ჰელენ სოიერ ჰოგი (ინგლ. Helen Sawyer Hogg, დაბ. ჰელენ სოიერი; დ. 1 აგვისტო, 1905, ლოუელი, მასაჩუსეტსი — გ. 28 იანვარი, 1993, რიჩმონდ-ჰილი, ონტარიო) — ამერიკელი და კანადელი ასტრონომი,ასტრონომიის პოპულარიზატორი, კანადის ორდენის კომპანიონი.

ჰელენ ჰოგი

ჰელენ ჰოგის სახელობის მემორიალური დაფა
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1905(1905-08-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ლოუელი[4]
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 1993(1993-01-28)[1] [2] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი Richmond Hill
მოქალაქეობა  კანადა
 აშშ
საქმიანობა ასტრონომი[4] და უნივერსიტეტის პროფესორი[5]
მუშაობის ადგილი ტორონტოს უნივერსიტეტი, David Dunlap Observatory[4] და სმითის კოლეჯი
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი[4] , ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორია[4] და Lowell High School
მეუღლე Frank Scott Hogg და F. E. L. Priestley
ჯილდოები კანადის ორდენის კომპანიონი, Canadian Centennial Medal, ენი კენონის ჯილდო ასტრონომიაში[6] , Rittenhouse Medal, კლამპკე-რობერტსის პრემია, Sandford Fleming Award და კანადის სამეფო საზოგადოების წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰელენ სოიერი დაიბადა 1905 წლის 1 აგვისტოს ლოუელში, მასაჩუსეტსი. 1922 წელს [7] შევიდა სამხრეთ ჰელდიში (მასაჩუსეტსი) მაუნთ-ჰოლიოკის კოლეჯში. 1925 წელს შეიცვალა სპეციალობა ქიმიიდან ასტრონომიის მიმართულებით. 1926 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ჰარვარდის ობსერვატორიაში ჰარლოუ შპლისთან და 1928 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. სოიერი 1930 წელს დაქორწინდა ფრენკ ჰოგზე და მომდევნო წელს დაასრულა დისერტაცია. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჰელენმა ვერ შეძლო ხარისხის მიღება (რადგან იმ დროს ჰარვარდი არ ანიჭებდა მეცნიერის ხარისხს ქალებს), ამიტომ როგორც სამაგისტრო, ასეევ სადოქტორი ხარისხი რედკლიფის კოლეჯში დაიცვა.

ჰოგის ოჯახი საცხოვრებლად ვიქტორიაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გადავიდა, როდესაც ფრენკმა სამსახური მიიღო დომინიონის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში, ჰელენმა ვერ მოახერხა მეუღლესთან სამსახურის დაწყება. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა მის ასისტენტად. თუმცა, ერთობლივი სამუშაოს წყალობით, ახერხებდა ობსერვატორიის ღამით მონახულებას. როდესაც მათი ქალიშვილი სალი შეეძინათ, ჰელენს გოგონა თან დაჰყავდა ღამით დაკვირვებების საწარმოებლად მსოფლიოს სიდიდით მეორე ტელესკოპის საშუალებით. ვიქტორიაში ყოფნისას ჰოგი განაგრძობდა ცვლადი ვარსკვლავების შესწავლას გლობალურ ვარსკვლავების კასეტურში. 1935 წელს ფრენკმა მიიღო თანამდებობა ტორონტოს უნივერსიტეტში და ჰელენმა განაგრძო კვლევითი საქმიანობა დევიდ დანლოპის ობსერვატორიაში ასისტენტად. 1936 წელს ოჯახში დაიბადა ბიჭი დევიდი, 1937 წელს კი — მესამე შვილი ჯეიმსი. ჰელენმა მოახერხა მკვლევარის ანაზღაურებადი თანამდებობის მიღება. [8] 1939 წელს ჰელენ ჰოგმა გამოაქვეყნა თავისი პირველი კატალოგი "ცვლადი ვარსკვლავები გლობალური ვარსკვლავების კასეტურში." [7]

ჰოგი 1940 წლიდან 1941 წლამდე ასრულებდა მაუნთ - ჰოლიოკის ასტრონომიის კათედრის თავმჯდომარის მოვალეობას, შემდეგ კი ტორონტოს უნივერსიტეტში მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. 1946 წელს ჰელენის მეუღლემ დაიკავა დევიდ დანლოპის ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობა 1951 წლამდე, ვიდრე გულის შეტევით გარდაიცვლებოდა. ჰელენი 1951 წელს გახდა დოცენტი, 1955 წელს —ასოცირებული პროფესორი და 1957 წელს — სრული პროფესორი. 1951 წლიდან ჰელენ ჰოგი 30 წლის განმავლობაში წერდა სტატიებს ყოველკვირეულ რუბრიკისთვის Toronto Star- ში. ზოგიერთი მასალა გამოქვეყნდა მის პოპულარულ სამეცნიერო წიგნში «The Stars Belong to Everyone: How to Enjoy Astronomy».. 1970 წელს იგი უძღვებოდა ასტრონომიულ გადაცემას ტელევიზია ონტარიოზე. 1985 წელს ჰელენ ჰოგი დაქორწინდა კოლეგა ფ. პრისლიზე, რომელიც გარდაიცვალა 1988 წელს. [9] ჰოგი გარდაიცვალა 1993 წელს.

