა ამიდების და ოქსიმების მომზადებასა და მათ თვისებებს. ამავე დროს ვითლი მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, როგორც მეცნიერების ლექტორი კამბერველის წმინდა გაბრიელის სასწავლო კოლეჯში, ქალ მასწავლებელთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საუნივერსიტეტო კარიერა

რედაქტირება

დოქტორანტურის დასრულების შემდგომ, 1902 წელს, ვითლი მიწვეულ იქნა ტილდენის მიერ, სამეცნიერო კოლეჯში. 1907 წლისთვის, როდესაც იგი მიწვეულ იქცა, აღნიშნულ კოლეჯში მოღვაწეობდა მხოლოდ ორი ქალი [7]. მართა იყო პირველი ქალი, ვინც გახდა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკითხველი [8].

1912 წელს მართა ვითლიმ დააარსა საიმპერატორო კოლეჯის ქალთა ასოციაცია რექტორის სერ ალფრედ კეოგის რეკომენდაციით.

ვითლი პენსიაზე გავიდა ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან 1934 წელს, მაგრამ განაგრძო მუშაობა სარედაქციო საქმიანობაში და წვლილი შეიტანა „თორპის გამოყენებითი ქიმიის ლექსიკონში“ თავის თანაავტორთან ჟოზელინ ფილდ თორპთან ერთად. მას შემდეგ, რაც ჟოზელინ ფილდ თორპი გარდაიცვალა 1939 ვითლი გახდა თორპის გამოყენებითი ქიმიის ლექსიკონის მეოთხე გამოცემის თორმეტი ტომის მთავარი რედაქტორი.

მართა ვითლის ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია 2011 წლის პუბლიკაციის დეტალურ თავში „ევროპელი ქალები ქიმიაში“.

საომარი სამუშაოები

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დროს საიმპერატორო კოლეჯის ქიმიური ლაბორატორიები გამოიყენებოდა ბრძოლის ველებიდან და დაბომბული ტერიტორიებიდან შეგროვებული ნიმუშების ანალიზისთვის. მან და მისმა კოლეგებმა ყურადღება გაამახვილეს გამაღიზიანებლების ანალიზზე. ვითლი მუშაობდა ფრენსის მიკლეთვეისთან და სხვა 6 მეცნიერ ქალთან საიმპერატორო კოლეჯის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში იპრიტსა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესამოწმებლად [9]. სამუშაო ნამდვილად საფრთხის შემცველი იყო. მან ხელი დაიჭრა, ხოლო იპრიტი კი თავის თავზე გამოსცადა. მართა ასევე მუშაობდა ნარკოტიკების სინთეზების შემუშავებაზე, რომლებიც ადრე შემოიტანეს გერმანიიდან ბეტა-ევკაინის, ფენაცეტინისა და პროკაინის ჩათვლით.

1920 წელს ვითლიმ მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, ომში მეცნიერული წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Creese M. R. British women of the nineteenth and early twentieth centuries who contributed to research in the chemical sciences // Br. J. Hist. Sci.Cambridge University Press, 1991. — Vol. 24, Iss. 82 Pt 3. — P. 289. — ISSN 0007-0874; 1474-001Xdoi:10.1017/S0007087400027370
  2. http://www.rsc.org/diversity/175-faces/all-faces/dr-martha-annie-whiteley/
  3. „Dr. Martha Whiteley“. The Times. London, England. 26 May 1956. p. 10. ციტირების თარიღი: 5 August 2014 – წარმოდგენილია The Times Digital Archive-ის მიერ.
  4. 4.0 4.1 Barrett, Anne (2017) Women At Imperial College; Past, Present And Future. World Scientific, გვ. 69–76. ISBN 9781786342645. 
  5. Chemistry Was Their Life, გვ. 122. 
  6. თარგი:Cite newspaper The Times
  7. თარგი:Cite ODNB
  8. Gay, Hannah (2007) The History of Imperial College London, 1907–2007: Higher Education and Research in Science, Technology and Medicine, First, Imperial College Press, გვ. 856. ISBN 978-1860947094. 
  9. Fara, Patricia (2018). A lab of one's own: Science and suffrage in World War One. Oxford University Press, გვ. Chapter 11.