ჰენრი IV

(გადამისამართდა გვერდიდან ჰენრი IV (ინგლისი))

ჰენრი IV ლანკასტერი (ინგლ. Henry IV Lancaster; დ. 3 აპრილი, 1367, ბოლინბროკის სასახლე, ლინკონშირი — გ. 20 მარტი, 1413[1], ლონდონი) — ინგლისის მეფე 1399–1413 წლებში. პირველი მეფე ლანკასტერების დინასტიიდან (პლანტაგენეტების შტო). ლანკასტერის ჰერცოგის, ჯონ გონტის ვაჟი.

ჰენრი IV

1397 წელს მხარს უჭერდა რიჩარდ II-ის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას, თუმცა მალე თავად ჰენრი გააძევა რიჩარდმა ინგლისიდან. 1399 წელს მეთაურობდა ჩრდილოეთ ინგლისის ბარონთა ამბოხებას, ჩამოაგდო რიჩარდ II და თვითონ გახდა მეფე. ჰენრი VI-ის მმართველობას თან ახლდა მსხვილ ფეოდალთა (ჰოლანდები, პერსი და სხვ.) ამბოხებები, აჯანყებები უელსში, შოტლანდიელთა თავდასხმები. უჭერდა რა მხარს კათოლიკურ ეკლესიას, ცდილობდა ამოეძირკვა ადრეული რეფორმაციული მოძრაობები. 1401 წელს მიიღო ლოლარდების წინააღმდეგ მიმართული სტატუტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ian Mortimer, The Fears of Henry IV: the Life of England's Self-Made King (Jonathan Cape, 2007).
  • Зверева В. В. Генрих IV // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 569.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Henry IV at the official website of the British monarchy
  • Henry IV at BBC History
  1. Mortimer, Ian (2007). „Henry IV's date of birth and the royal Maundy“. Historical Research. University of London. 80 (210): 567–576. doi:10.1111/j.1468-2281.2006.00403.x. ISSN 0950-3471.