ჰაროლდ რემისი
ჰაროლდ ალენ რემისი (ინგლ. Harold Allen Ramis; დ. 21 ნოემბერი, 1944, ჩიკაგო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები — 24 თებერვალი, 2014, გლენკო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი და მწერალი. მისი, როგორც მსახიობის, ყველაზე ცნობილი როლია ეგონ სპენგლერი, ფილმში „მოჩვენებებზე მონადირეები“ (1984) და „მოჩვენებებზე მონადირეები 2“ (1989). რემისს გადაუღია კომედიური ფილმები, მათ შორის: „გოლფის კლუბი“ (1980), „ეროვნული არდადეგები“ (1983), „ზაზუნას დღე“ (1993), რომლის თანასცენარისტიც თავად არის.
ჰაროლდ რემისი | |
---|---|
რემისი 2009 წელს | |
დაბადების სახელი | ჰაროლდ ალენ რემისი |
დაბადების თარიღი |
21 ნოემბერი, 1944 ჩიკაგო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
24 თებერვალი, 2014 (69 წლის) გლენკო, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები |
ალმა-მატერი | სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, მწერალი |
მეუღლე(ები) |
ენ პლოტკინი (1967-1984) ერიკა მანი (1989-რემისის სიკვდილამდე) |
შვილ(ებ)ი | 4 |
ბოლო ფილმი, რომლის რეჟისორიც, სცენარისტიცა და პროდიუსერიც იყო, და რომელშიც ერთ-ერთ როლს თამაშობდა, არის „წელი პირველი“ (2009).
1994 წელს, რემისმა, დენი რუბინთან ერთად, BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის, ფილმისთვის „ზაზუნას დღე“.
ადამ სენდლერმა, ჯეი როუჩმა და სხვებმა იგი თავიანთ ერთ-ერთ საყვარელ კინორეჟისორად დაასახელეს. [1]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰაროლდ ალენ რემისი 1944 წლის 21 ნოემბერს ჩიკაგოში, ილინოისში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. იგი რუთ კოკისა და ნათან რემისის შვილი იყო. 1958 წელს დაამთავრა სწავლა სენის სკოლაში, ხოლო 1966 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი, მისურის შტატი).
კარიერა
რედაქტირება1968 წელს რემისი ჩიკაგოში დაბრუნდა, სადაც იგი სხვადასხვა სკოლებში, რობერტ ტეილორ ჰოუმსის პროექტის ფარგლებში, მასწავლებლად მუშაობდა. ამ პერიოდში იგი ასევე წერდა Chicago Daily News-ისთვის. ამასთანავე, დაიწყო სწავლა და შესრულება ჩიკაგოს იმპროვიზაციულ თეატრში.
1969 წლისთვის იგი Playboy-ს ჟურნალის რედაქტორის ასისტენტად მუშაობდა. მალევე, 1974 წელს, ჟურნალისტიკას თავი მიანება და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ჯონ ბელუშთან, ანდრეა მარტინთან და ბილ მარისთან ერთად The National Lampoon Radio Hour-ში მუშაობდა. ამის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, 1976-დან 1979 წლამდე, იგი იყო სცენარისტი და თანაპროდიუსერი ცნობილი კანადური ტელესერიალისა, სახელწოდებით „Second City Television“. რემისი ამასთანავე სერიალში ერთ-ერთ როლს ასრულებდა.[2]
1984 წელს იგი ცნობილი კომედიური სერიალის, სახელწოდებით „საუკეთესო“, აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა. სერიალის რეჟისორი დევიდ ჯოვი, ხოლო პროდიუსერი კი, პოლ ფლატერი იყო.
რემისმა „Second City Television“-ისთვის მუშაობა შეწყვიტა, რათა კინო-კარიერისთვის მიეყო ხელი. მან, „National Lampoon“-ის ჟურნალის ერთ-ერთ მწერალთან, დაგლას კენისთან ერთად, დაწერა სცენარი კომედიური ფილმისათვის, „National Lampoon-ის ცხოველების ფერმა“ (1978), მათ დუეტს მალევე კრის მილერი, ამერიკელი ავტორი და სცენარისტი შეუერთდა. ფილმი კომერციულად წარმატებული გამოდგა და 141 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ბილ მარისა და ჰაროლდ რემისის ექვსი კოლაბორიციიდან პირველი არის 1979 წლის კომედიური ფილმი, სახელწოდებით „სულელები“. რემისი ფილმის თანასცენარისტია.
ჰაროლდ რემისის სარეჟისორო დებიუტი 1980 წელს შედგა ფილმით „გოლფის კლუბი“, რომელიც მან დაგლას კენისთან და ბრაიან დოილ-მარისთან ერთად დაწერა. ფილმში ქევი ჩეისი, როდნი დეინჯერფილდი, ტედ ნაითი და ბილ მარი თამაშობენ. როგორც რემისის წინა ორი ფილმი, „გოლფის კლუბიც“ წარმატებული გამოდგა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარემისი ორჯერ ყოფილა დაქორწინებული. 1967 წლის 2 ივლისს იგი სან-ფრანცისკოელ მხატვარზე, ენ პლოტკინზე დაქორწინდა, ვისგანაც ქალიშვილი, ვაიოლეტ რემის სტილი შეეძინა. ბილ მარი ვაიოლეტის ნათლიაა. [3] 1984 წელს წყვილი განქორწინდა. 1985 წელს რემისს ქალიშვილი, მოლი ჰეკერლინგი შეეძინა რეჟისორ ემი ჰეკერლინგისგან. [4] 1989 წელს რემისი ერიკა მანზე დაქორწინდა. მათ ერთად ორი შვილი ჰყავთ, ჯულიან არტური და დენიელ ჰეიესი.
გარდაცვალება
რედაქტირება2010 წელს, აუტოიმუნური ანთებითი ვასკულიტის შედეგად, რემისმა სიარულის უნარი დაკარგა.
2014 წლის 24 თებერვალს, 69 წლის ასაკში, იგი ჩიკაგოში, დაავადების გართულებებით გარდაიცვალა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაროგორც რეჟისორი
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1980 | ფ | „გოლფის კლუბი“ | Caddyshack | რეჟისორი, სცენარისტი |
1983 | ფ | „National Lampoon-ის არდადეგები“ | National Lampoon's Vacation | რეჟისორი |
1986 | ფ | კლუბი „სამოთხე“ | Club Paradise | რეჟისორი, სცენარისტი |
1993 | ფ | „ზაზუნას დღე“ | Groundhog Day | რეჟისორი, სცენარისტი |
1995 | ფ | „სტიუარტი თავის ოჯახს გადაარჩენს“ | Stuart Saves His Family | რეჟისორი |
1996 | ფ | „მრავალფეროვნება“ | Multiplicity | რეჟისორი, პროდუსერი |
1999 | ფ | „გააანალიზე ეს“ | Analyze This | რეჟისორი, სცენარისტი |
2000 | ფ | „სურვილით დაბრმავებული“ | Bedazzled | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
2002 | ფ | „გააანალიზე ის“ | Analyze That | რეჟისორი, სცენარისტი |
2005 | ფ | „ყინულის მოსავალი“ | The Ice Harvest | რეჟისორი |
2009 | ფ | „წელი პირველი“ | Year One | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.newyorker.com/archive/2004/04/19/040419fa_fact3?currentPage=all
- ↑ https://www.allmusic.com/artist/harold-ramis-mn0000952227/biography
- ↑ http://www.newyorker.com/archive/2004/04/19/040419fa_fact3?currentPage=all
- ↑ http://www.chicagotribune.com/entertainment/chicagoinc/ct-ent-harold-ramis-daughter-mollie-heckerling-20180418-story.html