ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰაიდერ ალ-აბადი (არაბ. حيدر جواد كاظم العبادي; დ. 25 აპრილი, 1952) — ერაყელი პოლიტიკოსი, რომელიც ერაყის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე. სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ პირველივე მთავრობაში 2003-2004 წლებში იგი მსახურობდა კომუნიკაციების მინისტრად.[4]

ჰაიდერ ალ-აბადი
არაბ. حيدر جواد العبادي
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1952(1952-04-25)[1] [2] (72 წლის)
დაბადების ადგილი ბაღდადი
მოქალაქეობა  ერაყი
განათლება მანჩესტერის უნივერსიტეტი, University of Technology, Iraq, Markaziyah High School და მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
ჯილდოები Time 100[3]

2014 წლის 11 აგვისტოს იგი პრეზიდენტმა ფუად მასუმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა ნური ალ-მალიქის შემცვლელად[5] და 2014 წლის 8 სექტემბერს ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა. ალ-აბადი შეყვანილი იყო ჟურნალ „თაიმის“ „2018 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში.[6]

იგი თანამდებობაზე იმყოფებოდა ერაყის ომის (2013-2017) უმეტესი პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც მან გამოაცხადა გამარჯვება ISIS-ის წინააღმდეგ. მოგვიანებით, 2018 წელს მან დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მზარდი შიდა უკმაყოფილებისა და გავრცელებული ძალადობრივი პროტესტის ფონზე.[7][8][9]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ალ-აბადი დაიბადა ბაღდადში, შიიტი არაბის ოჯახში. ალ-აბადის მამა იყო ბაღდადის ნეიროქირურგიის საავადმყოფოს წევრი და ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი. იგი იძულებული გახდა პენსიაზე გასულიყო 1979 წელს ბაასისტურ რეჟიმთან უთანხმოების გამო და გარდაცვალების შემდეგ დაკრძალეს აშშ-ში.[10] ალ-აბადმა, რომელიც ინგლისურად საუბრობს, 1970 წელს დაამთავრა ბაღდადის ცენტრალური საშუალო სკოლაში.[11] 1975 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში ბაღდადის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.[12] 1980 წელს კი მოიპოვა დოქტორის ხარისხი ასევე ელექტროინჟინერიაში მანჩესტერის უნივერსიტეტში.[13]

ალ-აბადი დავას პარტიას 1967 წელს შეუერთდა. მისი ორი ძმა მოკლეს, ხოლო ერთი ციხეში ჩასვეს 1980, 1981 და 1982 წლებში დავას პარტიის წევრობის გამო. 1981 წელს მისი მესამე ძმა დააპატიმრეს და 10 წელი გაატარა ციხეში. 1977 წელს იგი გახდა პარტიის ბრიტანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1979 წელს კი გახდა პარტიის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის წევრი. 1983 წელს მთავრობამ ჩამოართვა ალ-აბადის პასპორტი ერაყის ბაასის პარტიის წინააღმდეგ შეთქმულების გამო.

2003 წლამდე ალ-აბადი დარჩა დიდ ბრიტანეთში, ნებაყოფლობით გადასახლებაში. ქვეყანაში დაბრუნდა აშშ-ის ერაყში შეჭრამდე.[14]

ერაყის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

2014 წლის 24 ივლისს ფუად მასუმი გახდა ერაყის ახალი პრეზიდენტი. მან, თავის მხრივ, 11 აგვისტოს ალ-აბადი წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.[15] დანიშვნის ძალაში შესასვლელად, ალ-აბადს მოეთხოვებოდა 30 დღის ვადაში შეექმნა მთავრობა, რომელიც პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცებულიყო.[16] თუმცა, მოქმედმა პრემიერმა ნური ალ-მალიქიმ უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე და საკითხი ფედერალურ სასამართლოს გადასცა, აცხადებდა რა, რომ პრეზიდენტის მიერ კანდიდატის დასახელება იყო „კონსტიტუციური დარღვევა“.[17]

2014 წლის 14 აგვისტოს, მსოფლიო ლიდერებისა და საკუთარი პარტიის წევრების მზარდი მოწოდებების ფონზე, ალ-მალიქიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა ალ-აბადისთვის გზის დასათმობად. ხელისუფლების გადაცემის გამოცხადებამ ალ-მალიქიდან ალ-აბადისკენ გამოიწვია სუნიტი არაბების საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი გადაწყობა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფებიდან ერაყის მთავრობისკენ, რადგან ბევრი ერაყელი სუნიტი არაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ ახალი მთავრობა მათ საჩივრებს განიხილავდა და საზოგადოებრივ სიკეთეებსა და სერვისებს მიაწვდიდა.[18]

