წმინდა ილიას მთები (ინგლ. Saint Elias Mountains) — ქედი კორდილიერებში. გადაჭიმულია კანადისა და აშშ-ის ტერიტორიაზე 480 კმ სიგრძეზე. სიგანე 140 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალებია: ლოგანი (5959 მ) და წმინდა ილიას მთა (5489 მ). აგებულია გრანიტებითა და დანალექი ქანებით. გამყინვარების მნიშვნელოვანი კერაა. 500 მ-ზე ზევით თოვლნარები და ფირნის ველებია, რომლებიდანაც დიდი მყინვარები ოკეანემდე ეშვება. ზოგი მათგანი მთისძირას ერთდება და წარმოქმნის ვრცელ მყინვარებს. აღსანიშნავია მყინვარი მალასპინა. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია წიწვოვანი ტყით.

წმინდა ილიას მთები
Mt Saint Elias.jpg
კოორდინატები: 60°30′ ჩ. გ. 139°30′ დ. გ. / 60.500° ჩ. გ. 139.500° დ. გ. / 60.500; -139.500
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი ლოგანი
სიმაღლე 5959 
სიგრძე 480 კმ
სიგანე 140 კმ
ამგებელი ქანები გრანიტები
დანალექი ქანები
წმინდა ილიას მთები — კანადა
წმინდა ილიას მთები

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება