ჰემფშირული ცხვარი
ჰემფშირული ცხვარი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სახორცე-სამატყლე მიმართულებისა. გამოყვანილია XIX საუკუნის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში (ჰემფშირის, უილტშირისა და სხვა საგრაფოებში) ადგილობრივი უხეშმატყლიანი ნერბის შეჯვარებით საუტდაუნის ჯიშის ერკემალთან. დიდი ზომისაა, ფართო და ღრმა ტანით,[1] ურქოა, ფერად თეთრი. სახეზე, ყურებსა და კიდურებზე მუქი ფერის თმის საფარი აქვს. ნერბის ცოცხალი მასაა 65–70 კგ, ერკემლისა 100–110 კგ. ნაყოფიერება — 130–150 ბატკანი 100 ნერბზე. ადრეულაა, 4 თვის ბატკანს 25 კგ-მდე ხორცი აქვს. მატყლის სიგრძე 6–8 სმ-ია, სიწმინდე 2,6–2,8 მკმ. ნერბის ნაპარსი 3–4 კგ-მდეა, ერკემლისა 5–6 კგ-მდე; სუფთა მატყლის გამოსავალი 50–60%; უმეტესად იყენებენ ტრიკოტაჟის ნაკეთობების დასამზადებლად.[1] მაღალი მეხორცული პოტენციალი რეალიზდება უხვად კვების დროს. კარგად ეგუება სხვადასხვა ბუნებრივ პირობებს.[1] ჰემფშირული ცხვრის მოშენებას მისდევენ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. სსრკ-ში გამოიყენეს გორკული და ლიტვური შავთავა ცხვრის გამოსაყვანად.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Вениаминов А. А. Породы овец мира. М., 1984.
- Жиряков А. М. ГЕМПШИРСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 529.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Буйлов С. В., Гемпширские овцы // Большая советская энциклопедия, т. 6 — М. : Советская энциклопедия, 1971.