ჰაინრიხ V (სრი)
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაინრიხ V (წრი))
ჰაინრიხ V (გერმ. Heinrich V; დ. 8 იანვარი, 1081 — გ. 23 მაისი, 1125, უტრეხტი) — გერმანიის მეფე 1106 წლიდან, საღვთო რომის იმპერატორი 1111 წლიდან, ჰაინრიხ IV-ისა და ბერტა სავოიელის ძე. მამის სიცოცხლეშივე დაუკავშირდა მის მოწინააღმდეგეებს —პაპს და გერმანიის მთავრებს. შემდეგ განაგრძო ბრძოლა ინვესტიტურისათვის, რომელიც საბოლოოდ კომპრომისული ვორმსის კონკორდატით დასრულდა (1122). დაკრძალულია შპაიერის ტაძარში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადაქორწინებული იყო მატილდა ინგლისელზე. ჰაინრიხ V-ს და მატილდა ინგლისელს შვილები არ შეძენიათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 592.
- Bryce, James. The Holy Roman Empire. MacMillan, 1913
- Comyn, Robert. History of the Western Empire, from its Restoration by Charlemagne to the Accession of Charles V, Vol. I. 1851