ფელიქს ჰაუსდორფი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაუსდორფი, ფელიქს)

ფელიქს ჰაუსდორფი (დ. 8 ნოემბერი, 1868, ბრესლაუ, ახლანდელი ვროცლავი — გ. 26 იანვარი, 1942, ბონი) — გერმანელი მათემატიკოსი. 1891 წელს დაამათავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1895 წლიდან ასწავლიდა იქვე (1902 წლიდან პროფესორი); მოგვიანებით გრაიფსვალდის, 1921 წლიდან — ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. ჰაუსდორფმა დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის სხვადასხვა დარგში — სიმრავლეთა თეორიაში, ტოპოლოგიაში, ფუნქციონალურ ანალიზში, უწყვეტ ჯგუფთა თეორიაში, რიცხვთა თეორიაში.

ფელიქს ჰაუსდორფი

ლიტერატურა

რედაქტირება