ჯუმბერ ჯიქია
ჯუმბერ ჯიქია (დ. 12 ოქტომბერი, 1950, რუსთავი) — ქართველი მოქანდაკე და პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1950 წლის 12 ოქტომბერს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება.
მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: „ტრადიცია და ძიება“, „ფანანო არტე“, „ზამთრის სალონი“. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების კათედრის გამგე.
თბილისში მისი ნამუშევრები მოიცავს ოლივერ და მარჯორი უორდროპის ძეგლს, რომელიც 2015 წლის 18 ოქტომბერს, თბილისობაზე გაიხსნა.[1] ასევე, 2018 წლის 22 ივნისს, ვაკის რაიონის გამგეობის წინ მდებარე, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკში გაიხსნა ჰაველის ძეგლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპინიკმა გახსნა.[2]
მას ეკუთვნის აგრეთვე ვალერი ჯიქიასთან ერთად შესრულებული ათათურქის კოლოსალური ქანდაკება ართვინში.
ჯილდოები
რედაქტირება- 1994 — ოქროს მედალი (პარიზი)
- 1986 — ოქროს მედალი (ვარშავა)
- 1985 — „ფანანო არტეს“ I ხარისხის პრემია (ქ. ფანანო)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The monument to Oliver and Marjory Wardrops opened near the Parliament en. ციტირების თარიღი: 15 March 2018.
- ↑ Morrison, Thea. Statue of Vaclav Havel Erected in Tbilisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 15 March 2018.