ჰაჯიყაბულის ტბა (აზერ. Hacıqabul gölü) — აზერბაიჯანის მეექვსე უდიდესი ტბა.[2]

ჰაჯიყაბულის ტბა
აზერ. Hacıqabul gölü
კოორდინატები: 39°58′59″ ჩ. გ. 48°55′30″ ა. გ. / 39.98306° ჩ. გ. 48.92500° ა. გ. / 39.98306; 48.92500
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, არანის რეგიონი
სიგრძე კმ
სიგანე კმ
ფართობი 16,68 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
გამჭვირვალობა 0,06—2,5 
ჩამდინარე მდინარეები მტკვარი
[1]
ჰაჯიყაბულის ტბა — აზერბაიჯანი
ჰაჯიყაბულის ტბა

ზოგადი ინფორმაცია

რედაქტირება

ტბა მდებარეობს ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ შირვანთან ახლოს, ჰაჯიყაბულის რაიონში, რკინიგზის სადგურთან ახლოს. მისი საერთო ფართობია 1668 ჰა, მაქსიმალური სიგრძე — 6 კმ, მაქსიმალური სიგანე — 3 კმ, ხოლო უდიდესი სიღრმე — 5 მეტრი. ტბა მარაგდება მდინარე მტკვრის წყლით, სპეციალური არხის მეშვეობით. წყლის ტემპერატურა 5 °C-დან 28,5 °C-მდე მერყეობს. წყლის გამჭვირვალობა 0,06-2,5 მეტრი. ტბის სარეწაო მნიშვნელობის თევზებია: ჭანარი, კობრი, ლოქოსებრნი, წერი, ჩვეულებრივი ფარგა და თეთრი ამური. ტბის წყალში იზრდება ისეთი მცენარეები, როგორიცაა ლაქაში, Scirpoides holoschoenus, ბაია და ანთოცეროტოვანნი.[3]

ტბა მდებარეობს მტკვარ-არაქსის დაბლობზე. იგი ჩამოყალიბდა გარკვეულ გეოლოგიურ პერიოდში კასპიის ზღვის უკან დახევის შედეგად. გაზაფხულზე, მდინარე მტკვრის ნაკადის ზრდისას, იზრდება ტბის მოცულობაც.[4]

ტბა ზამთარში არ იყინება, რითაც დიდი მნიშვნელობა აქვს მიგრირებადი ფრინველების არსებობისთვის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. "Virtual Azerbaijan"
  2. Water resources of Azerbaijan
  3. Hajigabul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-07. ციტირების თარიღი: 2017-04-23.
  4. Hacıqabul rayonu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2017-04-23.