ჰელა (კომიქსები)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰელა — Marvel Comics-ის პერსონაჟი. პირველად გამოჩნდა კომიქსში: ''მოგზაურობა საიდუმლოებებში'' #102 (1964 წელი). მისი ავტორები არიან მწერალი სტენ ლი და მხატვარი ჯეკ კირბი. ჰელა არის, ლოკისა და გიგანტი ანგრბოდას შვილი, ჰელა მკვდართა სამეფოს ქალღმერთია, მას შეუძლია ყველაზე მამაცი მეომრის გულშიც კი დათესოს შიში.
ჰელა | |
---|---|
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | მოგზაურობა საიდუმლოებებში #102 (1964 წელი) |
ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, ჯეკ კირბი |
დახასიათება | |
სახეობა | ასგარდელი |
ფსევდონიმები | სიკვდილის ქალღმერთი, სიკვდილის დედოფალი, სიბნელის საყვარელი |
გუნდები/ ჯგუფები |
ჯოჯოხეთის ბატონები, სიკვდილის ღმერთები, შავი ორდენი |
მოკავშირეები | ფენრისი |
შესაძლებლობა |
|
გამოგონილი ბიოგრაფია
რედაქტირებაჰელა დაიბადა იოტუმჰეიმში, გიგანტების ქვეყანაში. ჰელა არის, ლოკისა და გიგანტი ანგრბოდას შვილი. როდესაც ჰელა სრულწლოვნი გახდა, ოდინმა ის სიკვდილის ქალღმერთად გამოაცხადა.
ჰელა ხშირად ცდილობდა თავისი ძალაუფლების გაფართოებას. ამ მცდელობების გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოდინთან ან მის ვაჟთან თორთან.
ერთხელ თორი ხელებში ჩააკვდა ჰელას. შემდეგ ლედი სიფმა ჭექა-ქუხილის ღმერთის მიმართ უსაზღვრო სიყვარული გამოავლინა და ჰელას შეევედრა, თორის მაგივრად ის წაეყვანა. ამ სცენამ ისე იმოქმედა ჰელაზე, რომ თორს ნება დართო, ცოცხლების სამყაროში დარჩენილიყო.
კინო სამყარო
რედაქტირებაჰელა | |
---|---|
პირველი გამოჩენა | თორი: რაგნაროკი |
მსახიობი | კეიტ ბლანშეტი |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი | სიკვდილის ქალღმერთი |
სახეობა/რასა | ასგარდელი |
ასაკი | 2500-3500 |
ოჯახი |
საინტერესოა, რომ მარველის კინემატიკურ სამყაროᲨი ჰელა თორის და ლოკის დაა და მისი გამოჩენა რაგნაროკის დაწყებას მოასწავებს.
ჰელა ოდინის პირველი შვილია. ერთ დროს ასგარდის ჯალათი იყო. ჰელა ოდინის ჯარებს სარდლობდა ცხრა სამეფოს დაპყრობისას. ბოლოს, ოდინმა ბრძოლას მშვიდობა არჩია, მაგრამ ჰელა მის შეხედულებას არ იზიარებდა. ოდინი იძულებული გახდა, ჰელა გამოემწყვდია.
დაბრუნება
როდესაც ოდინი გარდაიცვალა, ჰელა გათავისუფლდა და მის ძმებს (თორს და ლოკის) თავი გააცნო. თორმა, ჰელას დასამარცხებლად მიოლნირი გამოიყენა, თუმცა ჰელა ღირსეული აღმოჩნდა და მიოლნირი დაამტვრია.
ტახტის დაბრუნება
ასგარდში დაბრუნებული ჰელა მუხვდა, რომ იქ ვერავინ ცნობს და არ იციან ვინაა. ამან ჰელა განარისხა. ასგარდის ელიტარული მეომრები ებრძვიან, მაგრამ სიკვდილის ქალღმერთი მათ ხელის ერთი მოსმით აცამტვერებს.