ადრიანე

(გადამისამართდა გვერდიდან ჰადრიანუსი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადრიანე (მრავალმნიშვნელოვანი).

პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე (ჰადრიანე) (ლათ. PVBLIVS AELIVS HADRIANVS PVBLIVS AELIVS TRAIANVS HADRIANVS) (დ. 24 იანვარი, 76 — გ. 10 ივლისი, 138) — რომის იმპერატორი 117–138 წლებში, ანტონინების დინასტიისა. იმპერატორ ტრაიანეს აღზრდილი და შვილობილი. მის დროს მოხდა რომის სახელმწიფოს შემდგომი ცენტრალიზაცია და იმპერატორის ხელისუფლების განმტკიცება. სენატის საპირისპიროდ ადრიანემ დიდი უფლებები მიანიჭა პრინცეფსის საბჭოს, რომელიც მუდმივმოქმედ ოფიციალურ სათათბირო ორგანოდ აქცია. საიმპერატორო დაწესებულებათა სათავეში მხედრები დააყენეს. ამ დაწესებულებებმა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ადრიანეს ბრძანებით ჩატარდა რომის სამართლის კოდიფიკაცია, შეგროვდა მოქმედი პრეტორული ედიატები და გამოიცა ე. წ. „მუდმივი ედიქტი“ (Edictum perpetuum), რომლის ძალითაც რომაელთა თემის იურიდიული ნორმები ვრცელდებოდა სახელმწიფოში შემავალ ხალხებსა და ტომებზე. ადრიანე საგანგებოდ ზრუნავდა პროვინციათა ეკონომიკის გაძლიერებისა, ქალაქების განმტკიცებისა და მათი ცხოვრების გამოცოცხლებისათვის. ხშირად მოგზაურობდა და კონტროლს უწევდა პროვინციულ მმართელობას. ააგო თავდაცვითი სიმაგრეების მთელი სისტემა — „რომის სასაზღვრო ხაზი“ (Limes Romanus). ადრიანეს დროს აჯანზდა იუდეა ბარ-კოხბას მეთაურობით (132–135). ადრიანეს გართულებული დამოკიდებულება ჰქონდა იბერიის (ქართლის) მეფე ფარსმან II-თან.

პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე
PUBLIUS AELIUS HADRIANUS PUBLIUS AELUS TRAIANUS HADRIANUS
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: ახ. წ. 117
მმართ. დასასრული: ახ. წ. 138
წინამორბედი: ტრაიანე
მემკვიდრე: ანტონინუს პიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი, 76
გარდ. თარიღი: 10 ივლისი, 138
დინასტია: ანტონინუსების დინასტია
რელიგია: რომაული რელიგია

ცნობილია ადრიანეს კედლის მშენებლობით, რითაც მან ბრიტანიის ჩრდილოეთის საზღვარი მონიშნა. მისივე აღდგენილია პანთეონი და ვენერასა და რომის ტაძარი. საკუთარი მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომ ანტონინუს პიუსი იშვილა და მემკვიდრედ გამოაცხადა. გემოვნებით ფილელენისტს, ადრიანეს ასევე ჰუმანისტად მოიხსენიებენ და ის ერთ-ერთი იყო „ხუთ კეთილ იმპერატორთაგან“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ტრაიანე
რომის იმპერატორი

117–138
შემდეგი:
ანტონინუს პიუსი