სამეცნიერო მუშაობა

რედაქტირება

ჰელენ სოიერ ჰოგის ადრეული ნამუშევარი გამოქვეყნდა რედკლიფში ჰარლო შეპლისთან თანაავტორობით, რომელიც უკავშირდებოდა კვლევებს ცვლად ვარსკვლავებზე და გლობალური ვარსკვლავების კასეტურებს. მისი მთავარი სამუშაო იყო 95 კლასტერის სისტემატური შესწავლა. 1927–1929 წლებში შეპლიმ და სოიერმა (დაქორწინებამდე) დაიწყეს კასეტურების კლასიფიკაცია ვარსკვლავების კონცენტრაციის ხარისხის მიხედვით. ყველაზე მაღალი კონცენტრაციის კლასტერები გადანაწილდა I კლასში და შემდგომში დალაგდა XII კლასამდე კონცენტრაციის შემცირების მიზნით (ზოგჯერ კლასები აღინიშნება არაბული ციფრებით: 1-12). ამ კლასიფიკაციას ეწოდება შაპლი-სოიერის გლობალური კასეტურების კლასიფიკაციის კლასი (ინგ. Shapley–Sawyer Concentration Class). [10] სიცოცხლის განმავლობაში ჰოგმა გადაიღო კასტერების 2000 ფოტო, რომელთა დახმარებით მან ამოიცნო ათასობით ცვლადი ვარსკვლავი და შეადგინა კატალოგი, რომელიც მოიცავდა დეტალურ მონაცემებს კასეტურებისა და მათი ანალიზის შესახებ. ვარსკვლავურ კასეტურებში ცვლადი ვარსკვლავების შედარებითი მახასიათებლები, ცვალებადი ვარსკვლავების პერიოდებისა და ფერების განაწილება დაკავშირებულია კასეტურის სტრუქტურასა და ევოლუციის სტადიასთან. ჰოგმა აღმოაჩინა 2119 ცვლადი ვარსკვლავი 108 კასეტურში, ცვლადი ვარსკვლავების 90%-ზე მეტი განეკუთვნებოდა RR Lyrae ტიპს.[11]

აღიარება

რედაქტირება

ჰელენ ჰოგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამყაროს გაგებაში. კასეტურების 2000 ფოტო, ათასობით ცვლადი ვარსკვლავის შესახებ ინფორმაცია და შედგენილი სამი კატალოგი კვლავ გამოიყენება ასტრონომების მიერ. ჰოგს გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი ხელმძღვანელობდა რამდენიმე კანადურ სამეცნიერო და ასტრონომიულ ორგანიზაციას და ასევე იყო ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ასტრონომიის პროგრამის დირექტორი. მისმა ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა ირმის ნახტომის შემდგომ კვლევებს და მიიღო საერთაშორისო აღიარება.

დოქტორი ჰელენ ჰოგი ცნობილია როგორც მეცნიერი, მასწავლებელი და ასტრონომიის პოპულარიზატორი. კარიერის განმავლობაში მან მიიღო მრავალი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, გახდა კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, კანადის ორდენის კომპანიონი, (1976) მიიღო საპატიო დოქტორის წოდება 6 ინსტიტუტიდან. 1950 წელს იგი იყო ნომინირებული Annie Cannon Award-ზე ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მიერ. 1983 წელს ჰოგმა მიიღო დოროთეა კლუმპკე-რობერტსის ჯილდო. ჰელენ ჰოგის სახელი ეწოდა ასტეროიდს, ტელესკოპს და ობსერვატორიას ოტავაში. 1985 წელს კანადის ასტრონომიულმა საზოგადოებამ და კანადის სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ დააწესეს ჰელენ სოიერ ჰოგის სახელობის საჯარო ლექციები. რომელსაც ატარებენ მოწვეული მეცნიერები. ლექციები ყოველწლიურად იმართება ორი საზოგადოების შეხვედრაზე (მაგალითად, 1993 წელს ჩაატარა მარგარეტ გელერმა, 2009 წელს ლოურენს კრაუსმა, 2012 წელს ჯოსლინ ბელ ბერნელსმა ).

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 608–609. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  5. Czech National Authority Database
  6. Annie Jump Cannon Award in AstronomyAmerican Astronomical Society.
  7. 7.0 7.1 Helen Sawyer Hogg (1905-1993). Astro Canada. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  8. Helen Sawyer Hogg, 1905-1993. The Journal of the American Association of Variable Star Observers, vol. 22, no. 1, p. 83-86. ციტირების თარიღი: 2016-01-31.
  9. Helen Battles Sawyer Hogg-Priestly. Britannica. ციტირების თარიღი: 2020-04-01.
  10. , ISSN 0004-6280, doi:10.1086/128229. — JSTOR 40674226
  11. HELEN Sawyer HOGG (1905-1993). Astronomical Society of the Pacific, Publications (ISSN 0004-6280), vol. 105, no. 694, p. 1369-1372. ციტირების თარიღი: 2016-01-31.