ჰალიქტიდები
ჰალიქტიდები (ლათ. Halictidae) — ფუტკრების სიდიდით მეორე ოჯახი. მოიცავს ფუტკრების 4500-მდე სახეობას. ამ სახეობების წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გვხვდებიან, გარდა ანტარქტიდისა. ჰალიქტიდების ოჯახის წარმომადგენლები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, გააჩნიათ განსხვავებული ზომა, სხეულის ფორმა და ფერი. გვხვდებიან როგორც მუქი შეფერილობის, ასევე მწვანე, წითელი და იასამნისფერი სახეობები. განსხვავდებიან მამრი და მდედრი ინდივიდებიც. ეს ოჯახი არის პირველი აღმოჩენილი ეუსოციალური ფუტკრების ჯგუფი.
ჰალიქტიდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Halictus scabiosae - MHNT | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Halictidae | ||||||||||||
|
ეკოლოგია
რედაქტირებაჰალიქტიდების უმეტესობა მიწაში ბუდობენ, ხშირად თიხიან ნიადაგებში[1] ან მდინარის სანაპიროებთან, უფრო იშვიათად ხეებში. ისინი „მასობრივად უზრუნველყოფენ“ თავიანთ შთამომავლებს, და არა პროგრესულად, განსხვავებით თაფლის ფუტკრებისგან, ე.ი. ისინი კვერცხთან ერთად ლუქავენ დიდი რაოდენობით ნექტარსა და მტვერს, რათა მატლმა ერთიანად მიიღოს მისთვის საჭირო საკვები. ჰალიქტიდების ყველა სახეობა, გარდა კლეფტოპარაზიტებისა, მტრით იკვებება და მათ მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით დამტვერვაში.
ეუსოციალობა
რედაქტირებაჰალიქტიდების უმეტესი სახეობა ეუსოციალურია (ნაწილობრივ მაინც),
მაგალითად Lasioglossum malachurum. მუშა ფუტკრებსა და დედოფალს შორის მკვეთრად გამოკვეთილი განსხვავებებია, ხოლო მათი საქმიანობა დიფერენცირებული. ჰალიქტიდებში შეინიშნება მრავალფეროვანი სოციალური ქცევები და ინსტინქტები, რომლებზეც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა სეზონი, კლიმატი, ადგილმდებარეობა, ხელმისაწვდომი რესურსები და სხვა.
იმ სახეობებს, რომლებშიც ინდივიდებს არ აქვთ დიფერენცირებული საქმიანობა და მოვალეობები, როგორებიცაა Lasioglossum zephyrus ან Halictus rubicundus, პრიმიტიულ ეუსოციალურ სახეობებს მიაკუთვნებენ. პრიმიტიული ეუსოციალობის კიდევ ერთი მაგალითია Halictus ligatus. ფუტკრების ამ ოჯახისთვის აგრესიაა იერარქიული და სოციალური წყობის განმსაზღვრელი. ამის მსგავსი პრიმიტიული ეუსოციალური სახეობების არსებობა ეუსოციალობის განვითარებაზე გვიქმნის წარმოდგენას.
კბენა
რედაქტირებაჰალიქტიდებში მხოლოდ მდედრ ფუტკრებს აქვთ კბენის უნარი, რაც, მათი არააგრესიული ბუნების გამო, საკმაოდ იშვიათია და მხოლოდ ფუტკრის მოკვლის მცდელობის გამო, ან მასთან შემთხვევითი კონტაქტის დროს ხდება. ნაკბენი უმნიშვნელოა და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანებისთვის.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ბრაიან ნ., დანფორტი, ალმეიდა კ., The Impact of Molecular Data on Our Understanding of Bee Phylogeny and Evolution, 2013, გვ. 57-78