ჰიკარუ ნაკამურა

ამერიკელი მოჭადრაკე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰიკარუ ნაკამურა (იაპონ. 中村光, ინგლ. Hikaru Nakamura; დ. 9 დეკემბერი, 1987, ჰირაკატა, ოსაკის პრეფექტურა, იაპონია) — ამერიკელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2003), ამერიკის შეერთებული შტატების ხუთგზის ჩემპიონი (2004–05, 2009, 2012, 2015, 2019), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოჭადრაკე.[1]

ჰიკარუ ნაკამურა
სრული სახელი კრისტოფერ ჰიკარუ ნაკამურა
ქვეყანა (სპორტი) ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება იაპონელი ამერიკელი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1987 (1987-12-09) (37 წლის)
დაბადების ადგილი ჰირაკატა, ოსაკის პრეფექტურა, იაპონია
წოდება დიდოსტატი (2003)
ფიდე რეიტინგი 2802 (ივლისი 2024)
მაქსიმალური რეიტინგი 2816 (ოქტომბერი 2015)
საიტი hikarunakamura.com

2022 წლიდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონია. ნაკამურას მშობლები, მამა იაპონელი და დედა ამერიკელი, შვილთან ერთად გადავიდნენ შეერთებულ შტატებში მისი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ. ჰიკარუმ ჭადრაკის შესწავლა 7 წლის ასაკში დაიწყო მისი მამინაცვლის, ცნობილი ამერიკელი ჭადრაკის მწვრთნელის სუნილ ვეერამანტის ხელმძღვანელობით. სამი წლის შემდეგ, 10 წლის ასაკში, ნაკამურა გახდა ყველაზე ახალგაზრდა გროსმაისტერის ამერიკის ჭადრაკის ფედერაციის ისტორიაში, ხოლო 15 წლის ასაკში მიიღო ფიდეს საერთაშორისო გროსმაისტერის წოდება. დაამყარა ახალი ამერიკელი მოჭადრაკეების რეკორდი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა რობერტ ფიშერს.

ბოლო წლებში ჰიკარუ ნაკამურა წარმატებით ასპარეზობდა მრავალ საერთაშორისო ტურნირში. 2009 წელს გახდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, მოიგო საერთაშორისო მატჩი სან სებასტიანში არონიანის წინააღმდეგ ანგარიშით 3½:½. 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. მას აქვს შემტევი, მკვეთრი კომბინირებული თამაშის სტილი. უაღრესად ძლიერი ბლიცისტი, მან მიაღწია მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგებს ICC და Chess.com ვებსაიტებზე.

სპორტული შედეგები

რედაქტირება
წელი ქალაქი ტურნირი + = შედეგი ადგილი
2005 ბილი 38-ე საერთაშორისო ტურნირი 2 3 5 4½ დან 10 4–5
2008 გიბრალტარი მე-6 საერთაშორისო ტურნირი 7 2 1 8 დან 10 1
2009 სან-სებასტიანი საერთაშორისო ტურნირი 2009 4 0 5 6½ დან 9 1
2009 ლონდონი საერთაშორისო ტურნირი 0 1 6 6 დან 21 7
2010 მოსკოვი მე-5 ტალიას მემორიალი 1 0 8 5 დან 9 4–6
2010 ლონდონი საერთაშორისო ტურნირი 2 1 4 10 დან 21 /> 4
2011 მედიაში მე-5 საერთაშორისო ტურნირი 1 2 7 4½ დან 10 3
2011 დორტუმუნდი 39-ე საერთაშორისო ტურნირი 2011 2 3 5 4½ დან 10 5
2012 მოსკოვი მე-7 ტალიას მემორიალი 2012 1 2 6 4 დან 9 8–9
2013 სვანგერი საერთაშორისო ტურნირი 2013 4 2 3 5½ დან 9 2–3
2013 სენტ-ლუისი საერთაშორისო ტურნირი 2013 2 1 3 3½ დან 6 2
2015 გიბრალტარი მე-13 საერთაშორისო ტურნირი 7 3 0 8½ დან 10 1
2016 გიბრალტარი მე-14 საერთაშორისო ტურნირი 6 4 0 8 დან 10 1
2016 მოსკოვი ნომინანტების ტურნირი 2016 3 3 8 7 დან 14 7
2017 გიბრალტარი მე-15 საერთაშორისო ტურნირი 6 4 0 8 დან 10 1
2018 სვანგერი მე-6 საერთაშორისო ტურნირი 1 0 7 4½ დან 8 3

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Калиниченко Н. Хикару Накамура: от вундеркинда до второго шахматиста мира. — М.: Russian Chess House, 2016. — 253, [1] с. — (Великие шахматисты мира). — ISBN 978-5-94693-510-4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: