ჯუმათის წმინდა გიორგის ხატი
ჯუმათის წმინდა გიორგის ხატი — წმინდა გიორგის ოქროჭედური ხატი ჯუმათის მონასტრის საგანძურიდან (დაახლ. ზომები 72X40.5 სმ; 16X9 ვერშოკი).
ხატზე წმინდა გიორგი წარმოდგენილია ფეხზე მდგარი მთელ სიმაღლეზე. შემოსილია აბჯრით. მარცხენა ხელში უჭირავს ფარი, ხოლო მარჯვენით შუბი. უკან გადაკიდული აქვს გრძელი ხმალი. ხატს ირგვლივ არშიაზე გამოსახულია წმინდანები. ხატი, ისევე როგორც წარწერები ნატიფადაა შესრულებული.
დიმიტრი ბაქრაძემ თავის 1873 წლის არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ჯუმათის მონასტერში აღნუსხა წმინდა გიორგის ხატი. 1888 წელს ნიკოდიმ კონდაკოვის დროს ხატი სავალელო მდგომარეობაშ იყო და საჭიროებდა დაუყოვნებლივ ყურადღებას. მისი აზრით ხატი თავისი სტილის მიხედვით XI-XII საუკუნეების უნდა ყოფილიყო. ხატი ასევე შეტანილია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში (№1992).
ა) ზევით: ႼჂ ႢႨ — წმინდაჲ გიორგი
ბ) მარცხენა მხარეს შუბის მთელ სიგრძეზე:
„ ႠႾ ႥႬ ႭႫჄ ႣႰႵ ႤႱႸႫ Ⴜ ႤႷႠ Ⴅ ႫႭ ႬႱႠ ႸႬႱ Ⴀ Ⴄ Ⴄ~Ⴑ Ⴅ ႰႣႬ ႥႰႣ ႬႨႱ ႻႤ ႱႠ ႠႬ “
| |
( ახოვანო მხედარო ქრისტესო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ ერისთავს ვარდან ვარდანისძესა ამინ.)
|
გ) ქვედა არშიაზე:
„ႼႣႠႳ ႶႧႱ ... ႫႴႰႥႪ ႤႵႫႤႬ ႡႤႸႵႤႬႱ: ႢჃႰႨႤႪႱႠ: ႣႠႻႤႱႠ ႫႠႧႱႠ: ... ႨႵႤႪႱႠ: ႼႤ ႶႧႱႠ჻“
| |
(წმიდაო ღვთისაო ... მფარველ ექმენ ბეშქენს გურიელსა და ძესა მათსა მიქელსა წინაშე ღვთისა.)
|
ლიტერატურა
რედაქტირება- თავბერიძე ი., „ჯუმათის მონასტრის სიძველეები“, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005, ISBN 99940-852-6-3.
- Бакрадзе Д., „Археологическое путешествие по Гурии и Адчаре“. СПб. ст. 260-261, 1878г.
- Кондаков Н. П., Бакрадзе Д. „Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии“. СПб. ст. 104-106, 1890г.