ჰელიოსფერო
ჰელიოსფერო — მზის გარშემო არსებული სივრცის უზარმაზარი რეგიონი, რომელიც ბურთულის მსგავსია და შევსებულია პლანეტათაშორისი სივრცით და პლუტონის ორბიტის გაღმა ვრცელდება. მზიდან წამოსული პლაზმის „მონაბერი“, რომელსაც მზიური ქარი ეწოდება, ამ წარმოქმნის ამ ბურთულას და იცავს მას ვარსკვლავთშორისი სივრცის წნევისაგან — წყალბადისა და ჰელიუმის გაზები, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში აღწევს. მზიური ქარი მზიდან მოედინება იქამდე, სანამ დასრულებით დარტყმას არ შეეჯახება, სადაც მოძრაობა უცებ ნელდება. „ვოიაჯერის“ ზონდმა აქტიურად გამოიკვლია ჰელიოსფეროს გარე ნაწილები, გაიარა დარტმით ტალღაში და შევიდა ჰელიოგარსში — გარდამავალი რეგიონი, რომელიც შემოსაზღვრულია ჰელიოსფეროს ყველაზე გარეთ მდებარე კიდით. მას ჰელიოპაუზა ეწოდება. ჰელიოსფეროს საბოლოო ფორმას ის ვარსკვლავთშორისი სივრცე, რომელშიც ის მოძრაობს, ისევე, როგორც მზე. როგორც აღმოჩნდა, ის იდეალურად სფერული არ არის. ამ სტრუქტურების შეზღუდული ხელმისაწვდომი მონაცემებით და გამოუკვლეველი ბუნებით მრავალი ახალი თეორია წარმოიშვა.
2013 წლის 12 სექტემბერს ნასამ განაცხადა, რომ „ვოიაჯერ 1-მა“ ჰელიოსფერო 2012 წლის 25 აგვისტოს დატოვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ზონდმა პლაზმის სიმკვრივეში უეცარი ზრდა აღმოაჩინა — ის დაახლოებით 40-ჯერ მეტი იყო. რადგანაც ჰელიოპაუზა გამოყოფს ერთ საზღვარს მზის მზიურ ქარსა და მთელ გალაქტიკას შორის, „ვოიაჯერ 1-მა, რომელმაც ჰელიოსფერო დატოვა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია.