ჰეილი ბენეტი
ჰეილი ლორეინ კილინგი (ინგლ. Haley Bennett; დ. 7 იანვარი, 1988)[1] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია სახელით ჰეილი ბენეტი.[2] თავისი სამსახიობო დებიუტი რომანტიკულ კომედიაში „მუსიკა და ლირიკა“ შედგა, შემდეგ გამოჩნდა სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: „მოლი ჰართლის მოჩვენებები“ (2008), „კოლეჯი“ (2008), „ხვრელი“ (2009), „ბა-ბახ“ (2010), „გამთანაბრებელი“ (2014), „კრისტი“ (2014), „სასტიკი ჰენრი“ (2015), „შესანიშნავი შვიდეული“ (2016), „გოგონა მატარებელში“ (2016), „მადლობა თქვენი სამსახურისათვის“ (2017), „წითელი ზღვის კურორტი“ (2019).
ჰეილი ბენეტი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჰეილი ლორეინ კილინგი |
დაბადების თარიღი |
7 იანვარი, 1988 ფორტ მაიერსი, ფლორიდა |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2007-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯო რაიტი |
შვილ(ებ)ი | 1 |
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებაბენეტის მშობლები, დორსი ბენეტი და რონალდ კილინგი ეკლესიაში შეხვდნენ.[3][4] ისინი ფლორიდაში დასახლდნენ, როდესაც დორსი ჰეილიზე იყო ფეხმძიმედ.[5] ჰეილი წარმოშობით ინგლისელი, შოტლანდიელი, ირანელი, გერმანელი და ლიტველია. დაიბადა და გაიზარდა ფლორიდაში. ჰეილის მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ჰეილი 6 წლის იყო, ის მამასთან ერთად ოჰაიოს შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისმა ავტომობილების შესაკეთებელი სადგური გახსნა.[5] ისინი რეგულარულად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს შტატიდან შტატში. ჰეილი ამბობს: „არ იყო ადგილი სადაც ორ წელზე მეტ ხანს ვცხოვრობდით, არ მქონდა ახლო ურთიერთობა ხალხთან, შესაძლოა არ მაინტერესებდა რას ფიქრობდა ხალხი, რადგან ვფიქრობდი, 'კარგი, ალბათ აქ დიდხანს არ გავჩერდები'“. ბენეტი თავის ბავშვობას აღწერს როგორც „მომთაბარე“.
როდესაც ბენეტი 10 წლის იყო, იგი მამამისთან ერთად ოჰაიოს შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი სწავლობდა სტოუ–მონრო-ფოლსის საშუალო სკოლაში. 13 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა ბარიბიზონის სამოდელო სკოლაში. როდესაც ჰეილი დედამისთან ქალაქ ნეიპლზში ცხოვრობდა, იგი სწავლობდა Barron G. Collier-ის საშუალო სკოლაში, სადაც იგი დაეუფლა მუსიკას და მსახიობობას.[6] 18 წლის ასაკში ბენეტმა ლოს-ანჯელესში წასვლა მოინდომა, რომ იქ გაეგრძელებინა მსახიობობა.
ჰეილი ბენეტი ახლა
რედაქტირებაგარდა მისი სამსახიობო კარიერისა, ჰეილი თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან და მონაწილეობს სარეკლამო კამპანიებში. 2017 წლის დასაწყისში ჰეილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტანსაცმლის ბრენდ „Rag & Bone“-თან და გახდა მისი ოფიციალური სახე. იმავე წელს ბენეტის ფოტოები გამოჩნდა მოდის ჟურნალების გვერდებზე. შანელი ჩამოთვლილია იმ ბრენდებს შორის, რომელთანაც მსახიობი თანამშრომლობს. ჰეილის რეიტინგი ყოველწლიურად მატულობს, მსახიობი დიდი ხანია შედის საუკეთესო მსახიობების სიაში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰეილის და მის მეუღლეს ჯო რაიტს, შვილი ვირჯინია უილოუ 2018 წლის 31 დეკემბერს შეეძინათ.[7][8][9] ისინი ცხოვრობენ ბრუკლინში. [10]
გარე ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Haley Bennett – Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2016. ციტირების თარიღი: February 8, 2016.
- ↑ Why Everyone's Talking About Haley Bennett (October 11, 2016). ციტირების თარიღი: March 25, 2018.
- ↑ Haley Bennett: Biography (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 27, 2017. ციტატა: „Haley Keeling was born in 1989 in Fort Myers, Florida, but she was raised in Naples, Florida and in Ohio.“ ციტირების თარიღი: August 18, 2010.
- ↑ Kate Rich. (February 14, 2007) New Hollywood star has ties to Naples, Florida and Northeast Ohio. The Review. Alliance Publishing Co. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 26, 2011. ციტირების თარიღი: August 18, 2010.
- ↑ 5.0 5.1 How Haley Bennett Became 2016's Hottest Young Breakout Star. Rolling Stone (November 23, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2018. ციტირების თარიღი: March 25, 2018.
- ↑ Haley Bennett. Barbizon Modeling. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2019. ციტირების თარიღი: March 25, 2018.
- ↑ 'The Girl on the Train's Haley Bennett and Director Joe Wright Expecting First Child Together.
- ↑ Instagram post by Haley Bennett • May 15, 2019 at 3:13pm UTC. ციტირების თარიღი: July 21, 2019.
- ↑ Haley Bennett on Instagram: “Being a momma has changed me and my life in ways that I never could have imagined. I am so grateful. I can’t imagine life without this…it's really difference.”. ციტირების თარიღი: July 21, 2019.
- ↑ "How a New Generation of Designers Is Shaking Up Storied Fashion Houses", Vogue (magazine), February 13, 2018. Accessed February 12, 2019. "Back in Brooklyn Heights with her rescue dog, River, Bennett's personal goal is about 'transforming and decorating my house. I have 60 pairs of shoes—and no forks.'"