ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი

იორდანიის მეფე ჰუსეინის ქალიშვილი

ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი (არაბ. الأميرة هيا بنت الحسين‎‎; დ. 3 მაისი 1974, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე ჰუსეინის და მისი მესამე ცოლის — დედოფალი ალიას ქალიშვილი, მეფე აბდულა II-ის ნახევარი და. პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეოთხე და უმცროსი მეუღლეა. იგი არის მუჰამედის 41-ე თაობის პირდაპირი შთამომავალი, რადგან ის დაიბადა ჰაშიმიდების ოჯახში (რომლებიც იორდანიას 1921 წლიდან მართავენ).

ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი
الأميرة هيا بنت الحسين‎‎

პრინცესა 2011 წელს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 იანვარი 2006
მმართ. დასასრული: ამჟამინდელი
მონარქი: მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 მაისი, 1974 (1974-05-03) (50 წლის)
დაბ. ადგილი: ამანი, იორდანია
მეუღლე: მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი (ქ. 2004)
შვილები: შეიხა ჯალილა
შეიხი ზაიედი
დინასტია: ჰაშიმიდები (დაბ.)
ალ-ფალასი (ქორწ.)
მამა: ჰუსეინი
დედა: ალია ალ-ჰუსეინი
რელიგია: ისლამი

ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრინცესა ჰაია საყოველთაოდ ცნობილი ცხენოსანია, რომელიც იორდანიაში ასპარეზობდა ცხენოსნობის საერთაშორისო კონკურსში და არის საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ორგზის პრეზიდენტი (FEI). გარდა ამისა, პრინცესა ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში.

განათლება

რედაქტირება

პრინცესა ჰაია სწავლობდა ბრიტანეთში, სადაც ის ესწრებოდა ბადმინტონის სკოლას ბრისტოლში, ბრაიანსტონის სკოლას დორსეტში და მოგვიანებით წმინდა ჰილდას სკოლას, ასევე აქვს დამთავრებული ოქსფორდის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფია, პოლიტიკისა და ეკონომიკაში.[1][2][3][4]

ქორწინება

რედაქტირება

2004 წლის 10 აპრილს, პრინცესა ჰაია ცოლად გაყვა დუბაის ემირს შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმს ამანში, იორდანიის დედაქალაქში.[5]

2007 წლის 2 დეკემბერს დუბაიში, პრინცესა ჰაიას შეეძინა თავისი პირველი შვილი, შეიხა ჯალილა ბინტ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი.[6] ბავშვის დაბადება დაემთხვა 2 დეკემბერს, არაბთა გაერთიანებული საემიროების 36-ე ეროვნულ დღეს.[7] 2012 წლის 7 იანვარს მას მეორე შვილი ეყოლა, შეიხი ზაიედ ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი.[8]

ჯილდოები

რედაქტირება

ეროვნული

რედაქტირება
გაერო

  გაერო 2015 შიმშილის გმირის ჯილდო, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, დავოსი, შვეიცარია, (22 იანვარი 2015)[13]

წინაპრები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gort Scott wins contest for Oxford University college extension (17 March 2016). ციტირების თარიღი: 10 August 2016.
  2. Princess Haya of Jordan: A modern Arabian tale. ციტირების თარიღი: 10 August 2016.
  3. HRH PRINCESS HAYA BINT AL HUSSEIN WFP GOODWILL AMBASSADOR (PDF). ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  4. St Hilda’s College, Oxford releases concept designs for Redefining St Hilda’s invited competition — Malcolm Reading Consultants. ციტირების თარიღი: 10 August 2016.
  5. HRH Princess Haya Bint Al Hussein - profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2005. ციტირების თარიღი: 7 March 2011.
  6. Jordan News Agency - Petra - Sheikh Rashid Al Maktoum, Princess Haya name their new baby girl Aljalila
  7. NewsCred - Page not found. daylife.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 February 2012. ციტირების თარიღი: 12 April 2015.
  8. „Mohammed is blessed with a baby boy, names him 'Zayed'. Emirates 24|7 (ინგლისური). 2012-01-08. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
  9. Photographic image (JPG). ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  10. Photographic image (JPG). ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  11. Photographic image (JPG). ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  12. Photographic image (JPG). ციტირების თარიღი: 2017-05-25.
  13. „Princess Haya To Receive WFP Hunger Hero Award In Davos“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-02-01.