ჰავანა ლიბრე
„ჰავანა ლიბრე“ (აგრეთვე Hotel Tryp Habana Libre) — სასტუმრო კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. მდებარეობს ვედადოს რაიონში. 25 სართულიან შენობაში არის 569 ნომერი.
ჰავანა ლიბრე (5) | |
---|---|
მდებარეობა | კუბა |
ისტორია | |
გახსნის თარიღი | 1958 |
სტატისტიკა | |
რესტორნების რაოდენობა | 4 |
ნომრების რაოდენობა | 569 |
სართულების რაოდენობა | 25 |
ოფიციალური ვებ-გვერდი |
ისტორია
რედაქტირებასასტუმრო თავდაპირველად აშენდა როგორც ჰავანა ჰილტონი, პრეზიდენტის ფულხენსიო ბატისტას უშუალო ეგიდით და იმყოფებოდა ამერიკული სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო ქსლის ჰილტონის მმართველობის ქვეშ. სასტუმრო შემუშავებულია აშშ-ის ფირმის — Welton Becket & Associates-ის მიერ, რომელსაც აქამდე აშენებული ჰქონდა Beverly Hilton Hotel და Capitol Records Building-ის სასტუმროები.
სასტუმრო გაიხსნა 1958 წლის 22 მარტს, კონრად ჰილტონის უშუალო თანდასწრებით. იმ დროისათვის ჰავანა ლიბრე იყო ლათინური ამერიკის უდიდესი და უმაღლესი სასტუმრო. განთქმული იყო თავისი კაზინოებით, კლუბებით, აუზებითა და სხვ. შენობის სახურავზე მოეწყო ბარი.
1959 წლის 8 იანვარს ფიდელ კასტროს მომხრეების ჰავანაში შესვლის შემდეგ სასტუმრო გადაიქცა ფიდელ კასტროს შტაბ-ბინად.[1] გარკვეული ხნით დაიხურა ყველა არსებული კაზინოები, თუმცა ადგილობრივთა პროტესტების შედეგად თებერვალში კაზინოები კვლავ გაიხსნა.
ჰილტონის გავლენის ქვეშ სასტუმრო კიდევ ორი წარუმატებელი წლით რჩებოდა, კუბა-აშშ-ის ურთიერთობების გართულებამ გამოიწვია კუბაში არსებული ყველა სასტუმროს ნაციონალიზაციამ, აგრეთვე გარკვეული დროით შეწყდა კაზინოთა ფუნქციონირება.
1996 წელს ჰავანა ლიბრეს დაეუფლა ესპანური სასტუმროთა ქსელი Sol Meliá. 1996-1997 წლებს შორის დაიწყო ჰავანა ლიბრეს სასტუმროს რეკონსტრუქცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად რესტავრირებულ იქნა დიდი ზომის ფრესკა შესასვლელთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰავანა ლიბრე (ინგლისური)
- ჰავანა ლიბრე დაარქივებული 2012-03-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ჰავანა ლიბრე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-23. ციტირების თარიღი: 2011-12-22.