გორკული ცხვარი[1] — სახორცე-სამატყლე მიმართულების ნახევრად წმინდამატყლიანი მოკლებეწვიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია გორკის (ახლანდ. ნიჟნი ნოვგოროდის) ოლქში 1936–1950 წლებში ჩრდილოური მოკლებეწვიანი ჯიშის ნერბის შეჯვარებით ჰემფშირული ჯიშის ერკემლებთან. მსხვილი ცხოველია, აქვს მსუბუგი, მაგრამ მაგარი სხეულის აგებულება, კარგადაა გამოხატული მეხორცული ფორმები, რქები არ აქვს, ფერად თეთრია, თავზე, ყურებსა და კიდურებზე მუქი მურა თმის საფარია. ნერბის ცოცხალი მასაა 58–65 კგ (უდიდესი 90 კგ), ერკემლისა 110–120 კგ (უდიდესი 130-მდე). ადრეულა ჯიშია. 6 თვის მოზარდის მასა 35—40 კგ-ია. ნაკლავის გამოსავალი 50—55%. ნაყოფიერება მაღალია, 155–165 მატკანი 100 ნერბზე. მატყლის ნაპარსი ნერბისა 3–4 კგ, ერკემლისა 5–5,5 კგ, წმინდა მატყლის გამოსავალი 55–65%. მატყლის სიგრძე 8–9 სმ (უდიდესი 17 სმ), სიმსხო 27–31 მკმ; სიგრძითა და სიწვრილით ერთგვაროვანი და გათანაბრებულია, ძირითადად 56-ე ხარისხის. გორკული ცხვრის მოშენებას მისდევენ ნოჟნი ნოვგოროდის ოლქში, საუკეთესო საშენი მეურნეობები დალნეე-კონსტანტინოვოსა და ბოგოროდსკის რაიონებშია. დახარჯული საკვებისა და მიღებული ხორცის თანაფარდობით, რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად ითვლება. იყენებენ სამრეწველო შეჯვარებაში უხეშმატყლიანი ჯიშების მატყლის ხარისხისა და სხვა ჯიშების ადრეულობის გაუმჯობესების მიზნით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Капацинская А. Д., Овцеводство Горьковской области, Г., 1960;
  • Государственная племенная книга овец горьковской породы, т. 1—4, М., 1953—65;
  • Капацинская А. А., Горьковская порода // Большая советская энциклопедия, т. 12 — М. : Советская энциклопедия, 1952;
  • Овцеводство/ Под ред. Г. Р. Литовченко, П. А. Есаулова. М.,1972. Т. 2;
  • Семенов С. И., Селькин И. И. Овцы // Генетические ресурсы сельскохозяйственных животных в России и сопредельных странах. СПб., 1994;
  • Жиряков А. М. ГОРЬКОВСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 501.
  1. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა გვ. 66. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020.