ჰაბარდი (ინგლ. Hubbard Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე. იწყება ლოგანის მთიდან, კანადისა და ალასკის საზღვარზე. სიგრძე 122 კმ. მყინვარის ფრონტალური ნაწილის სიგანეა დაახლოებით 9–16 კმ. მთისძირში ყინულის ასაკი 400 წლით განისაზღვრება. ფირნის ხაზის საშუალო სიმაღლეა 850 მ. იკვებება წმინდა ილიას მთების ფირნული ველებიდან. ზედა 67 კილომეტრიანი მონაკვეთი კანადის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი — 48 კილომეტრი მოქცეულია აშშ-ში.[1] მყინვარის ენა ეშვება წყნარი ოკეანის იაკუტატის ყურეში, სადაც წარმოქმნის 8 კილომეტრი სიგანის ფრონტს. ჰაბარდი ჩრდილოეთი ამერიკის უდიდესი მოქცევითი მყინვარია. XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული მყინვარი წელიწადში წინ იწევს 17–18 მ-ით.[2] სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მუდმივი შესწავლის ობიექტია.[3]

ჰაბარდი
კოორდინატები: 60°18′50″ ჩ. გ. 139°22′15″ დ. გ. / 60.31389° ჩ. გ. 139.37083° დ. გ. / 60.31389; -139.37083
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
ქედი წმინდა ილიას მთები
სიგრძე 122 კმ
ტიპი ხეობური
ჰაბარდი — ალასკა
ჰაბარდი

სქოლიო რედაქტირება

  1. Хаббард | Географическая энциклопедия
  2. Хаббард | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  3. Hubbard Glacier, Alaska. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-16. ციტირების თარიღი: 2020-06-06.