ნიქტალოპია

(გადამისამართდა გვერდიდან ჰემერალოპია)

ნიქტალოპია, ქათმის სიბრმავე (ბერძნული: νύκτ- „ნიქტ“- ღამე; ἀλαός- „ალოს“- ბრმა, და ὄψ- „ოპს“- თვალი),[1] — მხედველობის დარღვევა, დაბინდებისას და ღამის სინათლეზე ხედვის უნარის შესუსტება ან სრული დაკარგვა. ღამის სიბრმავე შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ეს უკანასკნელი ძირითადად გამოწვეულია ტრავმით ან A ვიტამინის ნაკლებობით),რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც არაადეკვატური კვებით ასევე ღვიძლის ზოგიერთი დაავადებით. ნიქტალოპიას საფუძვლად უდევს ბადურას ჩხირების სტრუქტურული ცვლილებები. ნიქტალოპიით დაავადებულებს მკაფიო სინათლეზე აქვთ სინათლის შიში, ხოლო შებინდებისას და ღამით მკვეთრად უქვეითდებათ მხედველობა. ნიქტალოპია ჩვეულებრივ მწვავდება ადრე გზაფხულზე, რაც საკვებში A ვიტამინის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. თანდაყოლილი ნიქტალოპიის ყველაზე ხშირი გამომწვევი არის პიგმენტური რეტინიტი, რომლის დროსაც ბადურაში არსებული ჩხირები კარგავენ უნარს უპასუხონ გამღიზიანებელს (სინათლეს). ამ გენეტკური დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ პროგრესირებადი ნიქტალოპია და შეიძლება მათი დღის მხედველობაც გაუარესდეს.

ნიქტალოპია
ერთი და იგივე გარემოს ჯანმრთელი (მარცხნივ) და ნიქტალოპიით (მარჯვნივ) დაავადებული ადამიანის აღქმა
დარგი ოფთალმოლოგია Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 32761
ICD-10 H53.6
ICD-9 368.6
MedlinePlus 003039
MeSH D009755

გამომწვევი მიზეზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nyctalopia Origin. dictionary.com. ციტირების თარიღი: 28 September 2015.
  2. Goldman, Lee. Goldman's Cecil Medicine, 24th, Philadelphia: Elsevier Saunders, გვ. 2429. ISBN 1-4377-2788-3.