ჰარცის ეროვნული პარკი

ჰარცის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Harz) — ბუნების ნაკრძალი გერმანიაში, ქვემო საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის ტერიტორიებზე. მოიცავს დასავლეთ ჰარცის მთის მასივის დიდ ნაწილს და იშლება ქალაქ ჰერცბერგიდან და ბად-ლაუტერბერგიდან ბად-ჰარცბურგისა და ილსენბურგის სამხრეთ კიდეებამდე. არეალის 95 % ტყითაა დაფარული, ძირითადად ნაძვისა და წიფლის ხეებით, მოიცავს რამდენიმე ჭაობს, გრანიტის კლდეებსა და უბეებს. პარკი ევროკავშირის Natura 2000-ის ქსელის ნაწილია.

ჰარცის ეროვნული პარკი

Nationalpark Harz

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 51°47′ ჩ. გ. 10°34′ ა. გ. / 51.783° ჩ. გ. 10.567° ა. გ. / 51.783; 10.567
ფართობი 247 კმ²
დაარსდა 1990, 1994, 2006
მმართველი ორგანო Nationalparkverwaltung Harz

Lindenallee 35 38855 Wernigerode

ამჟამინდელი ფორმით, პარკი 2006 წლის 1 იანვარს შეიქმნა, ქვემო საქსონიის ჰარცის ეროვნული პარკისა და საქსონია-ანჰალტის ზემო ჰარცის ეროვნული პარკის შერწყმის შედეგად. იქიდან გამომდინარე, რომ ჰარცს კვეთდა შიდაგერმანული საზღვარი, მასივის დიდი ნაწილი აკრძალულ არეალს წარმოადგენდა, გარდა საფორტიფიკაციო ნაგებობებისა, რომლებიც ხელუხლებელი გადარჩა.

ეროვნული პარკის უიშვიათეს ცხოველთა შორისაა Cinclus, შავი ყარყატი, შავარდენი, ევროპული გარეული კატა და ევრაზიული ფოცხვერი. უკანასკნელი ფოცხვერი ჰარცის მთებში 1818 წელს მოკლეს, მაგრამ 1999 წელს ამუშავდა ხელახლა მათი ხელახლა გაშენების პროექტი. 2002 წლიდან დაიბადა რამდენიმე ფოცხვერი, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა Auerhuhn-ის დაბრუნების მცდელობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება