ჰაფიზი აბრუ
ჰაფიზი აბრუ (ნამდვილი სახელი აბდ ალ-ლაჰ იბნ ლუტფ ალ-ლაჰ იბნ აბდ ალ-რაშიდ ალ-ბიჰდადინი) (გ. 1430) — ირანელი ისტორიკოსი და გეოგრაფი. განათლება მიიღო ჰამადანში. მოღვაწეობდა თემურიდთა კარზე. მისი პირველი ნაშრომი უნდა იყოს ანონიმური "მატიანეთა კრებულის გაგრძელება" ("ზეილ-ი ჯამი ალ-თავარიხ"). 1412 შეადგინა "შამის გამარჯვების წიგნის გაგრძელება" ("ზეილ-ი ზაფარნამეი შამი"), აღწერა შაჰრუხის მეფობა 1413-მდე ("თარიხი შაჰრუხ"), თარგმნა და ისტორიული ცნობებით შეავსო არაბული გეოგრაფიული თხზულება. მრავალტომიანი "კრებული" ("მაჯმა") აერთიანებს ტაბარის სპარსულ თარგმანს, რაშიდ ად-დინის, შამის და მის მიერ დაწერილ ისტორიულ შრომებს, მსოფლიო ისტორიული ტიპისაა 4-ტომიანი "მატიანეთა კრებული" ("მაჯმა ალ-თავარიხი").
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 608.