ერაყის პარლამენტმა 2014 წლის 8 სექტემბერს დაამტკიცა ალ-აბადის ახალი მთავრობა და მისი პროგრამა.[19] 2014 წლის სექტემბერში თანამდებობის დაკავების შემდეგ თვეებში აბადიმ მიზანმიმართული ძალისხმევა გასწია ერაყის მთავრობაში სუნიტების მონაწილეობის გასაზრდელად. აბადიმ თავდაცვის მინისტრად დანიშნა ხალედ ალ-ობაიდი, მოსულელი სუნიტი პოლიტიკოსი.[20][21] 2014 წლის შუა დეკემბერში აბადიმ ქურთებთან ახალი შემოსავლების განაწილების შეთანხმება დადო, რომლის თანახმადაც ბაღდადი დათანხმდა ქურთების რეგიონული მთავრობისთვის ქურთების კონტროლირებადი ნავთობის საბადოებიდან მიღებული შემოსავლის ნახევრის გადახდას. მალიქის წლებიდან მომდინარე არმიაში გავრცელებული კორუფციის აღმოსაფხვრელად, აბადიმ განაცხადა, რომ გამოვლენილი იყო 50 000 „მოჩვენება ჯარისკაცი“ და მათ არმიის სახელფასო უწყისებიდან ამოიღებდნენ. „მოჩვენება ჯარისკაცები“ იყვნენ ადამიანები არმიის სახელფასო უწყისებზე, რომლებიც არასდროს ცხადდებოდნენ სამსახურში, მაგრამ თავიანთი ხელფასების ნაწილს უხდიდნენ ოფიცრებს, რაც იყო კორუფცია და შეიარაღებული ძალები სუსტდებოდა.[22]

2016 წლის აპრილში, ალ-აბადის სირთულეებმა პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში გამოიწვია ერაყის პარლამენტის შტურმი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერების მიერ.[23]

2017 წლის 9 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ალ-აბადიმ გამოაცხადა გამარჯვება ISIS-ზე და ერაყის სამოქალაქო ომის (2014-2017) დასასრული.[24]

2018 წლის 25 ოქტომბერს ალ-აბადი ადილ აბდულ-მაჰდიმ შეცვალა.[25]

  1. https://pantheon.world/profile/person/Haider_al-Abadi
  2. National Library of Israel Names and Subjects Authority File
  3. https://time.com/collection/most-influential-people-2018/5238111/haider-al-abadi/
  4. Haider al- Abadi - Munzinger Biographie. ციტირების თარიღი: 2021-07-06
  5. Pearson, Mike; Yan, Holly; Coren, Anna. Iraq's Nuri al-Maliki digs in as President nominates new Prime Minister (11 August 2014). ციტირების თარიღი: 8 September 2014
  6. „Haider al-Abadi: The World's 100 Most Influential People“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-09-23.
  7. Cornish, Chloe; Khattab, Asser (2018-09-11). „Iraq prime minister Haider Al-Abadi faces calls to step down“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-10. ციტირების თარიღი: 2022-02-13.
  8. „The End Is Near for Iraq's Haider al-Abadi“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-13.
  9. AFP. Iraq's top two parliament groups demand PM Abadi resign after Basra violence en-US. ციტირების თარიღი: 2022-02-13
  10. نبذة عن حياة رئيس الوزراء المكلف حيدر العبادي ar. AlSumaria TV (13 August 2014).
  11. CV of Haider Jawad al-Abadi (10 February 2010).
  12. Haider al-Abadi, the designated Prime Minister of Iraq (11 August 2014).
  13. „Iraq's new Prime Minister is graduate from University of Manchester“. Manchester Evening News. ციტირების თარიღი: 2014-08-14.
  14. Iraq's post-war cabinet , [1], September 1, 2003, BBC
  15. Madi, Mohamed (11 August 2014). „Profile: Haider al-Abadi, Iraqi PM in waiting“. BBC. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  16. Ashton, Adam (August 11, 2014). „Haider al Abadi named to replace Maliki as troops take to Baghdad's streets“. McClatchyDC. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
  17. „Iraq's Incumbent PM Nouri Al-Maliki Grows More Isolated As He Clings To Power“. Huffington Post. 13 August 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2014.
  18. Mikulaschek, Christoph; Pant, Saurabh; Tesfaye, Beza (3 June 2020). „Winning Hearts and Minds in Civil Wars: Governance, Leadership Change, and Support for Violent Groups in Iraq“. American Journal of Political Science. 64 (4): 773–790. doi:10.1111/ajps.12527.
  19. Madi, Mohamed (September 9, 2014). „Haider al-Abadi: A new era for Iraq?“. BBC News. ციტირების თარიღი: August 8, 2015.
  20. Almaliky, Muhamed (January 16, 2015). „Mending Iraq“. Foreignaffairs.com. ციტირების თარიღი: August 8, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  21. The Robert and Joann Bendetson Public Diplomacy Award Recipients. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  22. Wvans, Dominic. (December 1, 2014) Iraq says it found 50,000 'ghost soldiers' on payroll. Reuters.com. ციტირების თარიღი: August 8, 2015
  23. „Iraqi Shia protesters storm Baghdad parliament“. BBC News. April 30, 2016. ციტირების თარიღი: May 17, 2016.
  24. Mostafa, Nehal (9 December 2017). „Iraq announces end of war against IS, liberation of borders with Syria: Abadi“. Iraqi News. ციტირების თარიღი: 9 December 2017.
  25. Salaheddin, Sinan (2 October 2018). „Iraq tasks Shiite independent with forming new government“. San Francisco Chronicle. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2018. ციტირების თარიღი: 26 February 2019.