სფერო
(გადამისამართდა გვერდიდან სფერო (მათემატიკა))
სფერო — მათემატიკაში არის სამგანზომილებიანი ევკლიდური სივრცის (R3–ის) წერტილთა სიმრავლე, რომლებიც თანაბარი r მანძილით არიან დაშორებული სივრცისის მოცემული წერტილიდან. r–ს ეწოდება სფეროს რადიუსი, მოცემულ წერტილილს სფეროს ცენტრი.
ანალიზურ გეომეტრიაში სფერო r რადიუსით და (x0, y0, z0) ცენტრით მოიცემა შემდეგი განტოლებით:
- .
ე.ი. სფერო არის R3–ის ყველა ისეთი (x, y, z) წერტილების სიმრავლე, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ განტოლებას.
შენიშვნა: სალაპარაკო ენაში სფერო შეიძლება აღნიშნავდეს ბირთვს. მათემატიკაში კი სფერო არის ბირთვის საზღვარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მათემატიკა, მარტივად ამოხსნის ხელოვნება დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine.